ბუნება

ბიომრავალფეროვნება

ბიომრავალფეროვნება სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც სურს შეიძინოს იმ კომპანიების პროდუქცია, რომლებიც ზრუნავენ ადამიანისა და ბუნების ჰარმონიულ განვითარებაზე. მათ სურთ იცოდნენ ინგრედიენტების წარმოშობა და უნდათ იყვნენ დარწმუნებული , რომ პასუხისმგებლობით მოიხმარენ პროდუქციას. ველედა ამის გარანტიას ათეული წლებია იძლევა. და ამის დასტურია ახალი UEBT -ეთიკური ბიოვაჭრობის კავშირის- სერტიფიკატი. ინტერვიუ UEBT-ს წარმომადგენელ რიკ კუჩ ლოიენგასთან და ველედას თანამშრომელ ანეტე პიპერიდისთან

რიკ კუჩ ლოიენგა: UEBT - ეთიკური ბიოვაჭრობის კავშირი - იკვლევს იმას, თუ  კომპანიები როგორ იყენებენ ბუნებრივ რესურსებს, რათა დაეხმაროს მათ შექმნან მსოფლიო, სადაც ადამიანები და ბიომრავალფეროვნება შეძლებენ განვითარებას. ბიომრავალფეროვნება სიცოცხლის მრავალფეროვნებაა და არა მარტო მიკროორგანიზმების, ცხოველებისა და მცენარეების, არამედ ადამიანისაც. ჩვენ ვსარგებლობთ ყოველდღიურად ბიომრავალფეროვნებით, ისე რომ ვერც ვაცნობიერებთ ამას. ის კი პლანეტის გადარჩენის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ანეტე პიპერიდის: ბიომრავალფეროვნება არის ველედასთვის ერთერთი საკვანძო საკითხი. ის თავისი პროდუქტების დასამზადებლად იყენებს დაახლოებით 1,000 სხვადასხვა მცენარეს მთელი მსოფლიოდან. მათგან დაახლოებით 650 შედის მისი კოსმეტიკური პროდუქციის შემადგენლობაში. ესენია: არნიკა, ბროწეული, ლავანდი, ვარდი, კალენდულა, არყის ხე, სეზამი, წყალმცენარეები. ისინი ბიომრავალფეროვნების და ველედას პროდუქციის განუყოფელი ნაწილია. ველური მცენარეებისა და თესლის ფრთხილი შეგროვებით და სამკურნალო მცენარეების მოშენებით, ველედა ხელს უწყობს მათ შენარჩუნებას და მხარს უჭერს იმ ადამიანებს, რომლებიც სოფლის მეურნეობით ირჩენენ თავს.

 

უკვე არსებობს ბევრი ხარისხის ნიშანი, როგორიცაა ეკოსერთიფიკატი ან ნატრიუ. რაში გვჭირდება UEBT სერტიფიცირება?

რიკ კუჩ ლოიენგა: UEBT ავსებს არსებულ სერთიფიკატებს. მაგალითად, ნატრიუ NATRUE ამოწმებს ბუნებრივობაზე. UEBT კი მოითხოვს, რომ ეს ბუნებრივი ინგრედიენტები ისე იქნას მოპოვებული, რომ მოუფრთხილდეს ამ საქმიანობით დაკავებულ ხალხს და ბიომრავალფეროვნებას. ასევე, თუ ნივთიერება უკვე  ECOCERT- ის ბეჭედითაა სერთიფიცირებული, ყურადღება გამახვილდება დამატებით სოციალურ ასპექტებზე, რადგან ისინი ორგანული სერტიფიცირების ფარგლებს სცდებიან. UEBT მთლიანად მიმოიხილავს საწარმოს სისტემას. ხდება შესწავლა გამოიყენა  თუ არა კომპანიამ UEBT სტანდარტის მოთხოვნები მისი შესყიდვების სისტემებში და ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენების ინოვაციურ განვითარებაში.

ანეტე პიპერიდის: სწორედ ამ მიზეზების გამო, ველედა დაინტერესდა UEBT სერტიფიკატით, რომელიც განიხილავს არა მარტო სოციალურ, არამედ ეკოლოგიურ ასპექტებს კომპანიის დონეზე და ავსებს ბუნებრივი და ბიოლოგიური ინგრედიენტების გამოყენებასთან დაკავშირებულ ასპექტებს. ველედას მიზანია, რომ უზრუნველყოს ამ ბიოლოგიური და ბუნებრივი ინგრედიენტების მოპოვება ბიომრავალფეროვნების დაცვით და ხელი შეუწყოს ადამიანებს საარსებო საშუალებების მიღებაში.

 

რა სარგებელი ექნება მომხმარებელს ეთიკური ბიოვაჭრობის კავშირის მიერ სერტიფიცირებული კომპანიებისგან პროდუქტების ყიდვისას?

 

ანეტე პიპერიდის:მას შემდეგ, რაც ველედა ამ კავშოირში გაწევრიანდა, ის სისტემატურად ამოწმებს ყველა ბუნებრივ ინგრედიენტს (ზეთები, ექსტრაქტები, და ა.შ.)  UEBT-ის სტანდარტის მიხედვით. უმეტეს შემთხვევაში, დადასტურდა, რომ ველედას ნედლეული შეგროვებული და გაშენებული იქნა იმგვარი ზრუნვის პირობებში, რომელიც შეესაბამება მის ვალდებულებას და ფილოსოფიას. მაგრამ ველედას მიზანია გააუმჯობესოს ეს პროცესი, რადგან არაფერია სრულყოფილი. მდგრადობა მართლაც მოგზაურობაა. ველედას მიერ ინიცირებული პროექტებით მომწოდებლები დაადგნენ გზას, რომელიც მათ რეგიონში ხელს  შეუწყობს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას,  უკეთ დაიცავს დამტვერვაში მონაწილე მწერებს მაგ.ფუტკარს ლავანდის პლანტაციაში და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობით გააუმჯობესებს სამუშაო პირობებს  ადგილზე.

რიკ კუჩ ლოიენგა: მომხმარებლებს, რომლებიც UEBT სერტიფიცირებული კომპანიის პროდუქციას შეიძენენ, აქვს გარანტია, რომ კომპანია ზრუნავს გარემოზე და რეგულარულად აკონტროლებს მისი ბუნებრივი რესურსების მოპოვების პროცესს. გარდა ამისა, სახავს შესაძლებლო გაუმჯობესების გეგმებს. მომხმარებელს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ მისი შენაძენი არა მხოლოდ აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს, არამედ ხელს უწყობს უკეთესი მსოფლიოს ჩამოყალიბებას.

მომხმარებელს რეალურად შეუძლია პროდუქციის ცნობიერი შეძენით უკეთესი მსოფლიოს ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება

რა არის თქვენი ყველაზე დიდი გამოწვევა და თქვენი ყველაზე დიდი წარმატება?

რიკ კუჩ ლოიენგა: UEBT შეიქმნა ათი წლის წინ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მხარდაჭერით "ბიოვაჭრობისადმი" კომპანიების ინტერესის გასაღვიძებლად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი იდეების ფართო მხარდაჭერა არსებობდა,  ადვილი არ ყოფილა, რომ ეს მხარდაჭერა კომპანიების მხრიდან მტკიცე ვალდებულებებში ასახულიყო. მიზეზი კი ალბათ ის არის, რომ მიწოდების ჯაჭვები იმდენად მრავალფეროვანია, რომ ძალიან რთულია ყველა ბუნებრივი ინგრედიენტისთვის შეიქმნას სისტემა დამოუკიდებელი სტანდარტის მიხედვით. თუმცა, კომპანიებმა, როგორებიცაა ველედა, თავიანთი პასუხისმგებლობის გრძნობის დემონსტრირება მოახდინეს UEBT- თან თანამშრომლობით. ხუთი წლის განმავლობაში, მისი ყველა  ინგრედიენტის სისტემატიურად შემოწმების   შედეგად, მოხდა მისი  UEBT სერტიფიცირება. ეს არის დიდი წარმატება, როგორც ველედასთვის, ისე ეთიკური ბიოვაჭრობის კავშირისთვის.

ანეტე პიპერიდის: მე სრულიად გეთანხმებით. ეს იყო ხანგრძლივი, მაგრამ ნაყოფიერი გზა, ველედას ნედლეულის მოპოვების პროცესების შეთავსებისა UEBT- ის კრიტერიუმებთან და ბიოლოგიური და ბიოდინამიკური პროდუქტების მაღალ შიდა მოთხოვნებთან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ვამაყობ, რომ დღეს შეგვიძლია მომხმარებლებს ჩვენი ძალისხმევის შესახებ გამოვუცხადოთ.

 

რა როლს ასრულებენ მომხმარებლები ეთიკურად პასუხისმგებელ შესყიდვაში? და რა არის თქვენი პირადი ხედვა?

რიკ კუჩ ლოიენგა:UEBT ათი წელია  აწარმოებს სამომხმარებლო კვლევას ბიომრავალფეროვნებისა და შეძენის გადაწყვეტილების სფეროში. მომხმარებელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კომპანიების მორალური ვალდებულებაა  პატივი სცეს ადამიანებსა და ბიომრავალფეროვნებას. ისინი ასევე მზად არიან შეიძინონ ეთიკურად დამზადებული პროდუქტები. მაგრამ ერთია რასაც ისინი ამბობენ და მეორე რასაც აკეთებენ. მომხმარებლებმა, ჩემის აზრით, დაივიწყეს თუ რამხელა ძალა აქვთ მათ და რომ მათ შეუძლიათ რეალურად შეუწყონ ხელი უკეთესი სამყაროს ჩამოყალიბებას შესყიდვის ჩვევების შეცვლით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი ხმას იძლევიან "თავისი პორტმანით". და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ეს გავაკეთოთ, რადგან პასუხისმგებლობით მოხმარების საკითხში ერთიანი ვალდებულების გარეშე, ჩვენი პლანეტა ვერ გადარჩება. მე პირადად ვცდილობ ამ ტენდენციის ნაწილი ვიყო და ეს ვალდებულება გამოვხატო. გარდა ამისა, ყოველდღიურად დაკავებული ვარ ბუნებრივი ინგრედიენტების ეთიკური შესყიდვების პრაქტიკით.

ანეტე პიპერიდის: ველედას გააჩნია ძლიერი შიდა ღირებულებები, რომლებიც ეფუძნება ანთროპოსოფიას (ფილოსოფია, რომელიც იყენებს ბუნებრივ რესურსებს ჩვენს საკეთილდღეოდ), და მისი აქციონერები იზიარებენ ამ ღირებულებებს. მიუხედავად იმისა, რომ ველედას მომხმარებლები მის ბიზნესში ცენტრალურ ადგილს იკავებენ, ის არ არის მხოლოდ მომხმარებელზე ორიენტირებული. ველედას პროდუქციაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება, ამიტომ მან უნდა შეძლოს სულ უფრო მეტი მდგრადი ბუნებრივი ინგრედიენტის მოპოვება, რაც დადებითად აისახება მსოფლიოს შორეული რეგიონების ხალხის ცხოვრებასა და ბიომრავალფეროვნებაზე.

იმედი მაქვს, რომ სულ უფრო მეტი კომპანია ეთიკური პასუხისმგებლობით შესყიდვის ამ გზას აირჩევს - საკუთარი თავის, მომხმარებლის და ჩვენი პლანეტის საკეთილდღეოდ.

რიკ კუჩ ლოიენგა

UEBT -ეთიკური ბიოვაჭრობის კავშირის-აღმასრულებელი დირექტორი

ანეტე პიპერიდის

ველედას მდგრადი რესურსების მოძიების მენეჯერი

რიკ კუჩ ლოიენგა მდგრადი ბიოვაჭრობის ექსპერტია, რომლის ამოცანაცაა ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მიზნების მხარდაჭერა.

როგორც მდგრადი რესურსების მოძიების მენეჯერი, ანეტე პიპერიდისი პასუხისმგებელია იმაზე, რომ ბიომრავალფეროვნების დაცვის გზით მოპოვებული ნედლეული აკმაყოფილებდეს კომპანიის მაღალ სტანდარტებს.