ედელვაისის მზისგან დამცავი კრემი ჩვილისა & ბავშვის მგრძნობიარე კანისთვის, ფაქტორი 50

ჩვილისა & ბავშვის, ასევე მოზრდილის მგრძნობიარე კანისთვის

მზისგან დამცავი არაპარფიუმირებული ბუნებრივი საშუალება ყველა ასაკის მგრძნობიარე კანისთვის. ულტრაწყალგამძლე, უმაღალესი ფაქტორით 50,  მხოლოდ მინერალური UV-ფილტრებით.

დახასიათება

დახასიათება

აღწერა

მგრძნობიარე კანისთვის განკუთვნილი მზისგან დამცავი ედელვაისის კრემი იცავს კანს წასმისთანავე. ის კანზე თეთრ ფენას ქმნის, რათა ადვილი დასანახი იყოს თუ სად იქნა გამოყენებული. მასში შემავალი ბიო-ქოქოსის ცხიმი და მზესუმზირას ზეთი, რომლებიც კანის დატენიანებას უზრუნველყოფენ და არაპარფიუმირებული ფორმულა დერმატოლოგიურად და კლინიკურად გამოცდილია და დადასტურებულია მისი თავსებადობა მგრძნობიარე კანთან.

უპირატესობები

•    უმაღლესი UV-დაცვა წასმისთანავე
•    ექსტრა-წყალგამძლე
•    მხოლოდ მინერალური UV-ფილტრებით
•   არ შეიცავს ნანო-ფილტრებს
•    კვებავს და ატენიანებს კანს 
•    არაპარფიუმირებული  - მგრძნობიარე კანისთვის
•   კანთან თავსებადობა დერმატოლოგიურად და კლინიკურად გამოცდილია

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.

ნიშანი Vegan

ნიშანი Vegan ვიზუალურად გამოარჩევს პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის არცერთ ინგრედიენტს. Weleda-ს ყველა კოსმეტიკური პროდუქტის და საკვები დანამატის მოხმარება დასაშვებია ვეგეტარიანელებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ხორცსა და თევზზე.

შემადგენლობა

შემადგენლობა

გამოყენების წესი

გამოყენების წესი

Step

მზის აბაზანის მიღებამდე უხვად წაუსვით ბავშვს სახეზე და ტანის დაუფარავ ნაწილებზე. გაიმეორეთ პროცედურა ცურვის, გამშრალების და გაოფლიანების შემდეგ.

როგორ გავუწმინდოთ ბავშვს კანი მზის აბაზანის მიღების შემდეგ?

მზის აბაზანის შემდეგ, კანიდან ფილტრების მოსაცილებლად, გამოიყენეთ შესველებული და ველედას კალენდულას ზეთით გაჟღენთილი ბამბის დისკი ან პირსახოცი. შემდეგ კი ჩამობანეთ თბილი წყლით.

იხილეთ მეტი

რჩევა:

ბავშვის კანიდან ქვიშისა და მზისგან დამცავი კრემის ნარჩენების მოცილება ძალიან ადვილია არაპარფიუმირებული კალენდულას ტანის ზეთით. ამისთვის ბამბის დისკი გამოიყენეთ.