შვრია (ჰერკულესი)

წყლის მოყვარული ჩრდილოელი

მოსავლის აღების დროს, უკანასკნელი მარცვლეული კულტურა, რომელსაც მინდვრებიდან იღებენ, არის წარმოშობით ჩრდილოელი შვრია. ამიტომ მას საკმარისი დრო აქვს, რომ მზის ენერგია და სითბო შეითვისოს. არანაკლებ მნიშვნელოვანია შვრიის სასიცოცხლო ენერგიისთვის წყლის ელემენტიც. ზრდის ფაზაში,  მცენარე მთელ დროს ახმარს მისი განვითარებისთვის აუცილებელი ძვირფასი სილიციუმმჟავას სითხოვანი ფორმით დაგროვებას. სწორედ ეს განაპირობებს მის სამკურნალო თვისებებს რომლებიც თმის აღდგენასა და დაცვაში გამოიხატება. მასში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები თმის ზედაპირს ასწორებენ და მშრალ და დაზიანებულ თმას უჩვეულო ბზინვარებას ანიჭებენ.

სილიციუმმჟავას ძალა: თუ როგორ აღადგენს შვრია დაზიანებულ თმას.

ხალხურ მედიცინაში შვრია ცნობილია როგორც მარცვლეული მცენარე, რომელიც ადამიანს ძალას აძლევს, შვრიის ფაფა კი განსაკუთრებით სასარგებლო საუზმედ ითვლება დღის ენერგიულად დასაწყებად. შვრიის კეთილისმყოფელი ძალა ჩვენს თმაზეც აისახება, რადგან ის ააქტიურებს სილიციუმმჟავას წარმოქმნის პროცესს. გარდა ამისა, მცენარე შეიცავს ლორწოებს, ფოსფორსა და რკინას, რაც მის საკვებ ღირებულებებს კიდევ უფრო ზრდის. ეს კომპაქტური აღმდგენი ნაკრები ნამდვილი საჩუქარია ჩვენი თმისთვის. როდესაც თმის სტრუქტურა მშრალი და დაზიანებულია, შვრიის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებების ზემოქმედებით თმა ნაკლებად მტვრევადი ხდება და მას გაყოფილი ბოლოები უმცირდება. და თუ თმის ზედაპირი გლუვი და დაუზიანებელია, ის შესანიშნავად ირეკლავს სინათლის სხივებს. შედეგი? ბუნებრივად მბზინავი, დამჯერი, აბრეშუმისებრი და ჯანსაღი თმა. ერთი რჩევა: შვრიის ძალას განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყენებთ, თუ შვრიის შამპუნით დაბანის შემდეგ დამატებით შვრიის აღმდგენ კონდიციონერსაც გამოიყენებთ.

 

შვრიის აღმდგენი შამპუნი

მშრალი და დაზიანებული თმის აღსადგენად. სილიკონის გარეშე

შვრიის აღმდგენი ნიღაბი

მშრალ და დაზიანებულ თმას კვებავს და აძლიერებს