ოჯახი

10 რჩევა ბავშვის აღსაზრდელად

რა სჭირდება სინამდვილეში ბავშვს იმისთვის, რომ უსაფრთხოდ და ბედნიერად გაიზარდოს? ეს არ არის უამრავი სათამაშო, მოდური ტანსაცმელი ან საკუთარი დიდი ოთახი.

ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, უფრო ხშირად არ იყიდება: დრო და ნდობა, ყურადღება და ზრუნვა. და სიყვარული. ეს ჩვენი შინაგანი დამოკიდებულებაა, რაც შეგვიძლია ჩვენს შვილს ვაჩუქოთ. და ეს დამოკიდებულება ჩვენს ქმედებებში ვლინდება.

თქვენს გულისყურს მიენდეთ
სიუზან მირო

  • სერიოზულად მოეკიდეთ ბავშვს.
  • ყოველთვის ანუგეშეთ, როდესაც ტირის.
  • აცალეთ ბავშვს ბავშვობა.
  •  დაუთმეთ დრო ბავშვს და საკუთარ თავს.
  • სამყაროს დროდადრო შვილის თვალებით შეხედეთ.
  • შეეცადეთ, გულისყურს მიენდოთ და არ მისცეთ სხვებს უფლება, გეზი შეგაცვლევინონ.
  • იცინეთ შვილთან ერთად.
  • ისე მოიქეცით, როგორც ისურვებდით, რომ  შვილი მოიქცეს. იყავით მისთვის მაგალითი.
  • აუხსენით შვილს, რომ ადამიანი აუცილებლად უნაკლო არ უნდა იყოს. ეს თქვენ ორსაც გეხებათ.