რათანია

უზრუნველყოფს ჯანმრთელი კბილებისა და ღრძილების შენარჩუნებას

ანდების შეუმჩნეველი ბინადარი

უნდა ვაღიაროთ, რომ სილამაზის  კონკურსში პრიზის მოპოვება რათანიას ალბათ გაუჭირდებოდა. ბუჩქოვანი მცენარე, რომელიც ბოლივიაში, პერუსა და ეკვადორში ანდების მთისწინეთში ხარობს, ერთი შეხედვით უღიმღამოდ გამოიყურება. მას მშრალი და კლდოვანი გარემო უყვარს. ანდების მკვიდრი მოსახლეობა უძველესი დროიდან იყენებს მას, როგორც ტრადიციულ სამკურნალო მცენარეს პირის ღრუს ანთებითი პროცესების სამკურნალოდ.

რათანიას მზარდი პოპულარობის გამო, უკანასკნელ წლებში, მნიშვნელოვნად გაიზრდა მისი ექსპორტი, რაც თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის მის არსებობას. ამიტომ ველედა, ზრუნავს რა ველურად მზარდი მცენარის მდგრადობასა და სოციალურ  სამართლიანობაზე, უკვე 40 წელია, რაც  პერუდან მკაცრად კონტროლირებადი ადგილებიდან ეწევა მის ექსპორტს.

ჯანსაღი პირის ღრუს გარანტი

რათანიას ფესვი ანთების საწინააღმდეგო მოქმედების მქონე მთრიმლავ ნივთიერებებს შეიცავს, რომელებსაც სპირტიანი ექსტრაქტის სახით ველედა პირის ღრუს მოსავლელი პროდუქტების სერიაში იყენებს. მისი დამახასიათებელი მოწითალო შეფერილობა არც გადამუშავების შემდეგ იკარგება და მზა პროდუქტებშიც შენარჩუნებულია. ისინი ღრძილებს ამაგრებენ და თან ხსიან პირის ღრუს გაღიზიანებასა და აქრობენ ანთებას. ჯანსაღი პირის ღრუ ძლიერი კბილებით არა მარტო ლამაზი და სასიამოვნოა – ის მთელი ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

Ratanhia-Zahncreme

რათანიას კბილის პასტა

მგრძნობიარე ღრძილების გასამაგრებლად
Ratanhia-Mundwasser

რათანიას ღრძილების ელექსირი

პირის ღრუს უნარჩუნებს სიჯანსაღეს