ქაცვი

ენერგიით და სასიცოცხლო ძალებით სავსე კენკრა

ქაცვი სიცოცხლის მოყვარული მცენარეა, რომელსაც ზრდა–განვითარებისთვის პრაქტიკულად არაფერი სჭირდება, მზის სინათლის გარდა. ქაცვის ბუჩქი მაგარი, წაწვეტებული ფოთლებითა და ხშირი ეკლებით ჯიუტად იდგამს ფესვს ქვიან გრუნტშიც. ის მზითაა გაჯერებული და მისი ნარინჯისფერი ნაყოფიც თითქოს მზის სხივების მთელს ენერგიას ისრუტავს, რომ მერე ის ვიტამინებად გარდაქმნას.  ეს ლამაზი და ძნელად მოსაკრეფი კენკრა სასიცოცხლო ენერგიის უშრეტი წყაროა, რომელიც ადამიანის ორგანიზმს აძლიერებს.

აძლიერებს იმუნურ სისტემას

ქაცვის კაშკაშა ნაყოფში უჩვეულოდ მაღალია C ვიტამინის შემცველობა. ის ასევე შეიცავს ვიტამინ B12 (კობალამინი), რომელიც ვეგეტარიანელებისთვისაა ძალიან მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით მზის სინათლით ღარიბ წელიწადის დროს, მასში დაგროვილი სასარგებლო სუბსტანციები უწევენ დიდ სამსახურს ჩვენს იმუნურ სისტემას. ამ სისტემის თვითრეგულაციის რევიტალიზება აიოლებს ბუნებრივი ვიტამინების შეწოვას. ეს კი ამაღლებს ორგანიზმის ენერგეტიკულ დონეს.  

მზის მეგობარი

მაგრამ ქაცვი სილამაზის ჭეშმარიტი ექსპერტიც არის. მისი თესლიდან და კენკრის რბილობიდან მიღებული ზეთი კანს იცავს და მის ბარიერულ ფუნქციებს აძლიერებს. ლინოლმჟავას, ლინოლენმჟავისა და იშვიათი პალმიტოლეინმჟავას, აგრეთვე E ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო ის დამამშვიდებლად მოქმედებს გაღიზიანებულ კანზე. ხოლო კაროტინოიდები, რომლებიც ქაცვის ზეთის ნარინჯისფერ შეფერილობას განაპი–რობებენ, თავისუფალ რადიკალებს იერთებენ და ამით კანს ინტენსიური ულტრაიისფერი  გამოსხივებისგან იცავენ, ხოლო მზით უკვე დაზიანებულ კანს აღადგენენ. ზეთი იცავს კანს გამოშრობისგან და მასში ენერგიას აბალანსებს. ველედას კოსმეტიკურ სერიაში ქაცვი მთელ თავის ტალანტს ავლენს, როგორც სასიცოცხლო ენერგიისა და მხნეობის წყარო.

Sanddorn Vitalisierungsdusche

ქაცვის საშხაპე გელი

ბუნებრივი ეთერზეთებით
Sanddorn Pflege-Öl

ქაცვის სხეულის მოსავლელი ზეთი

ინტენსიურად უვლის გამომშრალ კანს
Sanddorn Express Handcreme

ქაცვის ხელის კრემი

მსუბუქი, ადვილად შეწოვადი, ყოველდღიური გამოყენებისთვის