კალენდულას დამატენიანებელი ტანის კრემი ჩვილისთვის

მსუბუქი, დამატენიანებელი და დამამშვიდებელი კრემი ფაქიზი კანისთვის

ნუშის ზეთითა და ბიოლოგიური კალენდულას ექსტრაქტით დამზადებული ეს კრემი კანს ამშვიდებს და ატენიანებს. ის სწრაფად იწოვება და იდეალურია კანის  ყოველდღიური მოვლისთვის.

წამყვანი მცენარეები

კალენდულა

კალენდულა წარმოადგენს სამკურნალო და დეკორატიული ბაღების განუყოფელ ნაწილს

იხილეთ მეტი

დახასიათება

დახასიათება

აღწერა

ამ ტანის დამატენიანებელ, მსუბუქ კრემში შემავალი ბიოლოგიური ნუშისა და სეზამის ზეთები იცავს კანს  გამოშრობისგან, ბიო-კალენდულასა და გვირილას ექსტრაქტები კი ბუნებრივი გზით ამშვიდებს მას. კანთან იდეალურად თავსებადი, ლიპიდებით მდიდარი კრემი განვითარების ფაზაში მყოფ კანს ბუნებრივი დამცავი ფუნქციების ჩამოყალიბებაში ეხმარება.  ჩვილის კანი ინარჩუნებს ხავერდოვან სირბილეს და საკუთარ ბუნებრივ სურნელს. კალენდულას ტანის დამატენიანებელი კრემი კანზე ადვილად ნაწილდება და კარგად შეიწოვება. ის ასევე იდეალურია მოზრდილების მგრძნობიარე კანის ყოველდღიური მოვლისთვის.

უპირატესობები

  • ბუნებრივი დამატენიანებელი ინგრედიენტები, რბილი ფორმულა და ფაქიზი სურნელი სპეციალურად ჩვილებზე და მცირეწლოვან ბავშვებზეა გათვლილი.
  • კრემი სწრაფად შეიწოვება, შედეგად კანი გლუვი და დამშვიდებულია.
  • კანთან თავსებადი ინგრედიენტები მის ბუნებრივ ფუნქციებს აძლიერებს.
  • არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არომატიზატორებსა და საღებავებს, არც ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.
  • დერმატოლოგიურად დადასტურებულია კანთან ძალიან კარგი თავსებადობა, მათ შორის, მგრძნობიარე კანისთვის.
  • ზრდასრულის მგრძნობიარე კანისთვისაც შეიძლება გამოყენება .
+88%

კანი ხდება ხავერდივით რბილი*

*მშობლების შეფასება 28 დღის მერე
+23%

ზრდის კანის ტენიანობას*

*ტესტი 28 დღის მერე

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.

Organic

ეს ეტიკეტი იძლევა გარანტიას, რომ ველედა იყენებს ბიო-მეურნეობიდან მოწეულ მაღალხარისხოვან, სერთიფიცირებულ  ნედლეულს.

შემადგენლობა

შემადგენლობა

კალენდულას ყვავილის ექტრაქტი

Calendula Officinalis Flower Extract

კალენდულას ყვავილი ღია ან მუქი ნარინჯისფერია და დამახასიათებელია კალენდულასთვის. ის სხვადასხვა კაროტინოიდებს, ფლავონოიდებსა და საპონინებს შეიცავს. კალენდულას ყვავილის ექტრაქტს დამამშვიდებელი მოქმედება აქვს და ხელს უწყობს კანის რეგენერაციას.

სეზამის თესლის ზეთი

Sesamum Indicum (Sesame) Seed Oil

სეზამის თესლის ზეთი შესანიშნავი სამასაჟე ზეთია, მას უსიცოცხლო, მშრალი და მოწიფული კანის მოსავლელად იყენებენ, იყენებენ აგრეთვე თმის კონდიციონერის სახით. მას ძლიერი ანდიოქსიდაციური მოქმედება და კანისთვის სასარგებლო თვისებები აქვს და იდეალურია, როგორც ფუძე. სეზამის ზეთი შეიცავს უჯერ ცხიმმჟავებს, როგორიცაა ოლეინმჟავა და ლინოლმჟავა, ფიტოსტეროლები და E ვიტამინი (განსაკუთრებით, ტოკოფეროლი).

არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არომატიზატორებსა და საღებავებს, არც ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.

გამოყენების წესი

გამოყენების წესი

წაუსვით ჩვილს მთელს სხეულზე და ნაზად გადაანაწილეთ