ნუში

მგრძნობიარე კანის მოვლა

სამეფო კაკალი

ნუშის ყოველწლიური ყვავილობა - თეთრი და ვარდისფერი ყვავილების ზღვა – ნამდვილი დღესასწაულია თვალისთვის. უკვე 4 000 წელზე მეტია, რაც ადამიანი ამ ძვირფას ნაყოფს იყენებს. ნუში განსაკუთრებით კარგად გრძნობს თავს ხმელთაშუაზღვისპირეთში, კალიფორნიაში, აგრეთვე აღმოსავლეთ და შუა აზიაში. სამშობლოდ კი კავკასია და ჩრდილოეთ აფრიკა მოიაზრება. ნუშის ბუნება კარგადაა გამოხატული მის ნაყოფში, სადაც მაგარი ნაჭუჭი  ეთერზეთებითა და საკვები სივთიერებებით მდიდარ კარგად დაცულ გულთან  ჰარმონიულ კავშირშია.

სამკურნალო თვისებებით მდიდარი

ნუში მდიდარია მინერალური ნივთიერებებითა და ვიტამინებით, შეიცავს უჯერ ცხიმმჟავებს და მაღალი ბიოლოგიური ღირებულების მქონე ცილას. გარდა ამისა, მას არაჩვეულებრივი გემოც აქვს. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ნუში კანის მოვლისთვისაც ძალიან ფასეულ მცენარედ ითვლება. ნუშის ზეთი კანის მოვლისთვის განკუთვნილი ერთ-ერთი ძვირფასი ზეთია. ველედას სახის კანის მოსავლელი ნუშის სერიის პროდუქტები გაღიზიანებულ  კანს სიმშვიდეს უბრუნებს და დამცავ  საფარს უქმნის.

 

კანი, ჩვენი გრძნობის ყველაზე დიდი ორგანო დღესდღეობით უამრავ დატვირთვას განიცდის: სტრესი, გარემოს მავნე ზემოქმედება და ერთფეროვანი საკვები შეიძლება კანის ძლიერი გაღიზიანების მიზეზი გახდეს. ასეთ დატვირთვას კანი მგრძნობიარედ პასუხობს, შრება და ღიზიანდება. ნუშის ზეთი თავისი სტრუქტურით კანის გარე  ლიპიდური შრის მსგავსია, ამიტომ  მის აქტიურ ნივთიერებებს კანი განსაკუთრებით კარგად ითვისებს. ნუშში ძალიან მაღალია უჯერი ცხიმმჟავების შემცველობა, რომლებიც არა მარტო გულსა და ტვინს რგებს, არამედ კანის ჰიდროლიპიდურ გარსსაც აძლიერებს და კანს გამოშრობისგან იცავს. ნუშის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინი E ცნობილი ანტიოქსიდანტია, რომელიც თავისუფალ რადიკალებს ებრძვის და ამით ჩვენი კანის დაბერების პროცესს აფერხებს. ამგვარად დაცული  კანი ისვენებს და მას ბუნებრივი სილამაზე უბრუნდება.

Mandel Gesichtscreme

ნუშის სახის კრემი მგრძნობიარე მშრალი კანისთვის

ამშვიდებს და იცავს მგრძნობიარე მშრალ კანს
Mandel Feuchtigkeitspflege

ნუშის დამატენიანებელი კრემი

მგრძნობიარე შერეული ტიპის კანისთვის
Mandel Reinigungsmilch

ნუშის გამწმენდი რძე

ფრთხილად წმენდს და იცავს გამოშრობისგან

ნუშის დამამშვიდებელი სახის ზეთი

ამშვიდებს და ხსნის დაჭიმულობას