“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.
ეს სტანდარტებია:
- ბუნებრივი და ბიოლოგიური ინგრედიენტები
- წარმოების მდგრადი პროცესი
- ეკოლოგიური მეთოდები
- არ შეიცავს სინთეზურ არომატიზატორებსა და საღებავებს
- არ შეიცავს სილიკონის ზეთებს და ნავთობ გადამუშავებიდან მიღებულ პროდუქტებს
- არ არის გამოცდილი ცხოველებზე
- საბოლოო პროდუქტი და მცენარეული ინგრედიენტები არ არის დასხივებული
თითოეული პროდუქტი შემოწმებულია სერტიფიკატის მიმნიჭებელი დამოუკიდებელი კომპანიის მიერ და არაკომერციული ორგანიზაცია NaTrue ამოწმებს კრიტერიუმების ხარისხს. ველედას პირველი პროდუქტები, რომლებიც NaTrue ბეჭედს ატარებს, ბაზარზე 2009 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა.
NaTrue-ს მიერ სერტიფიცირებული ველედას პროდუქტები 100%-ით ბუნებრივია
ველედა მხოლოდ ზედმიწევნით სუფთა მცენარეულ ნედლეულს იყენებს, რომლებიც ველური პოპულაციებიდან და ბიოდინამიკური ან ბიოლოგიური მეურნეობებიდან მომდინარეობს. NaTrue არის სერტიფიცირების სქემა, რომელიც შექმნილია ბუნებრივი და ბიოლოგიური კოსმეტიკის საერთაშორისო ასოციაციის მიერ კანის მოსავლელი პროდუქტების რეგულირებისა და დაცვისთვის.
სერთიფიცირების მაღალი დონის მისაღწევად პროდუქტების მუდმივი გაუმჯობესება
NaTrue სერტიფიცირება სამ საფეხურად იყოფა. პირველი საფეხურის მისაღწევად საჭიროა იმის ჩვენება, რომ ყველა ინგრედიენტი ბუნებრივი წარმოშობისაა და თითოეული მათგანი ფრთხილი და მდგრადი წესით გადამუშავების შედეგად არის მიღებული. მომდევნო ორი საფეხური აფასებს პროდუქტში სერტიფიცირებული ბიოლოგიური ნედლეულის წილს: რაც უფრო მაღალია საფეხური, მით უფრო მაღალია ბიოლოგიური ნედლეულის შემცველობა. როგორც ხედავთ, უმაღლესი საფეხურის მიღწევა ძალიან ძნელია – და ეს შეგნებულად არის ასე, რადგან კომპანიები მუდმივად უნდა ზრუნავდნენ თავიანთი პროდუქტების გაუმჯობესებაზე.
სხვადასხვა ტიპის პროდუქტის განსხვავებული შეფასება
შეფასების პროცესი სხვადასხვა ტიპის პროდუქტისთვის განსხვავებულია, რადგან კანის ლოსიონი არ შეიძლება იგივე კრიტერიუმებით შეფასდეს, როგორც შამპუნი, ეს ეხება როგორც ინგრედიენტებს, ისე წარმოების პროცესს. მაკონტროლებელი ინსტიტუტები დამოუკიდებლები არიან და ორგანიზაცია NaTrue არ არის მოგებაზე ორიენტირებული. ყველა კრიტერიუმი და ინფორმაცია საჯაროა. გამჭვირვალობა ფუნდამენტური პრინციპია NaTrue-სთვის – ისე, როგორც ველედასთვის.
თავისუფალი
NaTrue-ს და ველედას ბევრი აქვთ საერთო: მათ სურთ კანის მოსავლელი ბუნებრივი საშუალებების ხელშეწყობა და იცავენ ხარისხის მაღალ სტანდარტს , რაც ბუნებრივი და ბიოლოგიური ინგრედიენტების შერჩევასა და მათ დაზოგვით გადამუშავებაში გამოიხატება. მათი მიზანია, რომ თქვენ იცოდეთ, თუ რატომ უნდა ენდოთ მათ და რატომ უნდა ენდოთ მათ პროდუქტებს. NaTrue დიდ ყურადღებას აქცევს აგრეთვე იმასაც, რომ წარმოების პროცესები არ აზიანებდეს გარემოს. ველედას არცერთი პროდუქტი არ შეიცავს ნავთობიდან მიღებულ პროდუქტებს, სინთეზურ ნივთიერებებს, სინთეზურ კონსერვანტებს, სინთეზურ არომატიზატორებს, გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს, და ის არასოდეს ცდის თავის პროდუქტებს ცხოველებზე.

ნიშანი Vegan ვიზუალურად გამოარჩევს პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის არცერთ ინგრედიენტს. Weleda-ს ყველა კოსმეტიკური პროდუქტის და საკვები დანამატის მოხმარება დასაშვებია ვეგეტარიანელებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ხორცსა და თევზზე. თუმცა, შეუძლებელია წარმოების პროცესში ამ პროდუქტებისა და მათი ნედლეულის კონტაქტის გამორიცხვა ცხოველური წარმოშობის ნედლეულთან. ველედას ბუნებრივ კოსმეტიკაში ნიშანი Vegan ნიშნავს, რომ ეს პროდუქტები არ შეიცავს თაფლს, ფუტკრის ცვილს, ლაქტოზას და თაფლს.

დღესდღეობით, ორგანული კვებითი დანამატების იდენტიფიცირება ადვილია. შეფუთული პროდუქტი, რომელიც აკმაყოფილებს ევროკავშირის მიერ ორგანული გაშენებისადმი წაყენებულ მკაცრ მოთხოვნებს, ევროკავშირის ორგანული მეურნეობის ლოგოთი ამოიცნობა. ეს უზრუნველყოფს უნიფიცირებულ სტანდარტებს ორგანული მეურნეობისთვის ევროკავშირის ფარგლებში.

აქ ჩამოთვლილი პროდუქტები არ შეიცავს ხორბლის, შვრიის ან სხვა მარცვლეულისგან მიღებულ ნედლეულს, რომელიც შეიძლება შეიცავდეს გლუტენს (წებოვანა), ან 2005/26 / EC ნორმის მიხედვით კლასიფიცირებულია, როგორც უსაფრთხო ცოლიაკიით დაავადებული პაციენტებისათვით .
ეს ნიშანი ენიჭება მხოლოდ გარკვეული კატეგორიის საკვებ (ჩაი, ელექსირები) და კოსმეტიკურ პროდუქტებს (პირის ღრუს, ჩვილის და ტუჩის მოსავლელი სერიები) , რომლებიც გამოყებებისას შეიძლება შეთვისებული იქნეს და შესაფერისია გლუტენის აუტანლობის მქონე პირებისთვის.
- ელექსირები: არყის ხისა და ქაცვის
- ჩაი: მეძუძური დედებისა და ჩვილისთვის
- პირის ღრუს მოვლა: კალენდულას, რათანიას, მარილისა და მცენარეული კბილის პასტები, ბავშვების კბილის ჟელე, რათანიას ღრძილების ელექსირი
- ტუჩის მოვლა: ევერონი® და ტუჩის ფერადი ბალზამები
- ჩვილის მოვლა: ჩვილის მუცლიდ სამასაჟე ზეთი, კალენდულას სხეულის მოსავლელი ზეთები, კალენდულას აბაზანა, კალენდულას ჩვილის მალამო, კალენდულას სხეულის დამატენიანებელი კრემი, კალენდულას სახის კრემი, კალენდულას ტანის დამატენიანებელი რძე, კალენდულას სიცივისა და ქარისაგან დამცავი კრემი, კალენდულას შამპუნი & ლოსიონი, ტუხტის სხეულის მოსავლელი კრემი, ტუხტის სახის კრემი.
ვინაიდან ეს პროდუქტები და მათში შემავალი ინგრედიენტები მზადდება იგივე დანადგარებში, რომლებშიც გლუტენის შემცველი პროდუქტებიც, ამიტომ გარანტია არ არსებობს გლუტენისგან სრულ თავისუფლებაზე. მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რომ მისი შემცველობა აღემატებოდეს 20 მგ/კგ-ზე, რაც ЕС 41/2009 ნორმის მიხედვით „გლუტენისგან თავისუფალია“ ნიშნით აღინიშნება.

DAAB (Deutscher Allergie- und Asthmabund e.V.), - გერმანიის ალერგიისა და ასთმის კავშირი- პაციენტებისა და მომხმარებლების ერთერთი ყველაზე ძველი და დიდი კავშირია. მან შეამოწმა და თავისი ნიშანი მიანიჭა ნუშისა და ტუხტის სერიებს. ამ ნიშნით აღნიშნული პროდუქტები დასაშვებია ალერგიული და ნეიროდერმატიული კანისთვის.

ველედას ვალდებულება ხალხისა და ბიომრავალფეროვნების წინაშე
ველედა ჩართულია ისეთი სამყაროს ჩამოყალიბების პროცესში, სადაც ადამიანი და ბიომრავალფეროვნება ჰარმონიულად განვითარებას შეძლებს. UEBT- ეთიკური ბიოვაჭრობის კავშირის - ნიშანი დასტურია იმისა, რომ ბიომრავალფეროვნება დაცულია ნედლეულის კულტივირების, შეგროვებისა და შემდგომი გადამუშავების დროს და რომ საწარმოს ვალდებულება აქვს აღებული ღირსეულად მოეპყრას წარმოების მთელს ჯაჭვში დასაქმებულ ადამიანებს და მათ სამართლიანი საფასური გადაუხადოს.
რას გულისხმობს ეთიკური ბიოვაჭრობის კავშირის (UEBT) ნიშანი „ნედლეულის მდგრადი მოპოვება“?
ეთიკური ბიოვაჭრობის კავშირის მიერ გაცემული ნიშანი ადასტურებს, რომ ბუნებრივი ნედლეულის მოპოვებისთვის გაწეული სამუშაო ველედამ ამ კავშირის მოთხოვნების შესაბამისად აწარმოა. ველედას მომხმარებელი გარანტირებულია, რომ ფირმა ზრუნავს ადამიანებსა და ბიომრავალფეროვნებაზე: ნიადაგზე, მიკროორგანიზმებზე, წყალსა და ჰაერზე, ასევე მცენარეებზე, ცხოველებზე და ნედლეული მოპოვებში ჩართულ ადამიანებზე.
ეს ნიშანი, არც პროდუქტის და არც მისი ცალკეული შემადგენელი კომპონენტის სერთიფიკატს არ წარმოადგენს.

ეს ეტიკეტი იძლევა გარანტიას, რომ ველედა იყენებს ბიო-მეურნეობიდან მოწეულ მაღალხარისხოვან, სერთიფიცირებულ ნედლეულს.

ნივთიერებები ან მასალები არიან ”ბიოდეგრადირებადი”, თუ ისინი ბუნებრივი პროცესებით მაგ. ბაქტერიების ან მათი ფერმენტების მეშვეობით, შეიძლება დაიშალოს უფრო მცირე კომპონენტებად, რომლებიც შემდეგ ბრუნდებიან დედამიწის ბუნებრივ სასიცოცხლო ციკლში. სანამ ველედა გააკეთებს განაცხადს პროდუქტის ბიოდეგრადირებადობის შესახებ, ის რეცეპტურას ამოწმებს დამოუკიდებელ ინსტიტუტში - OECD (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) . ველედას განმარტებით: პროდუქტი"ბიოდეგრადირებადია", თუ ის აკმაყოფილებს OECD– ს მარტივი ბიოდეგრადირების მოთხოვნებს.
პროდუქტის შემადგენლობის მიხედვით, ტარდება ბიოდეგრადირებადობის მარტივი ტესტირების პროცედურები, რომლებიც ჩამოთვლილია OECD 301 (A-F) / 310 მუხლში. ამის საფუძველზე, მაგალითად, საშხაპე პროდუქტი "ბიოდეგრადირებადია", თუ პროდუქტის მინიმუმ 60% დაიშალა 28 დღის შემდეგ.
სამწუხაროდ, ამ "ბიოდეგრადირებადობის"კრიტერიუმებიდან გამომდინარე, არ შეიძლება დავასკვნათ, რომ პროდუქტის გამოყენება გარეთ ბუნებაში არის რეკომენდებული. OECD განსაზღვრავს ტესტირების გარკვეულ პირობებს, რომლის დროსაც ხდება ნივთიერებების და ნედლეულის ბიოდეგრადირებადობის შემოწმება. მაგალითად, ეს ტესტები ხორციელდება საკანალიზაციო წყლებში წარმოქმნილ ნალექზე (და მის შემადგენლობაში არსებული ბაქტერიებზე) - კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობიდან, გარკვეულ ტემპერატურაზე. ამასთან, ბუნებრივ წყლებში არსებობს სხვა ცვალებადი პირობები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ბიოდეგრადაციაზე. ბუნების წინაშე მოწიწების გამო, გირჩევთ არ გამოიყენოთ ველედას პროდუქტები ბუნებაში, მაშინაც კი, თუ მათ აქვთ წარწერები "ბიოდეგრადირებადი".

ველედას ყველა პროდუქტი კლიმატ- ნეიტრალურია.
