კორდისკბილა

რაინლანდ–პფალცი, გერმანია

მისი საიდუმლო – ადაპტაციის უნარშია

მინდვრის ყვავილ კორდისკბილას (Euphrasia officinalis) ველედას სამკურნალო მცენარეებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მისი გერმანული სახელწოდება Augentrost–„თვალის ნუგეში“  პირდაპირ მიუთითებს მის სამკურნალო თვისებებზე. კორდისკბილას ბუნებრივი სასიცოცხლო გარემო ცენტრალური და სამხრეთი ევროპისა და ალპების მაღალმთიანი რეგიონების გაუნოყიერებელი მწირი მინდვრები და საძოვრებია. ეს 10-30 სანტიმეტრი სიმაღლის მინდვრის ყვავილი თავისი ამტანობისა და შეგუების უნარის წყალობით ზღვის დონიდან 2 300 მეტრ სიმაღლეზეც ხარობს, საიდანაც უკვე თოვლიანი ზონა იწყება.

მართალია მწვანე ფოთლებში ის ქლოროფილს შეიცავს, მაგრამ როგორც ნახევრადპარაზიტი, ის ეზრდება მის გარშემო მზარდი ბალახების ფესვებს  მათგან  წყლისა და მინერალების შესაწოვად. ამით ის ასუსტებს ბალახების სასიცოცხლო ძალებს იყენებს რა მათ თავისი განვითარებისათვის. სწორედ ეს თვისება გახდა კორდისკბილათი ანთროპოსოფიული მედიცინის დაინტერესების მიზეზი. როგორც გაირკვა, თვალის დაავადებების მკურნალობისას ის თვალის კონიუნქტივის რგოლზე მცხოვრებ „უცხო ცოცხალ ორგანიზმებს“, იქნება ეს ბაქტერიები, ვირუსები თუ ანთების გამომწვევი სხვა მიკროორგანიზმები, ასუსტებს, ართმევს რა მათ სასიცოცხლო ენერგიას.

Image of Euphrasia Raw Material - Germany

ყოველწლიურად ველედა 100 კილოგრამზე მეტ ნედლ კორდისკბილას იყენებს  ნაყენის დასამზადებლად. ველურად მზარდი კორდისკბილა მდგრადობის პრინციპის დაცვით რაინლანდ-პფალცის მხარეში (გერმანია) იკრიფება. როგორც კი მისი ყვავილობა საჭირო სტადიას მიაღწევს, შემგროვებლებს ინფორმაცია ეგზავნებათ და ისინი ევფრაზიას ორი ან სამი შაბათ-კვირის განმავლობაში აგროვებენ ივლისსა და აგვისტოში. შემგროვებლები ფრთხილად, ფესვის დაუზიანებლად იღებენ მცენარეს ბალახებს შორის ნიადაგიდან და აღებულ ნედლეულს 24 საათის განმავლობაში აწვდიან ველედას. ის იქ იმდღესვე წვრილმანდება და მისგან მზადდება ნაყენი. მასში შემავალ მთრიმლავ და მწარე ნივთიერებებს შემკუმშველი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვთ. ანთების საწინააღმდეგოდ მოქმედებს აგრეთვე გლიკოზიდი აუკუბინი, რომელიც მსუბუქი ანტიბიოტიკია.

გაეცანით სხვა პროექტებს

კაშკაშა, რბილი ყვავილი უნივერსალური საშუალებაა ჭრილობებისა და ანთებების სამკურნალოდ

გერმანული კალენდულა

ტენისა და სიმშრალის უნიკალერი დამაბალანსებელი

ზამბახი მაროკოდან

შემადგენლობა

კორდისკბილას ექსტრაქტი

Euphrasia Officinalis Extract

კორდისკბილა შეიცავს ფლავონოიდებს, ტანინებს და მწარე ნივთიერებებს. კორდისკბილას ექსტრაქტებს აქვს გამამხნევებელი, დამცავი და შემკვრელი მოქმედება. კორდისკბილას ექსტრაქტებს ხშირად იყენებენ თვალის ირგვლივ კანის მოვლისთვის განკუთვნილ კრემებში.