არყის ხის წვენი

სერტიფიცირებული ბიოლოგიური სასმელი არყის ხის ფოთლის ექსტრაქტით

გამაცოცხლებელი სასმელი არყის ხის ნედლი ფოთლებიდან, რომლებსაც გაზაფხულზე აგროვებენ. ბუნებრივი სეზონური სასმელი - იგრძენით თავი ახალგაზრდად, მსუბუქად და აქტიურად, განსაკუთრებით - გაზაფხულზე.

წამყვანი მცენარეები

არყის ხე

გაზაფხულზე, არყის ხის ნორჩი ფოთლები სავსეა სასარგებლო ნივთიერებებით, რომლებიც განახლების იმპულსს და ენერგიას აწვდიან ჩვენს ორგანიზმს

იხილეთ მეტი

დახასიათება

აღწერა

არყის ხის ხასხასა, ნედლი ფოთლები გაზაფხულზე სავსეა დინამიკური ძალებით, რომლებიც ფესვებიდან ფოთლებს გადაეცემა. ნედლ ფოთოლს ველედა სერტიფიცირებულ ველურ კოლექციებში აგროვებს და შემდეგ ფრთხილად ამუშავებს, რომ შეინარჩუნოს ბუნებრივი ფლავონოიდები, საპონინები და ტანინები. ბიოლოგიური ლიმონის წვენი ასრულებს კომპოზიციას. ცოცხალი, მწკლარტე გემოს მქონე სასმელი იდეალური შემადგენელი ნაწილია საგაზაფხულო ან საშემოდგომო დიეტისთვის.

უპირატესობები

მწკლარტე, გემრიელი არომატი. სერტიფიცირებული ბიოლოგიური პროდუქტი. შეიცავს მაღალი ხარისხის ინგრედიენტებს ბიოლოგიურ-დინამიკური მეურნეობიდან და სერტიფიცირებული ველური კოლექციიდან.

საკონტროლო საბჭო:  DE-ÖKO-007 

გამოყენების წესი

გამოყენების წესი

1 სუფრის კოვზი 2-3-ჯერ დღეში შეურიეთ ჭიქა წყალს, ან ჩაის, ან ხაჭოს, მაწონს და რძეს. ტკბილი სასმელი გააკეთეთ არყის ხის ელექსირით, ხოლო მეტი ეფექტისთვის დაამატეთ ქაცვის წვენი ან ელექსირი.