ისტორიკოსებმა შეისწავლეს ფაქტები

ბევრი სხვა კომპანიის მსგავსად, ინტენსიურად გამოკვლეულ იქნა ველედას მდგომარეობა და კომპანიის ხელმძღვანელობის ქმედება 1933-1945 წლებში.

ველედა 1933-1945 წლებში.

1921 წელს დაარსებულ ველედას შეუძლია გადახედოს გრძელ და წარმატებულ ისტორიას. თუმცა ამ ისტორიის ნაწილი დაჩრდილა გერმანიაში ნაციონალ-სოციალისტური (ნაცისტური) პარტიის დიქტატურამ და მეორე მსოფლიო ომმა. ბევრი სხვა კომპანიის მსგავსად, ინტენსიურად გამოკვლეულ იქნა ველედას მდგომარეობა და კომპანიის ხელმძღვანელობის ქმედება ამ  წლებში.

რა მდგომარეობაში იყო ველედა ნაცისტების დროს?

მას შემდეგ რაც ანთროპოსოფიული საზოგადოება აიკრძალა გერმანიაში 1935 წლის 1 ნოემბერს, როგორც ანთროპოსოფიურად ორიენტირებული კომპანია, ველედა არაერთხელ იყო წარმოების აკრძალვის ზღვარზე ნაცისტური დიქტატურის დროს. მან მხოლოდ იმიტომ შეძლო წარმოების გაგრძელება, რომ შვეიცარული ფირმა იყო, ხოლო შვეიცარიამ ნეიტრალური პოზიცია დაიკავა ნაცისტური გერმანიის მიმართ.

თავის წიგნში „ველედა1921 წლიდან 1945 წლამდე“ (1), ისტორიკოსი უვე ვერნერი აღწერს კომპანიის დაარსებას და მის სოციალურ, ეკოლოგიურ და ეკონომიკურ ხედვას. ვერნერი ასევე აღწერს პერიოდს 1933 წლიდან 1945 წლამდე, როგორც "არაადამიანურ გარემოში გადარჩენის დრო". მიუხედავად იმისა, რომ კომპანია არ მონაწილეობდა აქტიურ წინააღმდეგობაში, შეიძლება საუბარი პასიურ წინააღმდეგობაზე, განმარტავს ისტორიკოსი. მისი კვლევის მიხედვით, ველედა არ მონაწილეობდა ნაცისტური დიქტატურის არაადამიანურ პოლიტიკაში.

იცოდა თუ არა ველედამ პატიმრებზე მისი ყინვისგან დამცავი კრემის გამოყენების ექსპერიმენტების შესახებ?

1943 წელს, ველედამ გერმანიის შეიარაღებულ ძალებს ერთჯერადად მიაწოდა 20 კილოგრამი ყინვისგან დამცავი კრემი (1). მიწოდება განხორციელდა მიუნხენში, ზიგმუნდ რაშერის პირად მისამართზე. ის იმ დროს იყო გერმანიის საჰაერო ძალების პერსონალის ექიმი და SS-ისთვის ატარებდა საიდუმლო ექსპერიმენტებს პატიმრებზე დახაუს საკონცენტრაციო ბანაკში. ველედას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა მიზნით გამოიყენებოდა კრემი. რაშერი დახაუს საკონცენტრაციო ბანაკში მყოფ პატიმრებზე  ჰიპოთერმიის ექსპერიმენტებს ატარებდა და ამასთან ერთად იყენებდა ყინვისგან დამცავ კრემს. გასაიდუმლოების მაღალი დონის გამო, ველედას არ ჰქონდა ინფორმაცია კრემის გამოყენების შესახებ. ეს ფაქტი მხოლოდ 1990-იანი წლების ბოლოს იქნა აღმოჩენილი და ველედამაც მაშინ შეიტყო ამის შესახებ. კომპანიამ ღრმა სინანული გამოთქვა ამის გამო და წერილობით ბოდიში მოუხადა არაკომერციულ ორგანიზაციას Children of the Holocaust Campaign (გერმანული: Aktion Kinder des Holocaust – AKdH). გარდა ამისა, მან გახსნა თავისი კომპანიის არქივები მეცნიერული კვლევისთვის, რომელიც განხორციელდა ბაზელის უნივერსიტეტის ისტორიის დეპარტამენტის მიერ. ისტორიკოსებმა (2) ჩაატარეს საფუძვლიანი კვლევა და დაასკვნეს, რომ ველედას არ ჰქონდა ინფორმაცია ყინვისგან დამცავი კრემის ექსპერიმენტების შესახებ.

როგორ იყო დაკავშირებული მებაღე ფრანც ლიპერტი ველედასთან?

ფრანც ლიპერტი (3), იყო პროფესიონალი მებაღე, რომელმაც დააარსა  ველედას სამკურნალო მცენარეების ბაღი შვებიშ გმუნდში. 1940 წლის შემოდგომაზე, მან დატოვა სამსახური, ამ თანამდებობაზე კომპანიაში მუშაობის 16 წლის შემდეგ. 1941 წლის სექტემბრიდან იგი ხელმძღვანელობდა ექსპერიმენტს ბიოდინამიკურ კულტივირებაში დახაუს გერმანიის კვლევით ინსტიტუტში (DVA). DVA "მწვანილის ბაღი", როგორც მას ეძახდნენ, ითვლებოდა საკონცენტრაციო ბანაკის ნაწილად, მაგრამ მდებარეობდა ბანაკის რეალური შენობის გარეთ. ის ცდილობდა პატიმრების მდგომარეობის განმუხტვას. ამას მოწმობს ომის დამთავრების შემდეგ ყოფილი პატიმრების მტკიცებულებები (4). ლიპერტი ამ სამსახურში დარჩა 1945 წლის მარტამდე, რომლის დროსაც მუშაობდა მხოლოდ ბიოდინამიკური მცენარეების კულტივირებაზე. ისტორიკოს უვე ვერნერის კვლევის მიხედვით, „ლიპერტი უნდა მივიჩნიოთ რეჟიმისადმი ხანგრძლივი ბრმა-დამოკიდებულების მაგალითად, რომლის არაადამიანური ბუნება მან ძალიან გვიან დაინახა“. (5) ომის შემდეგ, ლიპერტის წინააღმდეგ სამოქალაქო სასამართლო პროცესი, რომელიც წარმოებული იყო როგორც დენაციფიკაციის პროცესის ნაწილი გერმანიაში, შეწყდა 1948 წლის სექტემბერში, იმ მოტივით, რომ ის „საერთოდ არ იყო ბრალდებული“ (6). მას შემდეგ, რაც  1940 წლის შემოდგომაზე,  ლიპერტი წავიდა კომპანიიდან, მასა და კომპანიას შორის არანაირი კონტაქტი აღარ ყოფილა.

რატომ უჭერს მხარს ველედა ხსოვნის, პასუხისმგებლობის, მომავლის ფონდს (EVZ)?

ხსოვნის, პასუხისმგებლობის, მომავლის  ფონდი EVZ Foundation (გერმანული: Stiftung Erinnerung Verantwortung, Zukunft) მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც  ისტორიის გააზრებას, ადამიანის უფლებების დაცვას ემსახურება და მზად არის დაეხმაროს ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლებს. იგი დაარსდა 2000 წელს, ნაცისტური რეჟიმის პირობებში იძულებითი შრომის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის ზარალის ასანაზღაურებლად. დამფუძნებელი კაპიტალი გერმანიის სახელმწიფომ და გერმანიის ბიზნეს საზოგადოებამ უზრუნველყო. ველედამ ასევე წვლილი შეიტანა EVZ-ში, თუმცა კომპანიას არ ჰყავდა დასაქმებული არცერთი იძულებითი მუშა და არც დანაშაულებრივი საქმიანობით დაკავებული. ველედა შეუერთდა ფონდს, რათა ეღიარებინა გერმანიის ბიზნეს საზოგადოების ერთობლივი პასუხისმგებლობა ნაცისტური რეჟიმის დროს ჩადენილ უსამართლობაზე. ველედას მაშინდელი მენეჯმენტის პოზიცია იყო: "ველედას არასოდეს დაუსაქმებია იძულებითი მუშაკები თავის ისტორიაში. თუმცა, იგი აღიარებს გერმანელთა საერთო პასუხისმგებლობას იმ უსამართლობაზე, რომელსაც იძულებითი მუშები განიცდიდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური მმართველობის დროს. ამიტომ, 2000 წლის დეკემბრის ბოლოს იგი შეუერთდა გერმანიის ბიზნეს საზოგადოების მიერ ინიცირებულ ფონდს შესაბამისი წვლილით. “

მეტი ველედას ღირებულებების შესახებ

კულტურული მრავალფეროვნება ველედას ერთ-ერთი მთავარი პრინციპია

ველედაში  ადგილი არ აქვს ფაშიზმს, ანტისემიტიზმს, ნაციონალიზმს და რასიზმს. მისი ღირებულებები და  კორპორატიული კულტურა ეწინააღმდეგება აზროვნებისა და მოქმედების ასეთ ღრმად ენით აუწერელ და არაადამიანურ გზებს. ველედასთვის მნიშვნელოვანია კულტურული მრავალფეროვნება; ეს არის შთამაგონებელი და ძლიერი. ველედას შვილობილი კომპანიები 22 ქვეყანაშია. ის ზრუნავს პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობის შენარჩუნებაზე ყველა პარტნიორთან. მისი ძირითადი პრინციპები  დაარსების დღიდან არის:

  • ველედა ფიქრობს, გრძნობს და მოქმედებს ჰოლისტურად.
  • ველედა იღებს პასუხისმგებლობას თავის ქმედებებზე.
  • ველედა ქმნის ნდობას ღიაობისა და გულწრფელობის გზით.
  • ველედა მუშაობს ჯანსაღად და ეფექტურად, რადგან ეკონომიკური წარმატება ბევრ რამეს იძლევა.
  • ველედა შთააგონებს ადამიანებს ბუნების ძალას.

Sources:

(1) See Uwe Werner, Anthroposophen in der Zeit des Nationalsozialismus [Anthroposophists in the Time of National Socialism], p. 361.

(2) Prof. Dr. Heike Haumann, History Department, University of Basel, letter of 1 June 1998.

(3) See Uwe Werner, Anthroposophen in der Zeit des Nationalsozialismus [Anthroposophists in the Time of National Socialism], p. 330ff.

(4) See Uwe Werner, Anthroposophen in der Zeit des Nationalsozialismus [Anthroposophists in the Time of National Socialism], p. 332.

(5) See Uwe Werner, Anthroposophen in der Zeit des Nationalsozialismus [Anthroposophists in the Time of National Socialism], p. 285.

(6) See Uwe Werner, Anthroposophen in der Zeit des Nationalsozialismus [Anthroposophists in the Time of National Socialism], p. 334, note 122

Werner, Uwe: Anthroposophen im Nationalsozialismus (1933–1945) [Anthroposophists in National Socialism (1933–1945)], Oldenbourg Verlag, Munich, 1999.

Werner, Uwe: Das Unternehmen Weleda 1921–1945 [The Company Weleda 1921–1945], 1st edition, Berliner Wissenschafts-Verlag, Berlin, 2014.

Selg, Peter: Rudolf Steiner, die Anthroposophie und der Rassismus-Vorwurf [Rudolf Steiner, Anthroposophy and the Accusation of Racism], 1st edition, Verlag des Ita Wegman Instituts, Stuttgart, 2020.

Heisterkamp, Jens: Schatten der Vergangenheit [Shadow of the Past], Aktion Kinder des Holocaust [Children of the Holocaust Campaign]

Sonntags Zeitung, Arlesheim/Switzerland: Crème für KZ Weleda bedauert [Weleda Regrets Cream for Concentration Camp], in: Aktion Kinder des Holocaust, http://www.akdh.ch/ps/ps_05.html.

Anthroposophie gegen Rassismus [Anthroposophy Against Racism]

Stiftung EVZ – Erinnerung Verantwortung, Zukunft [Remembrance, Responsibility, Future Foundation]