ნუშის ხელის კრემი მგრძნობიარე, მშრალი კანისთვის
წამყვანი მცენარეები
ნუში
ნუში სავსეა მინერალებითა და ვიტამინებით, ასევე ცხიმმჟავებითა და პროტეინებით და ბოლოს, უბრალოდ გემრიელია. ამიტომ გასაკვირი არც არის, რომ ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს კანის მოვლაში.
იხილეთ მეტიდახასიათება
დახასიათება
აღწერა
ნუშის ხელის კრემი შექმნილია თქვენი ხელების მგრძნობიარე კანის დასაცავად. რბილი ფორმულა ბიოლოგიური ნუშის ზეთით აძლიერებს კანის ბუნებრივ დამცავ ფუნქციას და მას გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედებისგან იცავს. გარდა ამისა, ის ხანგრძლივი დროით ამარაგებს კანს ტენით, რაც დაჭიმულობის შეგრძნებას ამცირებს. ნუშის ხელის კრემი სწრაფად შეიწოვება, ამშვიდებს და არბილებს გაღიზიანებისკენ მიდრეკილ მგრძნობიარე კანს.
უპირატესობები
ვეგანური, pH - კანისთვის ნეიტრალური. კანთან თავსებადობა კლინიკურად არის გამოცდილი და დერმატოლოგიურად დადასტურებული. არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არომატიზატორებსა და საღებავებს, არ შეიცავს ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.
საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue
“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.
ნიშანი Vegan
ნიშანი Vegan ვიზუალურად გამოარჩევს პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის არცერთ ინგრედიენტს. Weleda-ს ყველა კოსმეტიკური პროდუქტის და საკვები დანამატის მოხმარება დასაშვებია ვეგეტარიანელებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ხორცსა და თევზზე.
შემადგენლობა
შემადგენლობა
ტკბილი ნუშის ზეთი
ნუშის დახვეწილი და მსუბუქი ზეთი ძალიან კარგად უთავსდება კანს და იდეალურია მგრძნობიარე, გაუხეშებული, ქერცლიანი და მშრალი კანისთვის. ნუშის ზეთის გამოყენება შეიძლება ჩვილისა და ბავშვის კანის მოსავლელად. ის დიდი რაოდენობით შეიცავს უჯერ ცხიმმჟავებს, როგორიცაა ოლეინმჟავა და ლინოლმჟავა.
- Water
- Prunus Amygdalus Dulcis (Sweet Almond) Oil
- Alcohol
- Behenyl Alcohol
- Glycerin
- Tapioca Starch
- Cetearyl Glucoside
- Carrageenan
- Xanthan Gum
- Lactic Acid
- Fragrance
- წყალი
- ტკბილი ნუშის ზეთი
- სპირტი
- ბეჰენილის სპირტი
- გლიცერინი
- ტაპიოკას სახამებელი
- ცეტეარილ გლუკოზიდი
- კარაგენანი
- ქსანთანი
- რძემჟავა
- სურნელი
ნედლეული
ნედლეული
ნუში
ქალაქ ალიკანტეს მახლობლად მთაგორიან ტერიტორიაზე განლაგებული ნუშის მეურნეობა ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში.
იხილეთ მეტი