ლავანდის განმტვირთავი რძე აბაზანისთვის

დამამშვიდებელი და გამაწონასწორებელი ეფექტით

აბაზანა ლავანდის ეთერზეთით - საუკეთესო საშუალება სიმშვიდისა და მოდუნებისთვის. კლასიკური დახმარება მშვიდი ძილისთვის

დახასიათება

აღწერა

ბუნებრივი ეთერზეთების სამყაროში ლავანდი ჭეშმარიტად სიმშვიდისა და განტვირთვისთვის განკუთვნილი ზეთია. არომათერაპიული ეფექტის მქონე დამამშვიდებელ სურნელს წონასწორობაში მოჰყავს ნერვული სისტემა და ამაღლებს განწყობას - აბაზანა მშვიდი ძილისთვის, განსაკუთრებით, სტრესული ან აღგზნებული მდგომარეობისას.

უპირატესობები

ადუნებს, ამშვიდებს და ხსნის დაძაბულობას. დერმატოლოგიურად გამოცდილია. არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არომატიზატორებსა და საღებავებს, არც - ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.

იხილეთ მეტი
ნიშანი Vegan

ნიშანი Vegan

ნიშანი Vegan ვიზუალურად გამოარჩევს პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის არცერთ ინგრედიენტს. Weleda-ს ყველა კოსმეტიკური პროდუქტის და საკვები დანამატის მოხმარება დასაშვებია ვეგეტარიანელებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ხორცსა და თევზზე.

იხილეთ მეტი

შემადგენლობა

შემადგენლობა

არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არტომატიზატორებსა და საღებავებს, არ შეიცავს ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.

ნედლეული

ნედლეული

ბესარაბია, მოლდოვა

ლავანდი

პატარა მოლდოვა მადლიანი კუთხეა თბილი, მშრალი კლიმატითა და შავმიწა ნიადაგით, რაც იდეალური კლიმატია ლავანდისთვის, რომელიც ველედას 50 პროდუქტში გამოიყენება.

იხილეთ მეტი

გამოყენების წესი

გამოყენების წესი

ბოთლი შეანჯღრიეთ და ჩაუშვით სამი ან ოთხი სავსე ხუფი რძე აბაზანის თბილ წყალში უშალოდ აბაზანაში ჩასვლის წინ. საჭირო ეფექტის მისაღებად ეთერზეთებს 20 წუთამდე დრო მიეცით. აბაზანის მიღების შემდეგ გამოიყენეთ ველედას ლავანდის განმტვირთავი ტანის ზეთი.