ენოთერას აღმდგენი კონცენტრატი

ენოთერას აღმდგენი კონცენტრატი

ეფექტური გამამკვრივებელი საშუალება მოწიფული კანის აღსადგენად

დროსთან ერთად ჩვენი კანი ბერდება და, ბუნებრივია, მოქნილობას კარგავს. ენოთერას აღმდგენი კონცენტრატი იდეალურად პასუხობს თქვენი კანის გაზრდილ მოთხოვნილებას გამკვრივებისა და აღდგენის მიმართ. ისეთი ინგრედიენტების ნაზავი, როგორიცა აზიური ცენტელას ექსტრაქტი და ალოე ვერა, თქვენს კანს დიდი ხნით უზრუნველყოფს ტენით, რაც მის მოქნილობასა და სიგლუვეს აუმჯობესებს.

წამყვანი მცენარეები

ენოთერა

ენოთრას სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკაა და ინდიელები მას სამკურნალოდ და საკვებად იყენებენ

იხილეთ მეტი

დახასიათება

აღწერა

კანი მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე ზრუნავს ჩვენზე. უფრო მოწიფულ ასაკში შესვლისას ახლა ჩვენი ჯერია, მეტი ყურადღება დავუთმოთ მას. ენოთერას აღმდგენი კონცენტრატი თქვენს კანს ისე გაანებივრებს, როგორც ის იმსახურებს. ენოთერას ძვირფასი ზეთისა და აზიური ცენტელას ექსტრაქტის შემცველი კომპოზიცია სტიმულს აძლევს კანის აღმდგენ პროცესებს, ხელს უწყობს კანის სტრუქტურის გაძლიერებას და ააქტიურებს უჯრედების განახლებას. გამოიყენეთ კონცენტრატი ყოველდღიურად ენოთერას დღისა და ღამის კრემებთან კომბინაციაში.

უპირატესობები

ააქტიურებს უჯრედების განახლებას, ამაღლებს კანის მოქნილობასა და მედეგობას. ხელს უწყობს კანის ბუნებრივი დამცავი სისტემის სტიმულირებას. ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევია; კანი ივსება და უფრო მკვრივი ხდება. ეფექტურობა და თავსებადობა გამოცდილია კლინიკურად.

არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არომატიზატორებსა და საღებავებს, და არც ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.

იხილეთ მეტი

შემადგენლობა

შემადგენლობა

ენოთერას ზეთი

Oenothera Biennis Oil

ენოთერას ზეთი მსუბუქი ზეთია, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ლინოლმჟავას და გამა-ლინოლენმჟავას და ამიტომ განსაკუთრებით სასარგებლოა კანისთვის. ის ადვილად შეიწოვება კანის ბუნებრივ ლიპიდურ გარსში, აძლიერებს მის დამცავ ფუნქციას და კანს ტენის დაკარგვისგან იცავს. შესაბამისად, ის გამოდგება მგრძნობიარე და მშრალი კანისთვის. 

ალოე

Aloe Vera

ალოეს ფოთლებში არსებული კრისტალურად გამჭვირვალე გელი 95% წყალთან ერთად შეიცავს მონო- და პოლისაქარიდებს, ასევე ვიტამინებსა და პროტეინებს. ის ქმნის გამაგრილებელ და დამცავ ლორწოვან გარსს, რომელიც კანს უზიარებს და უნარჩუნებს ტენიანობას. ის იდეალურია ნამზეურის შემდეგ, ასევე გაზინიანებული და მშრალი კანის შემთხვევაში.

გამოყენების წესი

გამოყენების წესი

თითების ნაზი დატყაპუნებით შეიზილეთ წინასწარ გაწმენდილ სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე, დღის და ღამის კრემის წასმის წინ.