გულყვითელა-კალენდულა

შვებიშ გმიუნდი, გერმანია

სამკურნალო მცენარეებს შორის, რომლებსაც ველედა ბიო-დინამიკური მეთოდით აშენებს, გულყვითელას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მისი ექსტრაქტების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ჩვილის მოსავლელი კალენდულას სერიის, აგრეთვე მრავალი სხვა კოსმეტიკური პროდუქტისა თუ წამლის წარმოება. ეს მცენარე, რომელიც ნედლი სახით გადამუშავდება, ძირითადად გერმანიის სამხრეთში მდებარე ქალაქ შვებიშ გმიუნდის ბიოლოგიურ-დინამიკურ მეურნეობაში იზრდება. სამკურნალო მცენარეთა ეს ბაღი, რომელიც ევროპაში უდიდესია, ზღვის დონიდან 450 მეტრზეა გაშენებული და უკავია 23 ჰექტარი. აქ მოზარდი 1000–მდე სახეობის მცენარიდან 160 ველედას სამკურნალო და კოსმეტიკური პროდუქტების წარმოებაში გამოიყენება.

ყოველ ზაფხულს, ივნისში, სამკურნალო მცნარეების ბაღის ერთი ჰექტარი ნარინჯისფრად ანათებს ლანდშაფტს. ეს გულყვითელა ყვავის. სეზონზე კალენდულას სამ ტონამდე ყვავილი და თოთხმეტი ტონა ნედლი ბალახი ხელით იკრეფება. ამ ნედლეულიდან მზადდება დედო ნაყენები და ზეთიანი ექსტრაქტები, რომლებიც ველედას 30-მდე წამლისა და კოსმეტიკური პროდუქტის შემადგენლობაში შედის.

Image of Calendula Germany - 1570

კალენდულა ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი და ეფექტური სამკურნალო მცენარეა, როცა საქმე კანის გაჯანსაღებას ეხება. მასში კაროტინოიდების, ფლავონოიდებისა და ტრიტერპენსაპონინების მაღალი შემცველობის გამო ის განსაკუთრებით სასარგებლოა იარების სამკურნალოდ. კალენდულას ექსტრაქტი კანის რეგენარაციას უწყობს ხელს და, გარდა ამისა, ანთების საწინააღმდეგოდ მოქმედებს ღრძილების ანთებისა და გაცივების დროს.

Gardener in The Field at Weleda UK

ველედას სამკურნალო მცენარეების ბაღი: ბიო-დინამიკური და მდგრადი 1924 წლიდან

ველედა ერთერთი პირველია, რომელმაც თავის სამკურნალო მცენარეთა ბაღში მიწათმოქმედების ბიო-დინამიკური მეთოდი გამოიყენა. ბიო-დინამიკური მიწათმოქმედების (ევროპაში ერთ–ერთი პირველი ორგანული მეურნეობის მხარდამჭერი მოძრაობა) მთავარი პრინციპია ციკლური მიდგომა: კომპოსტური მეურნეობა უზრუნველყოფს ორგანული ნარჩენების ხელახალ გადამუშავებას და ნიადაგის სიცოცხლისუნარიანობის ხელშეწყობას. ამიტომ ბიო-დინამიკური წესით მოვლილი მიწები, მინდვრები და მცენარეები ბიომრავალფეროვნებითა და სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევიან და ძალიან მედეგნი არიან დაავადებებისა და მავნებლების მიმართ. ჰუმუსის მაღალი შემცველობის გამო ნიადაგი ბუნებრივად ახერხებს საჭირო ნივთიერებების დაგროვებასა და შენახვას, ამიტომ ის კარგად უძლებს როგორც გვალვის, ისე ძლიერი წვიმების პერიოდებს. გარდა ამისა დადგინდა, რომ ეს ნიადაგი მნიშვნელოვანი რაოდენობით შთანთქავს CO2-ს. თავისთავად ცხადია, რომ ბიოლოგიურ-დინამიკური მიწათმოქმედება სავსებით გამორიცხავს სინთეზური სასუქებისა და შესაწამვლი საშუალებების გამოყენებას.

გაეცანით სხვა პროექტებს

ველური არნიკა დიდი რაოდენობით იზრდება რუმინეთის კარპატების ბორცვებსა და ფერდობებზე.

რუმინული არნიკა

მაღალი მდელოების მდგრადი და ადაპტირებადი ყვავილი

გარმანული ევფრაზია

შემადგენლობა

კალენდულას ექსტრაქტი

Calendula Officinalis Extract

მოყვავილე კალენდულას მიწისზედა ნაწილის ექსტრაქტს მოყვითალო-მწვანე ან მოყავისფრო-მწვანე შეფერილობა აქვს. ის სხვადასხვა კაროტინოიდებს, ფლავონოიდებსა და საპონინებს შეიცავს. კალენდულას ექსტრაქტს აქვს დამამშვიდებელი მოქმედება და ხელს უწყობს კანის რეგენერაციას.