სილამაზე

როგორ გავაჯანსაღოთ კანი ბუნებრივი მცენარეული ზეთებით

მცენარეული ზეთები, მოპოვებული არგანის კაკლის გულიდან, ხორბლის თესლის ღივიდან, ან ბროწეულის თესლიდან, მათი შემადგენელი ძვირფასი ინგრედიენტების მეშვეობით უვლიან კანს, აძლიერებენ კანის ბუნებრივ დამცავ ბარიერულ ფუნქციას და აქვთ ანტიოქსიდანტური თვისებები.

ყველა ზეთი ერთი და იმავე პროდუქტს არ წარმოადგენს. ნავთობიდან მიღებული სილიკონებისა და მინერალური ზეთებისაგან განსხვავებით, როგორიცაა პარაფინები და ვაზელინი, მცენარეული ზეთების ქიმიური შემადგენლობა ადამიანის კანის ლიპიდების მსგავსია. ისინი კანის ლიპიდურ შრეში შეიწოვებიან და შემდეგ განიცდიან მეტაბოლიზმს. მაღალი ხარისხის მცენარეული ზეთები არ შეიცავენ ქიმიურ დანამატებს და სინთეზურ არომატიზატორებს.

ბუნების ძალა

მაღალი ხარისხის კანის მოსავლელ პროდუქტებში გამოყენებული ზეთები მიღებულია ისეთი ბუნებრივი ნედლეულიდან, როგორიცაა გარგარის თესლი, არგანის ხის ნაყოფი, ბროწეულის თესლი, ხორბლის მარცვალი, ქაცვი, ენოთერა. მცენარეები სწორედ თესლებსა და ნაყოფის გულში აგროვებენ ყველაზე ძვირფას ნივთიერებებს, რომლებიც ახალი მცენარის გასაზრდელად არის საჭირო. ფოტოსინთეზისას მცენარის ფოთლებში სინათლის ენერგიის მონაწილეობით ნახშირორჟანგისა და წყლისგან შაქრები აიგება. აქედან იწარმოება მრავალსაფეხურიანი გარდაქმნის პროცესში გლიცერინი და ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც ერთიანდებიან ზეთებსა და ცხიმებში.  ეს უკანასკნელნი კი ინახება თესლში ან ნაყოფის გულში. უძველესი დროიდან ადამიანები მცენარის ამ ენერგიის საცავებიდან ამზადებდნენ ზეთს და იყენებდნენ მათ დამამშვიდებელი მასაჟებსა და კანის მოვლისთვის. მცენარეული ზეთების თერაპიული სარგებელი ასევე საუკუნეების განმავლობაში აღიწერებოდა მედიცინის მიერ.

მცენარეული ზეთები აძლიერებენ კანის ბარიერულ ფუნქციას

ტენის შენარჩუნების უნარის გამო, არგანის ზეთი ისე დადებითად აისახება მოწიფულ კანზე, რომ ის გლუვი და აბრეშუმისავით ნაზი ხდება. მასში ასევე  E ვიტამინის შემცველობა, რომელიც ბუნებრივი ანტიოქსიდანტია,  ხელს უწყობს ჰაერის დაბინძურების უარყოფითი ზემოქმედების წინააღმდეგ კანის ბრძოლას. იგივე ეხება ბროწეულის თესლის ზეთს. მას გამოარჩევს პოლიუჯერი ცხიმმჟავების, მათ შორის, იშვიათი პუნიცინმჟავას მაღალი შემცველობა, რაც გვიცავს თავისუფალი რადიკალებისგან და ეხმარება კანს უკეთესად გაუმკლავდეს გარემოს უარყოფით ზეგავლენას, მაგალითად, სმოგს ან მტვრის წვრილ ნაწილაკებს. რეგულარულად გამოყენებისას, ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ზეთები ებრძვიან დაბერების პროცესებს, როგორიცაა ნაოჭებისა და პიგმენტური ლაქების ნაადრევი ფორმირება. ბროწეულის თესლის ზეთი ხელს უწყობს ახალი უჯრედების წარმოქმნას და კანის რეგენერაციას, რაც მას კიდევ ერთ შესანიშნავ საშუალებად აქცევს მოწიფული, მშრალი და დასტრესილი კანის მოსავლელად.

საუკეთსოა კანისთვის და არ ტოვებს ცხიმიან კვალს

მცენარეული ზეთები ოპტიმალურად უვლიან კანს, რადგან ისინი კანის ლიპიდების მონათესავე არიან. მინერალური ზეთებისგან განსხვავებით, მცენარეული ზეთები ადვილად შედიან კანის ზედა ფენებში და აუმჯობესებენ მის ბუნებრივ ფუნქციებს, ავსებენ მის ლიპიდებს და აფერხებენ ტენიანობის დაქვეითებას. უხეში ადგილები უფრო სწრაფად ქრება, ხოლო კანი უფრო რბილი და მგრძნობიარე ხდება. ამასთანავე ისინი არ ტოვებენ უსიამოვნო ცხიმოვან კვალს.

 

დეტალურ ინსტრუქციას, თუ როგორ მოვუაროთ სახის კანს მცენარეული ზეთებით , წაიკითხავთ სტატიაში:  “როგორ მოვიხმაროთ მცენარეული ზეთები? სახის მოვლის რიტუალი”

მსგავსი სტატიები