სილამაზე

სახის მკვებავი ნიღბები შეგიძლიათ გააკეთოთ სახლში

ტენის დამატებითი პორცია თქვენი სახისთვის

დაუთმეთ ერთი წუთი საკუთარ თავს და გაანებივრეთ კანი დამატებითი დატენიანებით. დამამშვიდებელი სახის ნიღბები უზრუნველყოფს ინტენსიურ მოვლას და ანიჭებს თქვენს კანს ჯანსაღ ნათებას.

სახის მკვებავი ნიღაბი ველედას სქინ ფუდით

სქინ ფუდის გამოყენება შესაძლებელია კვირაში ერთხელ, როგორც სახის, კისრის და დეკოლტეს ინტენსიური და მკვებავი ნიღაბი. უხვად წაისვით ის სახეზე,  გაიჩერეთ 10-15 წუთის განმავლობაში, შემდეგ მოიწმინდეთ თბილი, ნოტიო კომპრესით.

დახუჭეთ თვალები, დაწექით და დაისვენეთ; ასევე სასიამოვნოა ამის გაკეთება აბაზანაში.

თუ კისერზე დაბერების ნიშნები გამოჩნდება, შეგიძლიათ გამოიყენოთ სქინ ფუდის მკვებავი და დამატენიანებელი ეფექტები. წრიული მოძრაობებით შეიზილეთ კრემი კისერზე. გამოიყენეთ მარცხენა ხელი კისრის მარჯვენა ნახევრისთვის, ხოლო მარჯვენა ხელი კისრის მარცხენა ნახევრისთვის. დატოვეთ მთელი ღამით.

როგორ ეხმარება სახის ნიღაბი ჩვენს კანს?

თქვენ შეგიძლიათ გააფართოვოთ კანის მოვლის ყოველდღიური რუტინა დამამშვიდებელი სახის ნიღბით. სახის ნიღაბი მუშაობს ძირითადად ოკლუზიით, აყოვნებს ტენს კანში, რათა უზრუნველყოს რქოვანა შრის (ეპიდერმისის ყველაზე გარე ფენა) ინტენსიური დატენიანება. პროცესის გასაძლიერებლად, პროცედურის დაწყებამდე და მის შემდეგ გაიკეთეთ თბილი კომპრესი და დაასრულეთ ცივი კომპრესით.

კომპრესის გასაკეთებლად პატარა პირსახოცი სიგრძეზე დაკეცეთ და შემდეგ თბილ წყლინ პატარა თასში ჩადეთ.  წყლის ტემპერატურა უნდა იყოს კომფორტული შეხებისას და არც ძალიან ცხელი. გაწურეთ ქსოვილი  და თბილი, ტენიანი კომპრესი დაიფინეთ სახეზე. თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ კომპრესი კანზე იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ეს გესიამოვნებათ.

მეტი იდეები სახის ნიღბებისთვის

გამოიყენეთ სამზარეულოს ინგრედიენტები

გამოიყენეთ მარტივი ინგრედიენტები თქვენი სამზარეულოდან, რათა გააკეთოთ დამატენიანებელი სახის ნიღაბი სახლის პირობებში. გთავაზობთ  მკვებავი ნიღბის 3 რეცეპტს:

ავოკადო - მაწვნის ნიღაბი

დაგჭირდებათ: 1 სუფრის კოვზი მაწონი, 1/2 მწიფე ავოკადო. ამოიღეთ ავოკადოს რბილობი და ჩანგლით დაჭყლიტეთ. შეურიეთ თანაბარი რაოდენობით იოგურტს და აურიეთ სანამ არ გახდება ერთგვაროვანი პასტა. წაისვით ნიღაბი სუფთა, მშრალ სახეზე. გააჩერეთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით.

პაპაია- თაფლის ნიღაბი

დაგჭირდებათ: 100 გრ პაპაია, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 კვერცხის გული, 1/2 ავოკადო, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. გახეხეთ ავოკადო და პაპაია და შემდეგ კარგად შეურიეთ დარჩენილ ინგრედიენტებს. წაისვით სახის ნიღაბი სუფთა კანზე. გაიჩერეთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით.

კიტრი- ხაჭოს ნიღაბი

დაგჭირდებათ: 1/2 დიდი კიტრი, 1- 2 სუფრის კოვზი ხაჭო. კიტრი დაჭერით პატარა ნაჭრებად და დააბლენდერეთ. შეურიეთ ხაჭოს. წაისვით ნიღაბი სუფთა სახეზე. გაიჩერეთ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით.

მსგავსი სტატიები