ბროწეულის შრატი

სწრაფი დატენიანება და აღდგენა

ალოე ვერას და ფეტვის შემცველი მსუბუქი შრატი სწრაფი მოქმედებით, ამცირებს ხაზებს და აჩქარებს კანის რეგენერაციას. 40+

წამყვანი მცენარეები

ბროწეული

გარედან მშრალი ბროწეულის ნაყოფი სავსეა წითელრბილობიანი მარცვლებით, რომლებიც თავისი ფორმით იუველირულ მძივებს მოგვაგონებენ

იხილეთ მეტი

დახასიათება

დახასიათება

აღწერა

ველედას ვეგანური* ბროწეულის შრატის ანტიოქსიდაციური მოქმედება საგრძნობლად ამცირებს ხაზებსა და ნაოჭებს. ეს მსუბუქი ჟელე, ფეტვის, დამატენიანებელი ალოესა და ბროწეულის ძვირფასი ნაზავი კანის განახლებას ააქტიურებს, მას ამკვრივებს და ამზადებს დღის ან ღამის კრემის წასასმელად.

*პროდუქტები, რომლებიც ნიშანდებულია, როგორც ვეგანური, არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის ნედლეულს. თუმცა, წარმოების პროცესში ამ პროდუქტებისა და მათი შემადგენელი ნედლეულის ცხოველური წარმოშობის მასალასთან კონტაქტის სავსებით გამორიცხვა შეუძლებელია.

 

უპირატესობები

  • საგრძნობლად ამცირებს ხაზებსა და ნაოჭებს; აჩქარებს უჯრედების განახლებას
  • ანტიოქსიდაციური ბროწეულით კანი სტრესს უმკლავდება
  • კანთან თავსებადობა დერმატოლოგიურად გამოცდილია
+39%

ზრდის კანის ტენიანობას*

*ტესტი 30 წთ-ის მერე
+29%

ამცირებს ნაოჭებს*

*ტესტი 28 დღის მერე

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.

ნიშანი Vegan

ნიშანი Vegan ვიზუალურად გამოარჩევს პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის არცერთ ინგრედიენტს. Weleda-ს ყველა კოსმეტიკური პროდუქტის და საკვები დანამატის მოხმარება დასაშვებია ვეგეტარიანელებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ხორცსა და თევზზე.

შემადგენლობა

შემადგენლობა

ბროწეულის თესლის ზეთი

Punica Granatum Seed Oil

ბროწეულის თესლის ყვითელი ან მოწითალო ფერის, შედარებით სქელი ზეთი ერთ-ერთი აქტიურად მოქმედი ზეთია, ის დიდი რაოდენობით შეიცავს იშვიათ პუნიცინის მჟავას (უჯერი ცხიმმჟავა). ამ ძვირფას მცენარეულ ზეთს აქვს ანტიოქსიდაციური თვისებები, აუმჯობესებს კანის რეგენერაციას და ამიტომ გამორჩეულ პროდუქტად ითვლება მშრალი და მოწიფული კანის მოსავლელად.

ალოე

Aloe Barbadensis Leaf Juice

ალოეს ფოთლებში არსებული კრისტალურად გამჭვირვალე გელი 95% წყალთან ერთად შეიცავს მონო- და პოლისაქარიდებს, ასევე ვიტამინებსა და პროტეინებს. ის ქმნის გამაგრილებელ და დამცავ ლორწოვან გარსს, რომელიც კანს უზიარებს და უნარჩუნებს ტენიანობას. ის იდეალურია ნამზეურის შემდეგ, ასევე გაზინიანებული და მშრალი კანის შემთხვევაში.

არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არტომატიზატორებსა და საღებავებს, არ შეიცავს ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.

გამოყენების წესი

გამოყენების წესი

დილას და საღამოს, ბროწეულის დღის ან ღამის კრემის გამოყენებამდე, შრატის თანაბარი ფენა დაიტანეთ სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე. მოარიდეთ თვალს.