ჯანმრთელობა

კალენდულას გადამუშავება საწარმოო განყოფილებაში

ველედას ბაღებში მცენარეები მხოლოდ იმ რაოდენობით იკრიფება, რა რაოდენობაც რეალურად გადამუშავდება. ახალმოკრეფილი ყვავილები და მოყვავილე ბალახები მაშინვე გადაინაცვლებს საწარმოო განყოფილებაში, რომელიც პატარა მანუფაქტურას ჰგავს და მცენარეთა ბაღიდან ფეხით ხუთიოდე წუთის სავალზეა.

საწარმოო განყოფილება ველედას ბაღის გვერდით

დაკრეფისთანავე სამკურნალო მცენარეები იგზავნება საწარმოო განყოფილებაში გადასამუშავებლად.

ფარმაცევტული პროცესები

მცენარეთა საწარმოო განყოფილებაში - აგურისფერ თანამედროვე შენობაში, რომელიც ბაღით, პატარა ტბორითა და ტერასით არის გარშემოტყმული, ანიტა მიულერი და მისი კოლეგები კალენდულას ექტრაქტებს ამზადებენ. აქ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მცენარის რაც შეიძლება მეტი სამკურნალო თვისება და აქტიური კომპონენტი მოიპოვონ, რომლებიც შემდეგ მალამოების, კრემების, ზეთების ან ესენციების შემადგენელი ნაწილი ხდება.

კალენდულას ძვირფასი ნივთიერებებისა და თვისებების შესანარჩუნებლად საჭიროა ექსტრაგენტების დახმარება, როგორიცაა სპირტი, წყალი ან ზეთი.

„კალენდულას თვალს ვადევნებ ზრდის ყველა სტადიაზე, ვხედავ როგორ იზრდება, როგორ აღწევს სრულ ყვავილობას, იკრიფება და შემდეგ ჩვენთან ხვდება გადასამუშავებლად.“
ანიტა მიულერი, 25 წელი ველედაში

სპირტიანი ექსტრაქტი

ჭრილობების სამკურნალო მალამოებსა და ბუნებრივ კოსმეტიკაში კალენდულას სპირტიანი ექსტრაქტი გამოიყენება. ნედლ მოყვავილე ბალახს უჟანგავი ფოლადისგან დამზადებულ დიდ დამაწვრილმანებელში წამების განმავლობაში აქუცმაცებენ. ამის შემდეგ მცენარეულ ფაფას ეთანოლსა და წყალს ურევენ, უჟანგავი ფოლადის უზარმაზარ კონტეინერებში ათავსებენ და 20 გრადუს ტემპერატურაზე ინახავენ რამდენიმე კვირა. ამ დროის განმავლობაში, აქტიური ინგრედიენტები სითხეში გადადის. შემდეგ ფაფას წნეხავენ და სამი თვის განმავლობაში ასვენებენ, რის შემდეგაც მიღებულ  მუქი მწვანე ფერის ნაყენს ფილტრავენ.

სპირტიანი ექსტრაქტი

კალენდულაში შემავალი აქტიური ინგრედიენტები სითხეში გადადის

„განსაკუთრებით რბილი და დამზოგავი მოქმედებისაა კალენდულას მარილიანი ექსტრაქტი, რომელიც ბავშვისთვის განკუთვნილ აბაზანის რძეში გამოიყენება“, ამბობს ანიტა მიულერი. ზეთის ან სპირტის ნაცვლად კალენდულას თვისებებს აქ წყალი და ზღვის მარილი აკონსერვებს. ამ დროს კალენდულას დაქუცმაცებულ ყვავილებს მარილწყალს ამატებენ, შემდეგ ზღვის მარილის სქელი ფენით ფარავენ და დახურულ ჭურჭელში ინახავენ. ათი დღის შემდეგ მასას წნეხავენ და ფილტრავენ. ეს განსაკუთრებული მეთოდი მხოლოდ ველედას კალენდულას აბაზანაში შემავალი ნაყენისთვის გამოიყენება.

მარილიანი ექსტრაქტი

ექსკლუზიურად ველედას კალენდულას აბაზანისთვის

ზეთიანი ექსტრაქტი

ანალოგიურად მიიღება კალენდულას ზეთიანი ექსტრაქტი, რომელიც კრემებსა და ტანის მოსავლელ პროდუქტებში გამოიყენება. ამისთვის გამშრალ მცენარეს იყენებენ. იმისთვის, რომ მცენარის უჯრედები გაიხსნას, მშრალ მასას ეთანოლს აპკურებენ. მოკლე პაუზის შემდეგ მცენრეულ ფაფას ურევენ რეცეპტურით განსაზღვრულ ზეთს, მაგალითად, სეზამის ან ნუშის ზეთს. ექსტრაქცია 68 გრადუსამდე ტემეპერტურაზე 4,5 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. სპირტიანი ნაყენის მსგავსად აქაც კონცენტრაციების დაბალანსება ხდება, რა დროსაც ზეთი ინგრედიენტებს წვლილავს და ინახავს. გაცივების და დაწნეხვის შემდეგ მიღებული გამჭვირვალე სითხე მზად არის ველედას პროდუქტებში გამოსაყენებლად.

ზეთიანი ექსტრაქტი

გამოიყენება მშრალი ყვავილები