ქაცვი

ტოსკანა, იტალია
Image of Sea Buckthorn Italy - Buckthorn

მზის ძალით სავსე კენკრა

ველური ქაცვი წარმოშობით ცენტრალური აზიიდანაა. ათასწლეულების განმავლობაში ის ცენტრალური ევროპის ალპებამდე და ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვების სანაპიროებამდე  გავრცელდა. ქაცვის მწიფე კენკრა ველედას აღმდგენ პროდუქტებს ვიტამინებით სავსე წვენით ამდიდრებს. ქაცვის წვენის გარდა მისი თესლიც შეიცავს ძვირფას ზეთებს, რომლებსაც ველედა კოსმეტიკურ პროდუქტებში იყენებს. საოჯახო საწარმო „კიუნცი და როეთლისბერგერი“ ტოსკანაში მდებარე თავის ბიოლოგიურ-დინამიკურ მეურნეობაში „სან მარიო“ ამ გაიშვიათებული ველური მცენარის ეკოლოგიური წესით კულტივირებას ეწევა. ათ წელზე მეტია, ველედას  ამ საწარმოსთან მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებს.

C ვიტამინის წყარო მდგრადი ბიოლოგიურ-დინამიკური მეურნეობიდან

თითქმის 70 წელია, ქაცვი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ველედას წარმოებაში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, როდესაც C ვიტამინის ბუნებრივ წყაროებს ეძებდნენ, მკვლევარები შვეიცარიაში ქაცვს გადააწყდნენ და მცენარის პოტენციალის გამოყენება სცადეს. ეს იყო ველედას ქაცვის აღმდგენი პროდუქტების დაბადების საათი. გარდა ამისა, რამდენიმე წლის წინ ქაცვის ზეთების საფუძველზე ველედამ ბუნებრივი კოსმეტიკური პროდუქტებიც წარმატებით განავითარა.

 

ორი ათწლეულის წინ ქაცვს ძირითადად ალპების რეგიონებიდან მოიპოვებდნენ. დღეს სხვა ვითარებაა. მეურნეობაში „სან მარიო“ 100 ჰექტარ ფართზე ქაცვის საუკეთესო ჯიშები ხარობს – ნედლი, ეკოლოგიურად მოყვანილი კენკრის მოსავალი აქ წელიწადში 200 ტონას აღწევს, რომლიდანაც საოჯახო საწარმო „კიუნცი და როეთლისბერგერი“ თითქმის 100 ტონა  წვენს აწარმოებს.


კურტ კიუნცი, საწარმოს ხელმძღვანელი და ძველი სკოლის სელექციონერი, 1980 წლიდან შეუდგა ალპური ქაცვის გამორჩეული ჯიშების ტოსკანაში, მარემას რაიონში გაშენების ექსპერიმენტებს. აქ, მის ბიოლოგიურ-დინამიკურ მეურნეობაში „სან მარიო“ იდეალური პირობებია ამისთვის: ნიადაგი კომპოსტით ნოყიერდება და მზე აქ უფრო დიდხანს ანათებს, ვედრე ალპების სამხრეთ დაბლობებში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ვიტამინების ძვირფასი კომპლექსის სინთეზისთვის ქაცვს ძალიან ბევრი სინათლე სჭირდება. საუკეთესო ჯიშების შერჩევა და გაშენება რთული პროცესია, რომელიც დროს, მოთმინებასა და ალღოს მოითხოვს: მცენარეს სელექციონერი ე. წ. კალმებით ამრავლებს, რომლებიც კომპოსტისა და მიწის სპეციალურ ნარევში იზრდება.

 

 

კურტ კიუნცი და მისი გუნდი ქაცვის ხუთ სხვადასხვა ჯიშს აშენებს. წვენისა და ვაჟინებისთვის გამოიყენება ჯიშები, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებსა და მიკროელემენტებს. ღვინის მსგავსად, ქაცვის წვენის გაკეთილშობილებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს არომატს, მჟავის შემცველობასა და ჯიშების სწორად შერევას. ზოგიერთი ჯიში განსაკუთრებით ხელსაყრელია ქაცვის მკვებავი ზეთების მოსაპოვებლად, რადგან მისი კენკრის რბილობი ზეთის მაღალი შემცველობით გამოირჩევა (ზეთისხილის მსგავსად) და ამიტომ განსაკუთრებით სასარგებლოა კანის მოვლისთვის.

 

კურტ კიუნცისა და მისი ოთხი თანამშრომლისთვის მდგრადობის დაცვა „სან მარიოზე“ ყოვლისმომცველი კონცეფციაა. ეს მთელს პროცესს ეხება – მცენარეების შერჩევას, შემდეგ ბიოლოგიურ-დინამიკური მეთოდით მინდვრებში მათ მოვლას და, ბოლოს, ენერგიის დაზოგვით მათ გადამუშავებას. ბიოლოგიურ-დინამიკური მეურნეობა ჩაკეტილი ციკლის კონცეფციას კომპოსტური მეურნეობის საშუალებით ახორციელებს. მცენარეული და მინერალური პრეპარატების გამოყენება ნიადაგის მაღალ სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველყოფს, რაც, თავის მხრივ, მცენარეების ჯანმრთელობასა და პარაზიტებისა და დაავადებების მიმართ მათ მედეგობას განაპირობებს.

 

ქაცვის ნაყოფი ტოტებზეა მიმჯდარი ამიტომ მოსავლის აღებისას ტოტებს ჭრიან როგორც ხელით, ისე მანქანების გამოყენებით. შემდეგ ტოტები „სან მარიოს“ მაცივარში გადააქვთ, რომელიც ნაწილობრივ ქარის ენერგიაზე მუშაობს, და ყინავენ. შემდეგ ეტაპზე სპეციალურად შემუშავებული საცეხვი აპარატის „ქაცვის ქამელეონის“ დახმარებით ტოტებიდან კენკრას აცილებენ. ამის შემდეგ ჯიშების მიხედვით მარკირებულ კენკრას ისევ მაცივარში აბრუნებენ, მისგან პორციებად წურავენ წვენს და დამზოგავი მეთოდით პასტერიზების შემდეგ ჰერმეტულ კასრებში ასხამენ ველედასთვის. შემდგომი გადამუშავებით ქაცვის თესლიდან და წვენიდან შესაძლებელია ქაცვის თესლის ზეთისა და კენკრის რბილობის ზეთის მიღება. 

ველური ბუნებიდან სამკურნალო მცენარეთა ბაღში

ამ მხრივ, ველური  ქაცვი „განსაკუთრებულ შემთხვევას“ არ წარმოადგენს, რადგან დღეს ადამიანი სულ უფრო მეტ სასოფლო-სამეურნეო თუ სამკურნალო მცენარეს აშენებს, რომლის მოპოვება რამდენიმე ათწლეულის წინ მხოლოდ ველურ ბუნებაში იყო შესაძლებელი. ამის მიზეზი ნაწილობრივ ის არის, რომ სამშენებლო საქმიანობის შედეგად ველური ზრდის ადგილები ნადგურდება, ხოლო მცენარეთა სახეობები მათი ინტენსიური ათვისების გამო ქრება. ამიტომ, ველედამ მიზნად დაისახა წელიწადში ერთი ველური მცენარის გაშენება, რასაც ის როგორც საკუთარ სამკურნალო მცენარეთა ბაღში, ისე პარტნიორ მკვლევარებთან და სელექციონერებთან თანამშრომლობით ახორციელებს. ეს გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი მცენარეების გადარჩენის საწინდარია. გარდა ამისა, ველური მცენარების კულტივირებით ველედა საკუთარი კოსმეტიკური პროდუქტების წარმოებას უზრუნველყოფს აუცილებელი ბუნებრივი ნედლეულით. 

გაეცანით სხვა პროექტებს

ბიო-სეზამის ზეთი არის ველედას ბევრი მოსავლელი საშუალების შემადგენელი კომპონენტი, საშხაპე გელებიდან დაწყებული ბავშვის მოსავლელი სერიით დამთავრებული.

მექსიკური სეზამი

ცენტრალური უნგრეთის მინდვრებზე, მშრალ ბალახებს შორის მზესუმზირის ყვითელი ყვავილები იზრდება.

უნგრული მზესუმზირა

შემადგენლობა

ქაცვის ზეთი

Hippophae Rhamnoides Oil

ქაცვის მონარინჯისფრო-ყვითელი ან წითელი ფერის ზეთი ძვირფასი აქტიური პროდუქტია, რომელიც უჯერი ცხიმმჟავების, E ვიტამინისა და კაროტინოიდების მაღალი შემცველობით გამოირჩევა. ქაცვის ზეთებს რეგენერაციული და ანტიოქსიდაციური თვისებები აქვს და ინტენსიურად უვლის კანს.