ბუნება

რატომ არ იყენებს ველედა სინთეზურ შენაერთებს კოსმეტიკაში

კოსმეტიკაში სილიკონების გამოყენების ფაქტები

მომხმარებელი სულ უფრო მეტ ყურადღბას აქცევს კოსმეტიკურ პროდუქტებში შემავალი ინგრედიენტების წარმომავლობას და მათ ზემოქმედებას გარემოზე. როდესაც საქმე ბუნებრივ და ორგანულ კოსმეტიკას ეხება, უნდა დავინტერესდეთ თუ რისგანაა ის დამზადებული, რომ გავიგოთ პროდუქტის ნამდვილი "ბუნებრივობა" თუ "ორგანულობა", განმარტავს დოქტორი. მარკ სმიტი.

სინთეზური ნივთიერებები კოსმეტიკაში

მიკროპლასტიკური ინგრედიენტები ძირითადად მყარი ნაწილაკებია, რომელთა ზომა ხუთ მილიმეტრზე ნაკლებია. ჩვეულებრივ კოსმეტიკურ პროდუქტებში არაბიოდეგრადირებადი პლასტმასები ხშირად გამოიყენება ინგრედიენტების სახით, როგორც მყარი, ისე თხევადი ფორმით. NATRUE-ს წარმომადგენელი დოქტორი მარკ სმიტი გვაწვდის ინფორმაციას კოსმეტიკაში სილიკონის გამოყენების შესახებ.

#1 რისთვის გამოიყენება სინთეზური ინგრედიენტები, როგორიცაა სილიკონები კოსმეტიკურ საშუალებებში?

დოქტორი მარკ სმიტი: სილიკონები ჩვეულებრივ გამოიყენება რადგან ისინი ინერტულია, რაც ნიშნავს ქიმიურად არააქტიურს . კოსმეტიკაში, სილიკონის შემცველი ინგრედიენტები ასრულებენ სხვადასხვა ფუნქციას. ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ემულგატორი,  როგორც კანის ზედაპირის დამარბილებელი ან გადამტკეცი საშუალება, ან როგორც ზედაპირულად აქტიური საშუალება პროდუქტის უკეთ განაწილების ან გამოყენებისთვის. მათ ასევე შეუძლიათ გააკონტროლონ კოსმეტიკური პროდუქტის კონსისტენცია, დაეხმარონ ტენიანობის შენარჩუნებაში. ასევე შუძლიათ შეინარჩუნონ ან შეამცირონ სტატიკური მუხტი, მაგალითად თმის მოვლის საშუალებებში, რომ თავიდან ავიცილოთ აბურდვა. გარდა ამისა, სილიკონები შედარებით იაფი ინგრედიენტებია.

#2 სილიკონები თხევადია თუ მყარი, ან რა ფორმითაა ისინი ხელმისაწვდომი?

მ.ს.ტერმინი "პლასტიკური" ჩვეულებრივ აღნიშნავს პოლიმერს, რომელსაც შეიძლება  მყარი მიკრობურთულის ფორმა ჰქონდეს.  კოსმეტიკური და პირადი ჰიგიენის მოხმარებისთვის, სილიკონები ჩვეულებრივ თხევადი პოლიმერებია.

#3. სილიკონები საზიანოა კანისა და თმისთვის ?

მ.ს. ზოგიერთი ბუნებრივი ან ბუნებრივთან მიახლოვებული ალტერნატივისგან განსხვავებით, შეიძლება არსებობდეს საშიშროება, რომ მოკლევადიანი კოსმეტიკური ან სენსორული კორექცია მომხმარებლისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში არ გამოდგეს. მაგალითად, სილიკონები ასწორებს თმას და ანიჭებს მას ბზინვარებას, მაგრამ დროთა განმავლობაში ის შეიძლება დაგროვდეს თმებში და  იგი დაამძიმოს. ხოლო როგორც ინერტულ ნივთიერებებს, მათ არ შეუძლიათ კანის კვება.

#4 რა გავლენას ახდენენ სილიკონები გარემოზე?

მ.ს.ზოგიერთი სილიკონი ადვილად იშლება, მაგრამ ზოგი გარემოში დიდხანს რჩება, გროვდება და ტოქსიკურიც ხდება. სილიკონის ბიოდეგრადირებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია მის ადგილმდებარეობას. მაგალითად, ხმელეთზე სილიკონის ერთი ტიპი შეიძლება ადვილად დაიშალოს, მაგრამ წყალში ის საერთოდ არ იყოს ბიოდეგრადირებადი. ამის გამო , კოსმეტიკურ პროდუქტებში  სილიკონების გამოყენება, უკანასკნელ დროს, შეშფოთებას იწვევს - წყლის გარემოს დაბინძურების  გამო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სილიკონები გამოიყენება თმის კონდიციონერებში.

#5 რა ინგრედიენტებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება შეფუთვაზე მითითებულ INCI * ჩამონათვალში?

მ.ს. სილიკონები არის სინთეზური პოლიმერები, რომლებიც შედგება სილიციუმის, ჟანგბადის და სხვა ელემენტებისგან. კოსმეტიკაში 300-ზე მეტი ინგრედიენტია, რომლებიც მზადდება ან შეიცავს სილიკონებს და რომელთა გამოყენებაც შეიძლება. ეს პოლიმერები შეიძლება არსებობდეს წმინდა სინთეზური ფორმით ან კომბინაციაში, სადაც სინთეზური პოლიმერი დაკავშირებულია ბუნებრივ ნივთიერებებთან. ჩვეულებრივ, შეგიძლიათ ამოიცნოთ სილიკონის შემცველი კოსმეტიკური ინგრედიენტი პროდუქტის შეფუთვის უკანა მხარეს განთავსებული ინგრედიენტების (INCI) სიაში სიტყვის დაბოლოებით, როგორიცაა "-cone" ან "-siloxane".

მაგალითად:

  • დიმეთიკონი
  • ციკლომეთიკონი
  • პოლისილიკონი
  • ციკლოპენტასილოქსანი

*INCI = International Nomenclature of Cosmetic Ingredients

სერთიფიცირებული ბუნებრივი კოსმეტიკა NATRUE ბეჭდით არ შეიცავს მიკროპლასტიკურ ინგრედიენტებს და სილიკონს.

სილიკონის ბუნებრივი ალტერნატივა NATRUE– ს მიერ სერტიფიცირებულ კოსმეტიკურ საშუალებებში

სერთიფიცირებული ბუნებრივი კოსმეტიკა NATRUE ბეჭდით არ შეიცავს  მიკროპლასტიკურ ინგრედიენტებს  და სილიკონს. იმისათვის, რომ ბუნებრივ კოსმეტიკურ საშუალებებს NATRUE-ს  სერთიფიკატი მიენიჭოს, მათი ინგრედიენტები ადვილად ბიოდეგრადირებადი და  ბუნებრივი, არაგენმოდიფიცირებული, განახლებადი ნედლეულისგან დამზადებული უნდა იყოს - ეკოლოგიურად სუფთა პროცესების გამოყენებით.

ველედას პროდუქტები არ შეიცავს მიკროპლასტიკურ ინგრედიენტებს და სილიკონს

არა მხოლოდ სხეულის სკრაბებში არსებული მიკროპლასტიკური მძივები უქმნის პრობლემას გარემოს, არამედ სინთეზური პოლიმერებიც (იგივე "თხევადი პლასტმასები"), მაგალითად, სილიკონები, რომლებიც ხშირად გვხვდება სახის კრემებში, კბილის პასტებში და შხაპის გელებში. კანალიზაციაში ჩარეცხვის შემდეგ, მიკროპლასტიკური ინგრედიენტები და სილიკონები ჩვენს მდინარეებში და ოკეანეებში ხვდება და გარემოს აბინძურებს.

ველედას ბუნებრივი კოსმეტიკა არ შეიცავს რაიმე მიკროპლასტმასს ან სილიკონს. მაგალითად, არყის ხის დუშპილინგი შეიცავს ბუნებრივ ცვილის მძივებს, რომელიც დამზადებულია კარნაუბისა და ფუტკრის ცვილისგან. პატარა გრანულები განსაკუთრებით ნაზია კანზე და არ აზიანებს გარემოს.

შეიტყვეთ მეტი მიკროპლასტიკური ინგრედიენტების შესახებ და შეამოწმეთ შეიცავს თუ არა მათ თქვენი კანის მოვლის საშუალებები აქ: www.beatthemicrobead.org

ავტორი

დოქტორი მარკ სმიტი

NATRUE-ს გენერალური დირექტორი

მარკ სმიტი ქიმიკოსია და აქვს ინტერდისციპლინარული დოქტორის ხარისხი ქიმიასა და გენეტიკაში. 2016 წლიდან ის არის NATRUE– ს დირექტორი, სადაც იგი წამყვან როლს ასრულებს ყველა პოლიტიკურ, მარეგულირებელ და სამეცნიერო საქმეში - ადვოკატირება, კვლევა და ეტიკეტირება.

მსგავსი სტატიები