ნუშის სხეულის კრემი მგრძნობიარე და მშრალი კანისთვის

მგრძნობიარე კანისთვის, არაპარფიუმირებული

განსაკუთრებით რბილი ფორმულა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე გულდასმით შერჩეულ ინგრედიენტს შეიცავს, გაღიზიანებისკენ მიდრეკილ კანს ამშვიდებს და უვლის.

წამყვანი მცენარეები

ნუში

ნუში სავსეა მინერალებითა და ვიტამინებით, ასევე ცხიმმჟავებითა და პროტეინებით და ბოლოს, უბრალოდ გემრიელია. ამიტომ გასაკვირი არც არის, რომ ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს კანის მოვლაში.

იხილეთ მეტი

დახასიათება

აღწერა

როგორც ნუში იცავს თავის გულს მაგარი ნაჭუჭით, ისე ნუშის დამამშვიდებელი ტანის კრემი იცავს მგრძნობიარე კანს. კრემი ბიოლოგიური ნუშის ზეთით აძლიერებს კანის ბუნებრივ დამცავ ფუნქციას და ამით გარემოს მავნე ზემოქმედებას ებრძვის. ამავე დროს, ის დიდი ხნით უზრუნველყოფს კანს ტენით, რაც დაჭიმულობის შეგრძნებას ამცირებს. კრემი სწრაფად შეიწოვება, ამშვიდებს გაღიზიანებისკენ მიდრეკილ კანს და ხელს უწყობს სიწითლის შემცირებას. ის აღადგენს კანის ბუნებრივ წონასწორობას და კანი რბილი და აბრეშუმივით ნაზი ხდება.

უპირატესობები

pH - კანისთვის ნეიტრალური. კანთან თავსებადობა და ეფექტურობა კლინიკურად არის გამოცდილი და დერმატოლოგიურად დადასტურებული. არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არომატიზატორებსა და საღებავებს, არ შეიცავს ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.

იხილეთ მეტი

შემადგენლობა

შემადგენლობა

ტკბილი ნუშის ზეთი

Prunus Amygdalus Dulcis Oil

ნუშის დახვეწილი და მსუბუქი ზეთი ძალიან კარგად უთავსდება კანს და იდეალურია მგრძნობიარე, გაუხეშებული, ქერცლიანი და მშრალი კანისთვის. ნუშის ზეთის გამოყენება შეიძლება ჩვილისა და ბავშვის კანის მოსავლელად. ის დიდი რაოდენობით შეიცავს უჯერ ცხიმმჟავებს, როგორიცაა ოლეინმჟავა და ლინოლმჟავა.

თეთრი სანთელი

Beeswax (Cera Alba)

თეთრი სანთელი ყვითელი სანთლის (ფუტკრის ცვილის) გაუფერულებით მიიღება. ყვითელი სანთელი კი ფუტკრის ჯირკვლების სეკრეტია, რომელსაც ის ფიჭის დასამზადებლად იყენებს. ცვილის ლღობის ტემპერატურაა 60°C. კანთან თავსებადი ფუტკრის ცვილი ძირითადად ემულგატორად და კონსისტენციის გასაუმჯობესებლად გამოიყენება. ფუტკრის ცვილი კანზე თხელ აპკს ტოვებს, რომელიც მას გამოშრობისგან იცავს.

ნედლეული

ნედლეული

ალიკანტე, ესპანეთი

ნუში

ქალაქ ალიკანტეს მახლობლად მთაგორიან ტერიტორიაზე განლაგებული ნუშის მეურნეობა ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში.

იხილეთ მეტი

გამოყენების წესი

გამოყენების წესი

გამოყენების წინ, კარგად შეანჯღრიეთ. შეიზელეთ ტანზე აბაზანის ან შხაპის მიღების შემდეგ. განსაკუთრებით ეფექტურია ნუშის ხელის კრემთან და ნუშის საშხაპე გელთან კომბინაციაში.