კალენდულას სამასაჟე ზეთი

მგრძნობიარე კანის მასაჟისთვის

მგრძნობიარე კანის გამო უარი არ უნდა თქვათ მცირე, ძალიან ფაქიზ შეხებაზე. კალენდულას სამასაჟე ზეთი ზრუნავს მგრძნობიარე კანზე, სანამ მასაჟი თქვენს სხეულს მოდუნებაში ეხმარება.

წამყვანი მცენარეები

კალენდულა

კალენდულა წარმოადგენს სამკურნალო და დეკორატიული ბაღების განუყოფელ ნაწილს

იხილეთ მეტი

დახასიათება

აღწერა

ორი ნაზი მცენარე, კალენდულა და გვირილა, თქვენს კანს თავის ეთერზეთებს უზიარებს, სანამ თქვენი დაღლილი სხეული მასაჟის წყალობით განტვირთვის სიამოვნებას ეძლევა. კალენდულას სამასაჟე ზეთი მზესუმზირას ზეთის ფუძითა და გამაცოცხლებელი სურნელის მქონე ეთერზეთებით იდეალურია მასაჟისთვის, რომელიც კუნთებს ამშვიდებს და ადუნებს, ხოლო კანს არბილებს და კვებავს.

უპირატესობები

არბილებს და კვებავს კანს, დერმატოლოგიურად შემოწმებულია კანთან თავსებადობა, მათ შორის, მგრძნობიარე კანისთვის. არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არომატიზატორებსა და საღებავებს, არც ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.

იხილეთ მეტი
ნიშანი Vegan

ნიშანი Vegan

ნიშანი Vegan ვიზუალურად გამოარჩევს პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის არცერთ ინგრედიენტს. Weleda-ს ყველა კოსმეტიკური პროდუქტის და საკვები დანამატის მოხმარება დასაშვებია ვეგეტარიანელებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ხორცსა და თევზზე.

იხილეთ მეტი

შემადგენლობა

შემადგენლობა

კალენდულას ექსტრაქტი

Calendula Officinalis Extract

მოყვავილე კალენდულას მიწისზედა ნაწილის ექსტრაქტს მოყვითალო-მწვანე ან მოყავისფრო-მწვანე შეფერილობა აქვს. ის სხვადასხვა კაროტინოიდებს, ფლავონოიდებსა და საპონინებს შეიცავს. კალენდულას ექსტრაქტს აქვს დამამშვიდებელი მოქმედება და ხელს უწყობს კანის რეგენერაციას.

არყის ხის ფოთლის ექსტრაქტი

Betula Alba Leaf Extract

არყის ხის ფოთოლი ფლავონოიდებსა და ტანინებს შეიცავს, რომლებიც კანის მეტაბოლიზმს და თხევად ორგანიზმს ააქტიურებს. არყის ხის ფოთლის ექსტრაქტები იდეალურია სამასაჟე ზეთებისთვის, აგრეთვე პროდუქტებისთვის, რომლებიც კანს არბილებს და ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილის გამტკიცებას. 

არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არომატიზატორებსა და საღებავებს, არც ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.

ნედლეული

ნედლეული

შვებიშ გმიუნდი, გერმანია

გულყვითელა-კალენდულა

კალენდულას ერთერთი ცენტრალური ადგილი უკავია ველედას ბიოდინამიურ ბაღში, რადგან ბევრი კოსმეტიკური და სამკურნალო საშუალება ვერ დამზადდებოდა გულყვითლას ღირებული ექსტრაქტების გარეშე.

იხილეთ მეტი

გამოყენების წესი

გამოყენების წესი

აბაზანის ან შხაპის შმდეგ, ნოტიო კანზე მსუბუქად შეიზილეთ ზეთის რამდენიმე წვეთი.