ბანაობა - პატარების ბუნებრივი გართობა

ველედა გთავაზობთ რამდენიმე შამპუნსა და ლოსიონს განკუთვნილს ბავშვებისათვის

ველედას საბავშვო შამპუნი & ლოსიონი ფაქიზად ბანს ბავშვის ტანსა და თმას და არ წვავს თვალებს. მასში შემავალი ბიო-სეზამის ზეთი  უზრუნველყოფს კანის ტენიანობის შენარჩუნებას და იცავს მას გამოშრობისაგან. მათი არომატები ბავშვებთან ერთად იქნა შერჩეული. ეს აისახა შეფუთვაზეც ორი სიტყვით: „ეს მინდა!“ 100%-ით ბუნებრივი წარმომავლობითა და ველედას მაღალი ხარისხით თქვენც და თქვენი პატარაც კმაყოფილი დარჩებით.

ფაქიზად ბანს და არ წვავს თვალებს

ველედას სხვადასხვა საბავშვო შამპუნი & ლოსიონის სუპერ რბილი ფორმულა ბიო-სეზამის ზეთითა და მცენარეული ტენზიტებით, მათი ყოველდღიური გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. ისინი კვებავენ თმას, ხოლო კანი რბილი და ხავერდოვანი რჩება. დერმატოლოგიურად გამოცდილია.

ბავშვების მიერ თანატოლებისთვის შექმნილი

ეს პროდუქტები გუნდის პატარა წევრების დახმარებით შეიქმნა. სპეციფიურია არა მხოლოდ მისი რბილი ფორმულა, არამედ მხიარული ცხოველებით მოხატული შეფუთვაც და განკუთვნილია 3 წლის ზემოთ ბავშვებისთვის. ამას გარდა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ ტუბების 25% მეორადი გადამუშავების მასალითაა დამზადებული.

ბუნებრივი & არომატული - ერთ ტუბში

ველედა გაძლევთ შესაძლებლობას შეიგრძნოთ ამ ბუნებრივი კომპოზიციების არომატული სურნელი და აღმოაჩინოთ სითბოს, დადებითი ენერგიისა და ბედნიერების აურა.

ძლიერი პიტნა

პიტნის ნედლი არომატი ამაღლებს განწყობას და ლავანდის არომატი კი დამამშვიდებლად მოქმედებს.

გადადით პროდუქტზე

მშვენიერი ლაიმი

ლაიმისა და ლიმონის ეთერზეთები ერთად ქმნიან ციტრუსის ცქრიალა ხილის ბუკეტს, რასაც მოაქვს აქტიური და ენერგიული განწყობა. ის სავსეა დადებითი ენერგიით.

გადადით პროდუქტზე

ბედნიერი ფორთოხალი

ამ სასიამოვნო სურნელის მისაღებად ერთმანეთშია შეზავებული ფორთოხლის ეთერზეთი და ტკბილი ვანილი.

გადადით პროდუქტზე

პირდაპირი მნიშვნელობით: ველედასთან ერთად გაზრდილი

საყვარელი სტელა ველედას კალენდულას სერიის რეკლამიდან, აღარაა ჩვილი. ის უკვე ბედნიერი და ნათელი გოგონაა ბავშვის შამპუნის რეკლამიდან. იცანით მრგვალი თაფლისფერი თვალები და წინა კბილებს შორის პატარა დაშორება?

სტელა დაიბადა 2011 წელს, მისი დედიკო  ნორვეგიელია და მამიკო კი იტალიელი. ახალი საბავშვო შამპუნისა და ლოსიონის სარეკლამო ფოტოსესიის დროს , მან აირჩია ვანილის შამპუნი. რომელი მოსწონს თქვენს შვილს ყველაზე მეტად? გთხოვთ გაგვიზიაროთ.

ახალი შამპუნი&ლოსიონი ბავშვებისთვის