ენოთერას ტანის ზეთი

მოწიფულ მშრალ კანში ტენის შესანარჩუნებლად

ინტენსიური დახმარება მოწიფული კანისთვის

წამყვანი მცენარეები

ენოთერა

ენოთრას სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკაა და ინდიელები მას სამკურნალოდ და საკვებად იყენებენ

იხილეთ მეტი

დახასიათება

აღწერა

გაინებივრეთ სხეული ბუნებრივი ენოთერას ძვირფასი ზეთით, რომელიც კომბინირებულია ხავერდოვან ჟოჟობას ზეთთან და ხორბლის ღივის ულტრამკვებავ ზეთთან. აიმაღლეთ განწყობა, სანამ ის თქვენს კანს კვებავს - ზეთი ბუნებრივად არის პარფიუმირებული კარდამონის, მაგნოლიისა და სანდალოზის ხის გამაცოცხლებელი, ნედლი ყვავილოვანი სურნელით, რომელიც ისეთივე ნატიფი და დახვეწილია, როგორც ენოთერას ყვავილის ოქროსფერი ფურცლები.

უპირატესობები

ამაღლებს კანის სიმკვრივესა და მოქნილობას, ატენიანებს, აღადგენს და კანის ბუნებრივ ფუნქციებს ააქტიურებს. ბუნებრივი, ვეგანური, დერმატოლოგიურად მოწონებული. არ შეიცავს პალმის ზეთს და სოიადან მიღებულ ნედლეულს. არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არომატიზატორებსა და საღებავებს, არ შეიცავს ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.

70%

ინტენსიური მკვებავია*

*თვითშეფასება 28 დღის მერე
39%

ზრდის ტენიანობას*

*ტესტი 28 დღის მერე
საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.

იხილეთ მეტი
ნიშანი Vegan

ნიშანი Vegan

ნიშანი Vegan ვიზუალურად გამოარჩევს პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის არცერთ ინგრედიენტს. Weleda-ს ყველა კოსმეტიკური პროდუქტის და საკვები დანამატის მოხმარება დასაშვებია ვეგეტარიანელებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ხორცსა და თევზზე.

იხილეთ მეტი

შემადგენლობა

შემადგენლობა

არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არომატიზატორებსა და საღებავებს, და არც ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.

გამოყენების წესი

გამოყენების წესი

შეიზილეთ აბაზანის ან შხაპის მიღების შემდეგ. მისი რამდენიმე წვეთის დამატება კი გააძლიერებს ენოთერას ხელის კრემისა და ტანის კრემის ეფექტს