ედელვაისის გარუჯვის შემდეგ მოსავლელი ლოსიონი

აგრილებს და ინტენსიურად ატენიანებს კანს

ამშვიდებს და ხსნის მზით გამოწვეულ გაღიზიანებას. ადვილად ნაწილდება და სწრაფად შეიწოვება. უზრუნველყოფს რუჯის ხანგრძლივად შენარჩუნებას.

დახასიათება

აღწერა

მზის აბაზანის შემდეგ კანი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. ველედას ედელვაისის ლოსიონი მას მყისიერად აგრილებს და ამშვიდებს. ის მსუბუქია, არ არის წებოვანი და ზეთოვანი. მასში შემავალი ბიო-ზეითუნის ზეთი, გამაგრილებელი ალოეს ჟელე, კანის დამამშვიდებელი ჭინჭრის ბალახის ექსტრაქტი, ანტიოქსიდანტი ედელვაისის ბალახის ექსტრატი და სურნელოვანი ევკალიპტისა და ლავანდის ეთერზეთები ულტრაიისფერი დასხივების შემდეგ, ხელს უწყობენ კანის რეგენერაციას, დატენიანებას და ხანგრძლივი რუჯის შენარჩუნებას.

უპირატესობები

  • აგრილებს და ხელს უწყობს კანის რეგენერაციას
  • ინტენსიურად და ხანგრძლივი დროით ატენიანებს კანს
  • ხელს უწყობს ბუნებრივი, გამძლე რუჯის შენარჩუნებას
  • ამშვიდებს და ხსნის მზით გამოწვეულ კანის გაღიზიანებას
  • აღადგენს კანის დამცავ ფუნქციას
  • არ არის წებოვანი, ადვილად ნაწილდება და შეიწოვება
  • კანთან თავსებადობა დერმატოლოგიურად და კლინიკურად გამოცდილია
100%

ტენიანობა გაიზარდა*

*დერმატოლოგიური ტესტი 30 წუთის შემდეგ
90%

კანი გამოაცოცხლა*

*მომხმარებლის ტესტი 3 აპლიკაციის შემდეგ
100%

ადვილად ნაწილდება*

*მომხმარებლის ტესტი 4 აპლიკაციის შემდეგ
90%

სწრაფად შეიწოვება*

*მომხმარებლის ტესტი 4 აპლიკაციის შემდეგ
საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.

იხილეთ მეტი
ნიშანი Vegan

ნიშანი Vegan

ნიშანი Vegan ვიზუალურად გამოარჩევს პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის არცერთ ინგრედიენტს. Weleda-ს ყველა კოსმეტიკური პროდუქტის და საკვები დანამატის მოხმარება დასაშვებია ვეგეტარიანელებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ხორცსა და თევზზე.

იხილეთ მეტი

შემადგენლობა

შემადგენლობა

სინთეზურ კონსერვანტებს, არომატიზატორებსა და საღებავებს, და არც ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.

გამოყენების წესი

გამოყენების წესი

უხვად ისმება ყველგან, სადაც მზის სხივი მოხვდა. ადვილად ნაწილდება და შეიწოვება ზეთოვანი ან წებოვანი შგრძნების გარეშე. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე.

როგორ შეიძლება ლოსიონის გამაგრილებელი ეფექტის გაძლიერება?

შედგით ის 15 წუთით მაცივარში და შედეგიც არ დააყოვნებს!

15 წუთზე მეტი ხნით არ შედოთ მაცივარში, რადგან ცივი ტემპერატურული შოკის გამო პროდუქტი დაკარგავს ჰომოგენურობას და შეიძლება ტუბიდან გამოსვლაც გაუძნელდეს. ასეთ დროს, დატოვეთ ის ოთახის ტემპერატურაზე რამდენიმე საათი და შემდეგ ძლიერად შეანჯღრიეთ. პროდუქტის თვისებები და ქმედითობა უცვლელი რჩება.

შხაპის შემდეგ უხვად წაისვით ლოსიონი მთელს ტანზე და დატკბით მისი გამაგრილებელი ეფექტით.