რათანია, იგივე კრამერია

არეკიპა, პერუ
Map of Peru - Ratanhia

ფესვები ანდებიდან

რათანია (Krameria lappacea)  კრამერიაცეების ოჯახის ერთადერთი წარმომადგენელია. ეს შეუხედავი და შეუმჩნეველი ბუჩქოვანი მცენარე პერუს სამხრეთში ქალაქ არეკიპას მახლობლად უდაბურ ლანშაფტზე, ანდების მთისწინეთის მკაცრი კლიმატის პირობებში ხარობს. მისი ფართოდ დატოტვილი და ძლიერი ფესვი ნიადაგს ეროზიისგან იცავს. ადგილობრივების ენაზე მისი სახელი ნიადაგზე მცოცავს ნიშნავს და აქ მის სამკურნალო თვისებებს დიდი ხანია იცნობენ. მხოლოდ მე–18 საუკუნის დასაწყისში შეიტანეს ის ჯერ ესპანეთში, მერე კი გერმანიაში. მას მერე მისი პოპულარობა და შესაბამისად მოთხოვნა მასზე სულ უფრო იზრდება . ველედა რათანიას  უკვე 50 წელზე მეტია, რაც პირის ღრუსა და კბილების მოვლისთვის განკუთვნილი პროდუქტების დასამზადებლად იყენებს.

 

რათანია სამკურნალო მცენარეების გლობალური ბაზრის ნაწილია. დღეს მსოფლიოს მასშტაბით მცენარეთა 70 000 სახეობა გამოიყენება – მსოფლიოს სავაჭრო ცენტრებში წელიწადში ნახევარი მილიონი ტონა სამკურნალო მცენარე იყიდება.  ოფიციალური მონაცემებით, პერუს წელიწადში 40 ტონა რათანიას ფესვი გააქვს ექსპორტზე, აქედან 1 ტონა ველედას ჯგუფზე მოდის. ბევრი  მათგანი, მათ შორის რათანიაც გადაშენების საფრთხის წინაშეა. ამიტომ 2002 წელს, ველედამ ნედლეულის მდგრადი შესყიდვების პროექტი წამოიწყო ბუნების დაცვის უწყება INRENA-სთან და გერმანიის „საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან“ (GIZ) ფართო კოოპერაციაზე დაყრდნობით.

მცენარეში არსებითი უჩინარია

გოეთეს ამ გამონათქვამის მიხედვით, რათანიას საიდუმლოც უხილავია –ის ფესვებშია  დამალული. ეს ნახევარსფეროსებრი ბუჩქი ნახევრადპარაზიტია. თითქმის 4 მეტრამდე გაშლილი ფესვთა სისტემა მას საშუალებას აძლევს ირგვლივ მოზარდი სხვა მცენარეების ფესვებიდან შეიწოვოს წყალი და მინერალები.  მართალია თავდაპირველად ფოკუსში იყო ველურად მოზარდი რათანიას კულტივირების  შესაძლებლობის გარკვევა, მაგრამ  კვლევის პირველივე ფაზამ აჩვენა, რომ ეს არარენტაბელური იქნებოდა. ასე რომ ველედამ  დაიწყო ველურად მზარდი მცენარის შეგროვების ისეთ ხერხის ძიება, რომელიც საფრთხეს არ შეუქმნიდა მის არსებობას.

 

ბუნების დაცვის უწყება INRENA-სთან მოლაპარაკების შედეგად, არეკიპას რეგიონში 2 000 ჰექტარი ფართის დაცული ტერიტორია გამოიყო. აქ მიწის სამ პატარა მონაკვეთზე განხორციელდა მცენარეთა ინვენტარიზაცია და რათანიას ბუნებრივი რეგენერაციისა და  ყოველწლიური ნამატის ინტენსიური კვლევა. ამ გამოკვლევების შედეგები საფუძვლად დაედო ველური მცენარის მდგრადი მოპოვების სტრატეგიის შემუშავებას. მას აქეთ, პარტნიორი ოჯახი 10 დღის მანძილზე, მხოლოდ ყოველ მეხუთე მცენარეს აგროვებს ფესვიანად, ხოლო ამოღებული მცენარის ადგილზე რათანიას თესლს თესევს. ეს ახალგაზრდა მცენარეების უწყვეტ ზრდას უზრუნველყოფს. ველზე ხანგრძლივმა დაკვირვებებმა და ანალიზმა აჩვენა, რომ ამგვარი მიზანმიმართული განახლებით მცენარის პოპულაცია სანდოდ არის დაცული.

ბუნების ბიომრავალფეროვნებაზე ზრუნვა

პროექტი, რომელსაც ველედა გერმანელ და პერუელ პარტნიორებთან ერთად თითქმის 10 წელია, ახორციელებს, პირველ რიგში, პირის ღრუს მოსავლელი პროდუქტებისთვის რათანიას ფესვის მიწოდების გარანტიას ემსახურება. ჩუკიბამბას პროვინციაში ყოველწლიურად რათანიას ერთ ტონა მშრალ ფესვს აგროვებენ მდგრადობის პრინციპის დაცვით, რომელიც შემდეგ ევროპაში გადამუშავდება. ამის სანაცვლოდ, მოსავლის აღებაზე მომუშავე ადამიანები მკაცრად შეთანხმებულ და სამართლიან ანაზღაურებას იღებენ, რომელიც მათთვის სტაბილური დამატებითი შემოსავალია. ველედასთვის კი ეს გამჭვირვალე, მდგრად და გარანტირებულ მომარაგებას ნიშნავს. ამ პროექტის განხორციელებით მიღებულ ცოდნას ველედა ველურად მზარდი მცენარეების მოპოვების სხვა ანალოგიური პროექტებისთვისაც იყენებს.

 

გარდა ამისა, პროექტს სასიგნალო ეფექტიც აქვს: პერუს ბუნების დაცვის უწყებები გეგმავენ, ველურად მზარდი მცენარეების შეგროვების ეკოლოგიური მეთოდი, რომელიც ველედამ შეიმუშავა, სავალდებულო გახადოს ყველა ფირმისთვის, რომელიც რათანიას ექსპორტს აწარმოებს. ეს იმას ნიშნავს, რომ პერუდან ექსპორტის განხორციელება მხოლოდ მას შეეძლება, ვინც მდგრადობის პრინციპს დაიცავს. უახლოეს მომავალში ეს შემუშავებული სტრატეგია შეიძლება სხვა სამკურნალო მცენარეებზეც გავრცელდეს, რაც ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

გაეცანით სხვა პროექტებს

ტენისა და სიმშრალის უნიკალური დამბალანსებელი

ირის იტალიიდან

უძველესი მცენარე, რომელიც აღვიძებს შინაგან ძლებს და ებრძვის დაღლილობას

ესპანური როზმარინი

შემადგენლობა

კრამერიას ფესვის ექსტრაქტი

Krameria Triandra Root Extract

კრამერიას (რათანიას) ფესვის ექსტრაქტი დიდი რაოდენობით შეიცავს ტანინებს, რომლებსაც მთრიმლავი (შემკვრელი) ზემოქმედება აქვს, მაგალითად, პირის ღრუს ლორწოვან გარსზე. შესაბამისად, მუქი ყავისფერი ფესვის ექსტრაქტი განსაკუთრებით სასარგებლოა პირის ღრუსა და კბილების მოვლისთვის განკუთვნილი პროდუქტებისთვის.