დიდი კამა

Foeniculum vulgare Miller, ssp. vulgare

დიდი კამის თესლებს მოტკბო, არომატული გემოთი ხშირად იყენებენ ჩაის დასაყენებლად. დიდი კამა ქოლგოსნების ოჯახს ეკუთვნის და მისი სამშობლოა ხმელთაშუა ზღვის სანაპირო. ნაყოფი და მისი ზეთი მედიცინაში გამოიყენება, როგორც ამოსახველებელი საშუალება. ნაყოფი კი შედის მეტეორიზმის საწინააღმდეგო ნაკრებში.