ლავანდის განმტვირთავი საშხაპე გელი

არაჩვეულებრივი სარელაქსაციო საშუალება

არაფერი ისე არ სუნთქავს სიმშვიდითა და სიმყუდროვით, როგორც ლავანდის სურნელი. აჩუქეთ ჰარმონია და სიმშვიდე თქვენს სამშვინველს ბანაობისას

წამყვანი მცენარეები

ლავანდი

ფიზიკურად და ემოციურად დამამშვიდებელი, განტვირთვის ოსტატი

იხილეთ მეტი

დახასიათება

აღწერა

გრძელი დღის ბოლოს, დაძინებამდე მიენდეთ ლავანდის ეთერზეთს და დაიმშვიდეთ გრძნობები. მსუბუქი კრემისებრი კომპოზიცია ბიოლოგიური სეზამის ზეთით შხაპის ან აბაზანისთვის მოგამზადებთ მშვიდი, აღმდგენი ძილისთვის, თქვენს კანს კი ფრთხილად გაასუფთავებს და სიგლუვეს შემატებს. ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ, მოდუნდით.

უპირატესობები

ამშვიდებს, ასუფთავებს. დერმატოლოგიურად გამოცდილია და არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არომატიზატორებსა და საღებავებს, არ შეიცავს ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.

იხილეთ მეტი
ნიშანი Vegan

ნიშანი Vegan

ნიშანი Vegan ვიზუალურად გამოარჩევს პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის არცერთ ინგრედიენტს. Weleda-ს ყველა კოსმეტიკური პროდუქტის და საკვები დანამატის მოხმარება დასაშვებია ვეგეტარიანელებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ხორცსა და თევზზე.

იხილეთ მეტი

ნედლეული

ნედლეული

ბესარაბია, მოლდოვა

ლავანდი

პატარა მოლდოვა მადლიანი კუთხეა თბილი, მშრალი კლიმატითა და შავმიწა ნიადაგით, რაც იდეალური კლიმატია ლავანდისთვის, რომელიც ველედას 50 პროდუქტში გამოიყენება.

იხილეთ მეტი

გამოყენების წესი

გამოყენების წესი

ლავანდის შხაპის გელით დაბანის შემდეგ ძილისწინა მასაჟისთვის გამოიყენეთ ლავანდის განმტვირთავი ტანის ზეთი.