ბუნება

მცენარის პორტრეტი: ბროწეული

ბროწეული მსოფლიოში ერთ – ერთი უძველესი კულტივირებული მცენარეა. უთვალავი მრავალკუთხა ნაყოფის წითელი რბილობი გარშემორტყმულია თხელი კანით; შიგნით კი მოთავსებულია თავად თესლი.

ოჯახი

ბროწეული (Punica granatum), ცოცხმაგარასებრთა  Lythraceae ოჯახიდან, მსოფლიოში ერთ – ერთი უძველესი კულტივირებული მცენარეა. ეს  ფოთლოვანი პატარა ხე ან ბუჩქი აღწევს დაახლოებით ხუთ მეტრ სიმაღლეს. ახალგაზრდა ტოტები განსაკუთრებით ოთხკუთხაა; ფოთლები  პრიალა და ტყავისებურია; ქერქი არის წითელი-ყავისფერიდან ნაცრისფერამდე. არსებობს მრავალი  საკვები და დეკორატიული ჯიში.

ნაყოფი

ბროწეულის სფერული ხილი შეიძლება  10 სმ-მდე დიამეტრს აღწევდეს. ყვავილის გამხმარი ჯამის ფოთოლაკები და მტვრიანები რჩება მწიფე ნაყოფის ზედა ნაწილში და გვირგვინს მოგვაგონებს. ხილის კანი მაგარი და ტყავისებურია. თხელი მემბრანები ნაყოფს შიგნით კამერებად ყოფს, რომელიც ასობით თესლს შეიცავს.

ყვავილები

ბროწეულის ყვავილის ჯამის ფოთოლაკები სქელი და ხორციანია. ყვავილის კვირტის ჩამოყალიბებისთანავე, ნასკვი იწყებს გასქელებას და მოგვიანებით ნაყოფის გარე კანს ქმნის. ბროწეულის დიდი, ზარის ფორმის ყვავილები ღია ყვითელიდან ნარინჯისფერ-წითელ ფერამდე ვარირებს.

თესლები

 მრავალკუთხა ნაყოფის წითელი რბილობი გარშემორტყმულია თხელი კანით; შიგნით კი მოთავსებულია თავად თესლი. ბროწეულის ზეთი მიიღება გამხმარი თესლისგან. იგი შედგება დაახლოებით 60% პუნიცინის მჟავისაგან, რომელიც წარმოადგენს იშვიათ, პოლიუჯერ ომეგა -5 ცხიმმჟავას, განსაკუთრებით მაღალი ანტიოქსიდანტური თვისებებით. ის ხელს უწყობს კანის დაცვას თავისუფალი რადიკალებისგან. ბროწეულის თესლის ზეთი ასევე ხელს უწყობს კანის ბუნებრივ რეგენერაციას.

მსგავსი სტატიები