კალენდულას საპონი
ბუნებრივ მცენარეულ ზეთებზე დამზადებული საპონი კალენდულასა და გვირილას ექსტრაქტებით კანის ფრთხილი გასუფთავებისთვის.
წამყვანი მცენარეები
დახასიათება
დახასიათება
აღწერა
ველედას 100% მცენარეულ ზეთებზე დამზადებული საპონი იმდენად ფრთხილად ბანს, რომ ბავშვის ფაქიზი კანისთვის ზედგამოჭრილია. კონტროლირებადი ბიოლოგიური მეურნეობიდან მოწეული კალენდულას, გვირილას, და ზამბახის ექსტრაქტები, ბიოლოგიური ქოქოსის, პალმისა და ზეითუნის ზეთების რბილი გამრეცხი საშუალებები და ბუნებრივი ეთერზეთები არა მარტო თქვენი კანის სისუფთავეს უზრუნველყოფს, არამედ მასზე ნაზად ზრუნავს.
უპირატესობები
ვეგანური, ვეგეტარიანული, 100% ბუნებრივი პროდუქტი. არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არომატიზატორებსა და საღებავებს, არ შეიცავს ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს. დერმატოლოგიურად შემოწმებულია. იდეალურია როგორც ჩვილის ნაზი კანის გასასუფთავებლად, ასევე ხელების ხშირი დაბანის დროს.
საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue
“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.
ნიშანი Vegan
ნიშანი Vegan ვიზუალურად გამოარჩევს პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის არცერთ ინგრედიენტს. Weleda-ს ყველა კოსმეტიკური პროდუქტის და საკვები დანამატის მოხმარება დასაშვებია ვეგეტარიანელებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ხორცსა და თევზზე.
Organic
ეს ეტიკეტი იძლევა გარანტიას, რომ ველედა იყენებს ბიო-მეურნეობიდან მოწეულ მაღალხარისხოვან, სერთიფიცირებულ ნედლეულს.
შემადგენლობა
შემადგენლობა
კალენდულას ყვავილის ექტრაქტი
კალენდულას ყვავილი ღია ან მუქი ნარინჯისფერია და დამახასიათებელია კალენდულასთვის. ის სხვადასხვა კაროტინოიდებს, ფლავონოიდებსა და საპონინებს შეიცავს. კალენდულას ყვავილის ექტრაქტს დამამშვიდებელი მოქმედება აქვს და ხელს უწყობს კანის რეგენერაციას.
- Sodium Palmate
- Sodium Cocoate
- Water (Aqua)
- Sodium Olivate
- Fragrance (Parfum)
- Glycerin
- Calendula Officinalis Flower Extract
- Chamomilla Recutita (Matricaria) Extract
- Iris Germanica Root Extract
- Viola Tricolor Extract
- Oryza Sativa (Rice) Extract
- Malt Extract
- Sodium Chloride
- Sodium Stearate
- Limonene
- Linalool
- Citronellol
- Geraniol
- ნატრიუმის პალმატი
- ნატრიუმის კოკოატი
- წყალი
- ნატრიუმის ოლივატი
- სურნელი
- გლიცერინი
- კალენდულას ყვავილის ექტრაქტი
- გვირილას ექსტრაქტი
- ზამბახის ფესურის ექსტრაქტი
- სამფერა იის (იაჟუჟუნას) ექსტრაქტი
- ბრინჯის ექსტრაქტი
- ალაოს ექსტრაქტი
- ნატრიუმის ქლორიდი
- ნატრიუმის სტეარატი
- ლიმონენი
- ლინალოოლი
- ციტრონელოლი
- გერანიოლი
არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არომატიზატორებსა და საღებავებს, არ შეიცავს ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.