ბუნება

მცენარის პორტრეტი: გულყვითელა

ნარინჯისფერი კაშკაშა ყვავილებიანი კალენდულა რთულყვავილოვანთა ოჯახის წარმომადგენელია. მთელი ზაფხულის განმავლობაში, ეს ენერგიული მცენარე ახალი ყვავილებისა და ფოთლების წარმოქმნით არის დაკავებული. ახალი კვირტები ჩნდება ძველების ყვავილობისა და მომწიფების ფაზების პარალელურად. კალენდულა, თავისი ჭკნობისა და აღორძინების მუდმივი მონაცვლეობით, თითქოს სიმბოლოა სიცოცხლის მარადიული ციკლის.

ყვავილი

სიცოცხლის მარადიული ციკლის ამ სურათხატს აძლიერებს კალენდულას მზისფერი ყვავილი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში, მზის მოძრაობას აყოლებს თავს და თავისი კალათა ყვავილედის დახვეწილ სტრუქტურაში აგროვებს და იცავს მის ენერგიულ სასიცოცხლო ძალას.

თესლი

მცენარის გერმანული სახელწოდება "Ringelblume" მომდინარეობს მისი თესლის ხვეული, ნახევარმთვარის ფორმისგან. თესლები წარმოიქმნება კალათა ყვავილედის ენისებრი ყვავილებისგან. თავისი მომრგვალებით, კეხებითა და კაუჭებით, თითოეული თესლი განსხვავდება მეორისგან და გავრცელების მეთოდების ფართო სპექტრს გვთავაზობს.

ფოთოლი

კალენდულას მარტივი და  კიდემთლიანი ფოთლები არ განიცდიან მეტამორფოზას, ინარჩუნებენ იგივე მოგრძო ფორმას მთელი  ზრდა-განვითარების განმავლობაში. კალენდულას ფოთლები მცენარის ზრდისა და მუდმივი განახლების პოტენციალის გამოხატულებაა  ფუნდამენტური ფორმის შეცვლის აუცილებლობის გარეშე.

ჯირკვლოვანი ბუსუსები

კალენდულას ღეროები, ფოთლები და კვირტები დაფარულია წებოვანი, დამცავი ნივთიერების ფენით. მცენარის უნარი დაარეგულიროს ძლიერი ზრდის პროცესები ეფექტურია, განსაკუთრებით ჭრილობებისა და ინფექციების სამკურნალოდ.