სილამაზე

მშრალი ფეხების სწორი მოვლა

რჩევები ფეხის მოვლასთან დაკავშირებით და დაძაბულობის მოსახსნელი ფეხის ნიღაბი

ფეხის კანის სიმშრალე არ არის იშვიათობა. ჩვენი ფეხები მუდმივი ზეწოლის ქვეშ არიან. ტენიანობის დისბალანსმა შეიძლება გამოიწვიოს ქუსლების გამოშრობა და დასკდომა. ველედას სქინ ფუდით შესაძლებელია ინტენსიური ფეხის ნიღბის გაკეთება.

რატომ გვაქვს მშრალი ფეხები?

ხშირად პირველი უხეში ქერცლები ჩნდება ფეხის ქუსლებზე ან თითების ბალიშებზე. არასაკმარისმა ცხიმმა და ტენიანობამ კანზე შეიძლება გამოიწვიოს ქავილი, აქერცვლა და წარმოქმნას კოჟრები. ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფეხების ყოველდღიური დატვირთვა. ცხიმისა და ტენიანობის დისბალანსმა შეიძლება გამოიწვიოს მშრალი ქუსლები.

სხეულის დანარჩენი ნაწილისგან განსხვავებით, ჩვენი ფეხების კანს აქვს ნაკლები ცხიმოვანი ჯირკვლები, რომლებიც სხეულს ცხიმის დამცავი ფენით ამარაგებს. ეს ნიშნავს, რომ ტენიანობა ნაკლებად  ნარჩუნდება ჩვენი ფეხის კანში, რაც მათ სიმშრალისკენ მიდრეკილს ხდის. ბუნებრივი მიდრეკილების გარდა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კვება და კანის მოვლაც.

სქინ ფუდი – მშრალი ფეხების ინტენსიური მოვლა

ველედას სქინ ფუდი მრავალმხრივი მოქმედებით გამოირჩევა. გისინჯიათ ამ კრემით ფახის მოვლა? ის უზრუნველყოფს თქვენი ფეხების დამატებით დატენიანებას და იცავს მათ სიმშრალისგან. დამატებითი მოვლისთვის, კრემი შეიძლება წაისვათ როგორც მკვებავი ფეხის ნიღაბი - მაგალითად საღამოს, ძილის წინ. 

როგორ გავაკეთოთ ეს:

ფეხები კარგად დაიბანეთ და გაიმშრალეთ, განსაკუთრებით თითებს შორის ადგილები.მსუბუქი მოძრაობით, კაკლისოდენა სქინ ფუდი მთელ ფეხის ტერფზე შეიზილეთ, ჩაიცვით მსუბუქი ბამბის წინდები და დაიტოვეთ მთელი ღამით.

5 რჩევა ფეხების სიმშრალის თავიდან ასაცილებლად

  1. დაიბანეთ ფეხები თბილი წყლით. ძალიან ცხელმა წყალმა შეიძლება კიდევ უფრო გამოაშროს თქვენი კანი.
  2. ბუნებრივი მასალისგან დამზადებული ფეხსაცმელი ხელს უშლის ფეხების ზედმეტ ოფლიანობას. სახლში გაიხადეთ ფეხსაცმელი, რომ ფეხებმა ისუნთქოთ.
  3. მოერიდეთ ხანგრძლივ ქაფის აბაზანებს, რადგან მათ შეუძლიათ კანის გამოშრობა.
  4. დაიცავით  ფეხები სიცივისგან. ისევე, როგორც სახის კანს, ჩვენს ფეხებსაც დამატებითი მოვლა ესაჭიროება როდესაც ცივა.
  5. დალიეთ ბევრი სითხე. ეს ზოგადად კარგია თქვენი კანისთვის (ფეხების კანის ჩათვლით). ასევე კარგია ალკოჰოლისა და ნიკოტინისგან თავის არიდება.