არნიკა

კარპატები, რუმინეთი

არნიკას ველური პოპულაცია კარპატებში

არნიკას, რომელიც ნედლ მდგომარეობაში გადამუშავდება, ველედა პირველ რიგში გერმანიაში არსებული პარტნიორი საწარმოებიდან იღებს, რომლებიც ბიოლოგიური წესით მუშაობენ. არნიკას მშრალი ყვავილი რუმინეთში არსებული სერტიფიცირებული ველური პოპულაციებიდან მომდინარეობს. რუმინეთის კარპატებში განხორციელებული პროექტით ველედას წამყვანი პოზიცია უჭირავს ველურად მოზარდი სამკურნალო მცენარეების მდგრადი შესყიდვის კუთხით.

განვითარების ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სამკურნალო მცენარეები თავიანთ ბუნებრივ სასიცოცხლო გარემოს ეგუებიან. ეს ადამიანის შექმნილ კულტურულ ლანდშაფტებსაც ეხება, რომლებიც არნიკასთვის დროთა განმავლობაში ბუნებრივ სასიცოცხლო გარემოდ გადაიქცა. ადამიანის ისეთ უხეშ ჩარევაზე, როგორიცაა:  მიწების საძოვრებად გამოყენების გააქტიურება, ნიადაგში არაორგანული სასუქის შეტანა, აგრეთვე მოსავლის ჭარბი აღება, არნიკა ძალიან მგრძნობიარედ რეაგირებს. შედეგად მისი მარაგი ქრება. ასე მოხდა საფრანგეთში. ველური ბუნების მსოფლიო ფონდთან (WWF) და ლანდშაფტის ეკოლოგებთან თანამშრომლობითა ველედამ შეძლო საფრანგეთის ვოგეზებში არნიკას ხელმეორედ გახარება. ამ  პროექტიდან მიღებულ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ველედამ შეიმუშავა არნიკას შეგროვებისა და მოვლის სანდო მეთოდი, რომელიც მისი რესურსების მდგრადობას უზრუნველყოფს და დაიწყო ანალოგიური პროექტის განხორციელება კარპატებში. 

 

ამ სტრატეგიის დასანერგად, ადგილობრივი კოოპერატივის წევრები ყოველწლიურად ატარებენ ტრენინგებს ფერმებისთვის, რომლებიც ძირითადად მესაქონლეობას და სატყეო მეურნეობას მისდევენ და არნიკას მოსავლის აღებაშიც მონაწილეობენ.   2010 წლიდან ველედა ველურად მზარდი არნიკას ეკოლოგიური მეთოდით შეგროვების პროექტს კარპატების სხვა რაიონებზეც ავრცელებს და ცდილობს, უფრო ფართოდ დანერგოს ტერიტორიებით მდგრადი სარგებლობის იდეა, რაც ბიომრავალფეროვნების დაცვას ემსახურება.

ნედლეულის ხარისხის უზრუნველყოფაზე ზრუნვა

კარპატებში არნიკას პროექტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 2007 წელს აქ ახალი საშრობი ამუშავდა. ის ადგილობრივი ხის მასალისგან აშენდა და გასათბობათაც იმ შეშას იყენებენ, რომელიც ამ რეგიონში უხვად მოიპოვება. ამით გლეხები და კოოპერატივის წევრები უფრო დამოუკიდებლები გახდნენ და, ამავე დროს, ველედას დაკვეთით დამატებით ფუნქციას ასრულებენ ღირებულების შექმნის ჯაჭვში. ეს არნიკას ყვავილის მაღალ ხარისხს განაპირობებს, რადგან ველედა მუდმივად უზიარებს მათ საკუთარ „ნოუ-ჰაუს“ და გამოცდილებას სამკურნალო მცენარეების შრობის საქმეში.

მცენარის პოპულაციის სამეცნიერო კვლევა და „მონიტორინგი“ ცვლილებების დადგენის საშუალებას იძლევა და მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის გრძელვადიანი გათვლებისა და მოსავლის მენეჯმენტისთვის.

შემადგენლობა

არნიკას ყვავილების ექსტრაქტი

Arnica Montana Flower Extract

არნიკას ყვავილების ექსტრაქტი ხელს უწყობს კანის მეტაბოლიზმს, რაც აისახება კანის ელასტიურობის გაუმჯობესებასა და მისი სიმტკიცის გაზრდაზე. მას ასევე გააჩნია ანტიმიკრობული ეფექტი.