გრძნობები

1926 წელი– წამოწყებების ხანა

ველედას კრემი „სკინ ფუდი“ მისი კლასიკოსია. და დღესაც ისეთივე თანამედროვეა, როგორც 1926 წელს, როდესაც ეს ძალიან თავისებური მცენარეული კრემი შეიქმნა. გაგაცნობთ იმ წლის სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს

ჩარლსტონი -1926 წლის ცეკვა

ჩარლსტონი (ინგლ. Charleston), ცეკვაა, რომელსაც სახელი სამხრეთ კაროლინის ქალაქ ჩარლსტონის პატივსაცემად დაერქვა. ამ რიტმმა აშშ-ის მუსიკალურ მეინსტრიმში გავრცელება ჰპოვა ბროდვეის შოუს „Runnin' Wild“ პრემიერის შემდეგ, სადაც ჯეიმზ ჯონსონის სიმღერა „ჩარლსტონ“მა გაიჟღერა და მყისვე ჰიტი გახდა. გერმანიას ეს ცეკვა ჟოზეფინა ბეიკერმა გააცნო, რომელიც ბერლინში სცენაზე ბანანის ქვედაკაბაში წარსდგა.

ვეგეტარიანელთა სართაშრისო კონგრესი

1926 წელს ლონდონში გაიმართა ვეგეტარიანელთა საერთაშორისო კავშირის მე-6 მსოფლიო კონგრესი. 25-დან 30 მაისამდე აქ თავი მოიყარეს დელეგატებმა დანიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან , ნიდერლანდებიდან, პორტუგალიიდან, შვედეთიდან, ესპანეთიდან და ჩეხოსლოვაკიიდან.

მამაკაცის მოდა სპორტული იერით

თავისუფალი დროისთვის შექმნილი ტანსაცმელი სპორტულ იერს იძენს. მამაკაცები ატარებენ სპორტულ ჟაკეტებს, ახურავთ კეპები და აცვიათ ბრიჯები – განიერი შარვლები, რომლებიც უშუალოდ მუხლს ქვემოთ ბოლოვდება. მანამდე ამგვარ ტანსაცმელს მხოლოდ სპორტული აქტივობების დროს ატარებდნენ, როგორიცაა ლაშქრობა, ველოსიპედით სიარული ან გოლფის თამაში.

ბუნებისკენ შემობრუნება

ოციან წლებში ბევრი ადამიანი ილტვოდა ბუნებისკენ და თავისუფალი თვითგამოხატვისკენ. პოპულარული გახდა მზის აბაზანები და ნუდიზმი, ნატუროპათია, ალკოჰოლიზმის საწინააღმდეგო მოძრაობა, სპორტი და ჯანსაღი კვება. ინდუსტრიალიზაციამ და ურბანიზაციამ ცხოვრება შეცვალა. საპირისპირო მოძრაობის სახით გერმანიასა და შვეიცარიაში გაჩნდა „ცხოვრების რეფორმირების“ მოძრაობა და 20-იან წლებში ფართოდ გავრცელდა. ამ მოძრაობამ მისცა დასაბამი ჯანსაღი საკვების პირველ მაღაზიებსაც.

კოკო შანელის „პატარა შავი“ კაბა

კორსეტის უარყოფით, წვივებამდე სიგრძის კაბებითა და ჰაეროვანი შარვლებით გაბრიელ ბონერ „კოკო“ შანელმა რევოლუცია მოახდინა ქალის მოდაში. მისი „პატარა შავი კაბა“ ჩაფიქრებული იყო ქვრივი ქალებისთვის პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. ის გლოვასაც გამოხატავდა და ერთდროულად მომავლის იმედსაც. პირველად ის 1926 წელს გამოჩნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჟურნალ Vogue-ის გარეკანზე. მას შემდეგ ამ მარადიულ კლასიკოსს თითქმის ყველა ქალის გარდერობში აქვს ადგილი.

„მწვანე ტალღა“

ოციან წლებში პირველი შუქნიშნები იპყრობს მსოფლიოს ქალაქებს. ევროპის ყველაზე დატვირთულ მოედანზე, ბერლინის პოტცდამერ პლაცზე 1924 წლამდე პოლიციელი არეგულირებდა ტრანსპორტის მოძრაობას. ის საყვირის ხმით იპყრობდა ყურადღებას და ამიტომ „საყვირიანი ანგელოზი“ შეარქვეს. 1926 წელს ქალაქმა ტრანსპორტის მოძრაობის ცენტრალიზებულად მართვა სცადა. ყველა შუქნიშანზე წითელი ფერი ერთდროულად იცვლებოდა მწვანეზე. ამას პირველი სატრანსპორტო ქაოსი -საცობი მოჰყვა. სწორედ ამ მოვლენას უკავშირდება გამოთქმა „მწვანე ტალღაც“.

ელისაბედი და მერლინი

1926 წლის 21 აპრილს, ლონდონში, უინძორის სასახლეში დაიბადა ელიზაბედ ალექსანდრა მერი. ექვსი კვირის შემდეგ, 1 ივნისს ლოს ანჯელესში ქვეყანას ნორმა ჯინ ბეიკერი მოევლინა. ისინი ერთმანეთს ერთადერთხელ შეხვდნენ 30 წლის ასაკში. მაშინ მერლინ მონრო თავის ქმართან, არტურ მილერთან ერთად ფილმის პრემიერაზე იყო ლონდონში ჩასული და მას ბუკინგემის სასახლეში უმასპინძლეს.

გოეთეანუმის რეკონსტრუქცია

გოეთეანუმი - უნიკალური ნაგებობაა, რომელიც ანთროპოსოფიის იდეებს ხელოვნების ენით გამოხატავს. პირველი გოეთეანუმი 1922/23 ახალი წლის ღამეს ხანძარმა იმსხვერპლა. გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე რუდოლფ შტაინერმა მეორე გოეთეანუმის მოდელი შექმნა, რომელიც 1925–1928 წლებში აშენდა რკინაბეტონისგან. ეს ერთ-ერთი პირველი მონუმენტური პლასტიკური ბეტონის ნაგებობაა არქიტექტურის ისტორიაში.

წითელი სატელეფონო ჯიხურები

1924 წელს არქიტექტორმა სერ ჯაილს გილბერტ სკოტმა თავისი წითელი სატელეფონო ჯიხური შექმნა და გაიმარჯვა კონკურსში, რომელიც სახვითი ხელოვნების სამეფო კომისიის მიერ იყო ორგანიზებული. 1926 წლის მარტში ლონდონის ჩერინგ კროსზე პირველი წითელი ჯიხური დაიდგა. ტელეფონით საუბარი სიახლე და ამაღელვებელი მოვლენა იყო. იმავე წელს ბერლინში გაკეთდა მოხსენება თემაზე: „ტელეფონირება – გუშინ, დღეს და ხვალ.“

ველედას „სკინ ფუდი“

ველედას პირველი კოსმეტიკური პროდუქტები იყო თმის ზეთი, თმის ტონიკი და პირის ღრუს სავლები. ამას მოჰყვა კბილის პასტა, არყის ხის ელიქსირი და ზამბახის გამწმენდი რძე. 1926 წელს მათ შეემატა არნიკას შემცველი სამასაჟე ზეთი, როზმარინის აბაზანის რძე, „ქოლდ კრემი“ – და „სკინ ფუდი“. ეს „კანის მწვანე კრემი“ სამფერა იის, გვირილას, კალენდულასა და როზმარინის ექსტრაქტებით უკვე თითქმის ერთი საუკუნეა, რაც კანის ბუნებრივ და ჯანსაღ მოვლას ემსახურება.