ბროწეულის თვალის ირგვლივი კრემი

არაპარფიუმირებული 40+

ამ კრემის ფეტვის მაცვლის ოდენა პორცია ყოველდღიურად, ამცირებს თვალის ირგვლივ სიცილის ხაზებსა და ნაოჭებს. იცავს კანს და ხელს უწყობს მისი უჯრედების რეგენერაციას.

წამყვანი მცენარეები

ბროწეული

გარედან მშრალი ბროწეულის ნაყოფი სავსეა წითელრბილობიანი მარცვლებით, რომლებიც თავისი ფორმით იუველირულ მძივებს მოგვაგონებენ

იხილეთ მეტი

დახასიათება

აღწერა

ეს მსუბუქი, აბრეშუმივით ჰაეროვანი კრემი თვალის ირგვლივ მგრძნობიარე კანს აძლიერებს, იცავს რა თავისუფალი რადიკალებისაგან და ახალგაზრდულ იერს უბრუნებს მას. სიცილის ხაზები და ნაოჭები ქრებიან. მასში შემავალი ბიო-ბროწეული და ფეტვი კი უჯრედების რეგენერაციას უწყობენ ხელს.

უპირატესობები

არაპარფიუმირებული, ანტიოქსიდატური, ნაოჭების საწინააღმდეგო, აქტიური რეგენერაციის ხელშემწყობი. კარგად შეთავსებადი კანთან, ოფთალმოლოგიურად და დერმატოლოგიურად შემოწმებული, დაშვებული კონტაქტური ლინზების მომხმარებლებისთვისაც.

23%

შეამცირა ნაოჭების სიღრმე*

*ტესტი 28 დღის მერე
საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.

იხილეთ მეტი
ნიშანი Vegan

ნიშანი Vegan

ნიშანი Vegan ვიზუალურად გამოარჩევს პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის არცერთ ინგრედიენტს. Weleda-ს ყველა კოსმეტიკური პროდუქტის და საკვები დანამატის მოხმარება დასაშვებია ვეგეტარიანელებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ხორცსა და თევზზე.

იხილეთ მეტი

შემადგენლობა

შემადგენლობა

ბროწეულის თესლის ზეთი

Punica Granatum Seed Oil

ბროწეულის თესლის ყვითელი ან მოწითალო ფერის, შედარებით სქელი ზეთი ერთ-ერთი აქტიურად მოქმედი ზეთია, ის დიდი რაოდენობით შეიცავს იშვიათ პუნიცინის მჟავას (უჯერი ცხიმმჟავა). ამ ძვირფას მცენარეულ ზეთს აქვს ანტიოქსიდაციური თვისებები, აუმჯობესებს კანის რეგენერაციას და ამიტომ გამორჩეულ პროდუქტად ითვლება მშრალი და მოწიფული კანის მოსავლელად.

სეზამის თესლის ზეთი

Sesamum Indicum Seed Oil

სეზამის თესლის ზეთი შესანიშნავი სამასაჟე ზეთია, მას უსიცოცხლო, მშრალი და მოწიფული კანის მოსავლელად იყენებენ, იყენებენ აგრეთვე თმის კონდიციონერის სახით. მას ძლიერი ანდიოქსიდაციური მოქმედება და კანისთვის სასარგებლო თვისებები აქვს და იდეალურია, როგორც ფუძე. სეზამის ზეთი შეიცავს უჯერ ცხიმმჟავებს, როგორიცაა ოლეინმჟავა და ლინოლმჟავა, ფიტოსტეროლები და E ვიტამინი (განსაკუთრებით, ტოკოფეროლი).

არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არტომატიზატორებსა და საღებავებს, არ შეიცავს ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.

გამოყენების წესი

გამოყენების წესი

დილას და საღამოს მცირე რაოდენობის კრემი ფრთხილად შეიზილეთ თვალის გარშემო.