კაქტუსის სახის დამატენიანებელი კრემი 24სთ

ეფექტური დატენიანება ნორმალური და მშრალი კანისთვის

მყისიერი მოქმედების მსუბუქი კრემი აუმჯობესებს კანის ბუნებრივ სიჯანსაღეს და ატენიანებს 24 საათის განმავლობაში.

დახასიათება

დახასიათება

აღწერა

ველედას ვეგანური სახის დამატენიანებელი კრემი სწრაფად შიწოვება და მყისიერად ზემოქმედებს თქვენს მოწყურებულ კანზე. ახალისებს მას მთელი დღის განმავლობაში.

მასში შემავალი ბიო-კაქტუსის პოლისაქარიდები ბუნებრივი გზით ატენიანებენ კანს, ხოლო ბიო-ალოე და მცენარეული ზეთები აძლიერებენ კანის ფუნქციას შეინარჩუნოს ტენი.

უპირატესობები

  • მყისიერი დატენიანება 24 საათით
  • აძლიერებს კანის დამცავ ბარიერს
  • კაქტუსის ექსტრაქტის უნიკალური წარმოების პროცესი დაპატენტებულია
  • კანთან თავსებადობა დერმატოლოგიურად დადასტურებულია
  • არ არის კომედოგენური
+64%

მყისიერად ატენიანებს*

*ტესტი ერთი გამოყენებიდან 30 წუთის შემდეგ
+97%

კანი კარგადაა მოვლილი მთელი დღის განმავლობაში **

** ტესტი 32 სუბიექტთან პროდუქტის დღეში ორჯერ გამოყენებისას, 4 კვირის განმავლობაში

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.

ნიშანი Vegan

ნიშანი Vegan ვიზუალურად გამოარჩევს პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის არცერთ ინგრედიენტს. Weleda-ს ყველა კოსმეტიკური პროდუქტის და საკვები დანამატის მოხმარება დასაშვებია ვეგეტარიანელებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ხორცსა და თევზზე.

Organic

ეს ეტიკეტი იძლევა გარანტიას, რომ ველედა იყენებს ბიო-მეურნეობიდან მოწეულ მაღალხარისხოვან, სერთიფიცირებულ  ნედლეულს.

შემადგენლობა

შემადგენლობა

ოპუნციას, დედინაცვლის -ენის ექსტრაქტი

Opuntia Ficus-Indica Stem Extract

ოპუნციას ექსტრაქტი ხასიათდება განსაკუთრებით გრძელი ჯაჭვის მქონე პოლისაქარიდებით, მინერალებით და პოლიფენოლებით. მათგან დამზადებული წყლის ექსტრაქტები ქმნიან ინტენსიურად დამატენიანებელ და დამცავ ფენას კანზე და აქვთ დამამშვიდებელი ეფექტი. ამის გამო, ექსტრაქტი განსაკუთრებით მშრალი კანის მოვლას შეეფერება.

ალოე

Aloe Barbadensis Leaf Juice

ალოეს ფოთლებში არსებული კრისტალურად გამჭვირვალე გელი 95% წყალთან ერთად შეიცავს მონო- და პოლისაქარიდებს, ასევე ვიტამინებსა და პროტეინებს. ის ქმნის გამაგრილებელ და დამცავ ლორწოვან გარსს, რომელიც კანს უზიარებს და უნარჩუნებს ტენიანობას. ის იდეალურია ნამზეურის შემდეგ, ასევე გაზინიანებული და მშრალი კანის შემთხვევაში.

გამოყენების წესი

გამოყენების წესი

დილა- საღამოს კანის გაწმენდის შემდეგ, წაისვით კრემი სახეზე, კისერზე და დეკოლტეზე.