სილამაზე

ბუნებრივი ტრიო ფერისმჭამელების მოსაცილებლად

მცენარეთა სამყარო გვაძლევს ბუნებრივი აქტიური ინგრედიენტების ფართო არჩევანს. პრობლემური კანის დროს, ველედას ბუნებრივ კოსმეტიკაში გამოყენებული მცენარეების ტრიო : ტირიფის ქერქი, ჰამამელისი და ძირტკბილა ხელს უშლის ფერისმჭამელების აკნედ გარდაქმნას და ამშვიდებს კანს.

ფერისმჭამელები? გამონაყარი? სქესობრივი მომწიფების, ასევე სხვა ჰორმონალური რყევების დროს, გვესაჭიროება ეფექტური საშუალება პრობლემური კანისთვის. ველედას ბუნებრივი კოსმეტიკური პროდუქტი სამი მცენარეული ექსტრაქტით: ტირიფის ქერქის, ჰამამელისის და ძირტკბილას,  კანის პრობლემებს მოაგვარებს მისი გამოშრობის გარეშე. 

 1: ტირიფის ქერქის ექსტრაქტი

თუ ტირიფის ხეს დაკვირვებიხართ, შეამჩნევდით, რომ ის უფრო ხშირად მდინარის პირას იზრდება.  სხვა ხეები ასეთ პირობებში უბრალოდ დალპებოდნენ. ტირიფები კი აქ იზრდებიან სწრაფად და ძლიერად. ისინი თავისი ფესვებით ნიადაგის აერაციას უწყობენ ხელს და საზრდოობენ ალუვიური მცენარეული მასალისა და მდინარეების მინერალური დეპოზიტებისგან.

მისი სიგნატურაა, გარემოში ჰარმონიის შეტანა. პრობლემურ კანს ფერისმჭამელებითა და აკნეთი ტირიფის ექსტრაქტი ამშვიდებს. შედეგად  სიწითლე ქრება და კანში წონასწორობა აღდგება,  კანის ნივთიერებათა ცვლა და მკვდარი უჯრედების მოცილება აქტიურდება, ფორები ვიწროვდება. ის ახევე ხელს უშლის ფერისმჭამელების აკნედ გარდაქმნას.

2: ჰამამელისი

ტრიოს მეორე წევრი, ჰამამელისის მშრალი ფოთლების ექსტრაქტი ასევე ხელს უშლის  ფერისმჭამელების აკნედ გარდაქმნას. ის აძლიერებს ტირიფის ქერქის ექსტრაქტის მოქმედებას, კრავს ფორებს და ამშვიდებს კანს.

 3: ძირტკბილა

ძირტკბილას ექსტრაქტი კანზე დამამშვიდებლად მოქმედებს.

 

ველედას 4 ახალი პროდუქტი პრობლემური კანისთვის

პრობლემური კანი პირველ რიგში საფუძვლიანად, მაგრამ ნაზად უნდა გაიწმინდოს. ტირიფის ექსტრაქტის შემცველი გამწმენდი ჟელე საფუძვლიანად ასუფთავებს ფორებს ცხიმისაგან. ჰამამელისისა და ძირტკბილას ექსტრაქტები ასევე აუმჯობესებენ კანის გარეგნულ იერს. გაწმენდის შემდეგ, კანზე ამ სამი მცენარის შემცველი მსუბუქი, ადვილადშეწოვადი ლოსიონის წასმა დამატებით ხელს უწყობს კანის გაჯანსაღებას.

 

In case of emergency: willow bark extract & friends

სახლიდან გასვლის წინ, ფერისმჭამელების ან გამონაყარის შესანიღბად ასევე ამ სამი მცენარის შემცველი ტონალური კრემი დაგეხმარებათ.