ნუში
ურბილესი და უძვირფასესი ზეთი მგრძნობიარე კანისთვის
მგრძნობიარე კანისთვის განკუთვნილი ბიოლოგიური ნუშის ზეთი ველედას ბუნებრივი კოსმეტიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ჩვილის მოვლისთვის განკუთვნილი ზეთით დაწყებული სახის კანის მოსავლელი ნუშის სერიით დამთავრებული: როდესაც საქმე მგრძნობიარე, მშრალ ან გაღიზიანებულ კანს ეხება, ნუშის ზეთი შეუცვლელი ფუძეა.
მდგრადი მეურნეობა გვავალდებულებს
რამდენიმე წელია, ველედა ესპანეთის ვალენსიის პროვინციაში კოოპერატივ „მანან“-თან თანამშრომლობს და მისგან რეგულარულად იღებს ეკოლოგიურად სუფთა ნუშს.
პარტნიორობა ველედასა და „მანანს“ შორის მდგრადი მეურნეობისა და გარემოს დაცვის ფილოსოფიის გაზიარებას ეფუძნება. ამ ფილოსოფიის პრაქტიკული გამოხატულებაა წყლის რესურსის დაზოგვით მოხმარება მეურნეობის მთელს ტერიტორიაზე, რომელიც 6 000 ჰექტარ ფართს მოიცავს. კოოპერატივის წევრი 100-მდე გლეხი, რომელიც ნუშს აშენებს და უვლის, შეგნებულად უარს ამბობს ნიადაგის ინტენსიურ რწყვაზე, რადგან ეს გრძელვადიანად ნიადაგის დამლაშებას, ეროზიას და ნაყოფიერების შემცირებას იწვევს.
მაგრამ ამ თავშეკავებას თავისი ფასი აქვს: ერთ ჰექტარ ფართზე დაახლოებით 500 კილოგრამი ნუში მოდის – ეს იმ მოსავლის ერთ მეათედს შეადგენს, რასაც კალიფორნიის პლანტაციებში ინტენსიური მეურნეობის პირობებში იღებენ.
ალიკანტეს მიმდებარე მთგორიან ტერიტორიაზე მოსავლის აღება უმეტესად ხელით შრომას მოითხოვს და ადვილი არ არის. მიუხედავად ამისა, ველედასთან პარტნიორობის წყალობით გლეხების მოტივაცია მაღალია. ნუშის კორომების ფრთხილი მოვლის გარდა ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ნედლეულის ხარისხის უზრუნველყოფას, რაც ითვალისწინებს აღებული მოსავლის სწრაფად და გულდასმით გაშრობას.
გადამუშავების პირველ საფეხურზე სპეციალური დანადგარები ნუშს მწვანე, ჯერ კიდევ რბილ ნაყოფსაფარს აცილებენ, შემდეგ ნუშის კაკალს ამტვრევენ, რომ ძვირფასი გული გამოთავისუფლდეს. კოოპერატივ „მანან“–ის მოსავლის უმეტესი ნაწილი მაღალი ღირებულების მქონე, ეკოლოგიურად სუფთა, ბიოლოგიური საკვები ნუშის სახით სავაჭრო ქსელში ხვდება, ხოლო მისი დაახლოებით ერთი მეოთხედი ცივად იწნეხება, იფილტრება და მიღებული ზეთი ბიოლოგიურად სერტიფიცირებული მეთოდით რაფინირების შემდეგ შვეიცარიაში, გერმანიასა და საფრანგეთში განლაგებულ ველედას საწარმოებში ხვდება. ხარისხის მკაცრი კონტროლის გავლის შემდეგ ის ველედას პროდუქტებში გამოიყენება.
აღმოაჩინეთ სხვა პროექტები
შემადგენლობა
ტკბილი ნუშის ზეთი
ნუშის დახვეწილი და მსუბუქი ზეთი ძალიან კარგად უთავსდება კანს და იდეალურია მგრძნობიარე, გაუხეშებული, ქერცლიანი და მშრალი კანისთვის. ნუშის ზეთის გამოყენება შეიძლება ჩვილისა და ბავშვის კანის მოსავლელად. ის დიდი რაოდენობით შეიცავს უჯერ ცხიმმჟავებს, როგორიცაა ოლეინმჟავა და ლინოლმჟავა.