მსუბუქი გამწმენდი რძე
ნაზი კრემისებრი კონსისტენციის მქონე სახის გამწმენდი საშუალება, რომელიც ფრთხილად და გამოშრობის გარეშე აცილებს ჭუჭყს კანს. შეიცავს ჟოჟობასა და ჰამამელისს.
დახასიათება
დახასიათება
აღწერა
ეს ვეგანური* ნაზი გამწმენდი რძე ღრმად და ეფექტურად, მაგრამ ფრთხილად ასუფთავებს კანს, აშორებს დღის განმავლობაში დაგროვილ ჭუჭყს მაკიაჟთან და ზედმეტ ცხიმთან ერთად. შეიცავს ჟოჟობას ზეთსა და ჰამამელისს, ასუფთავებს გამოშრობის გარეშე − კანში ტენის ბუნებრივი ბალანსი არ ირღვევა.
*პროდუქტები, რომლებიც ნიშანდებულია, როგორც ვეგანური, არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის ნედლეულს. თუმცა, წარმოების პროცესში ამ პროდუქტებისა და მათი შემადგენელი ნედლეულის ცხოველური წარმოშობის მასალასთან კონტაქტის სავსებით გამორიცხვა შეუძლებელია.
გაწმენდის შემდეგ გამოიყენეთ ველედას სახის ტონიკი, რომელიც საბოლოოდ გადაახალისებს და გამოაცოცხლებს თქვენს კანს და ველედას დამატენიანებელი რომელიმე კრემი, რომელიც ყველაზე უკეთ შეესაბამება თქენს კანს - ზამბახი, ველური ვარდი, ბროწეული ან ენოთერა.
უპირატესობები
• კანის ფრთხილი, მაგრამ ეფექტური გასუფთავებისთვის
• გამამხნევებელი სურნელით
• უნარჩუნებს კანის ბუნებრივ ტენიანობას
• კანთან თავსებადობა დერმატოლოგიურად გამოცდილია
საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue
“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.
ნიშანი Vegan
ნიშანი Vegan ვიზუალურად გამოარჩევს პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის არცერთ ინგრედიენტს. Weleda-ს ყველა კოსმეტიკური პროდუქტის და საკვები დანამატის მოხმარება დასაშვებია ვეგეტარიანელებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ხორცსა და თევზზე.
შემადგენლობა
შემადგენლობა
- Water (Aqua)
- Sesamum Indicum (Sesame) Seed Oil
- Alcohol
- Simmondsia Chinensis (Jojoba) Seed Oil
- Lysolecithin
- Fragrance (Parfum)
- Glyceryl Stearate SE
- Hamamelis Virginiana (Witch Hazel) Water
- Iris Germanica Root Extract
- Xanthan Gum
- Limonene
- Linalool
- Citronellol
- Geraniol
- Citral
- წყალი
- სეზამის თესლის ზეთი
- სპირტი
- ჟოჟობას (უნაბის) თესლის ზეთი
- ლიზოლეციტინი
- სურნელი
- გლიცერილ სტეარატი SE
- ჰამამელისის დისტილატი
- ზამბახის ფესურის ექსტრაქტი
- ქსანთანი
- ლიმონენი
- ლინალოოლი
- ციტრონელოლი
- გერანიოლი
- ციტრალი
არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არტომატიზატორებსა და საღებავებს, არ შეიცავს ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.