ბროწეულის ღამის კრემი

ააქტიურებს უჯრედების განახლებას

მდიდარი შემადგენლობის, ანტიოქსიდაციური მოქმედების ღამის კრემი ხელს უწყობს უჯრედების განახლებას, ამკვრივებს კანს და ამცირებს ნაოჭებს. 40+

წამყვანი მცენარეები

ბროწეული

გარედან მშრალი ბროწეულის ნაყოფი სავსეა წითელრბილობიანი მარცვლებით, რომლებიც თავისი ფორმით იუველირულ მძივებს მოგვაგონებენ

იხილეთ მეტი

დახასიათება

დახასიათება

აღწერა

ველედას ვეგანური* ბროწეულის ღამის კრემი ბროწეულის ანტიოქსიდაციური მოქმედებით ხელს უწყობს კანის რეგენერაციას ძილის დროს. მისი გამოყენების შემდეგ კანი აღდგენილია, ხაზები და ნაოჭები კი საგრძნობლად შემცირებულია.

*პროდუქტები, რომლებიც ნიშანდებულია, როგორც ვეგანური, არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის ნედლეულს. თუმცა, წარმოების პროცესში ამ პროდუქტებისა და მათი შემადგენელი ნედლეულის ცხოველური წარმოშობის მასალასთან კონტაქტის სავსებით გამორიცხვა შეუძლებელია.        

უპირატესობები

  • საგრძნობლად ამცირებს ხაზებსა და ნაოჭებს; აჩქარებს უჯრედების განახლებას
  • ანტიოქსიდაციური ბროწეულით კანი სტრესს უმკლავდება
  • კანთან თავსებადობა დერმატოლოგიურად გამოცდილია
+74%

კანი უფრო მკვრივი ხდება*

*თვითშეფასება 28 დღის მერე
+35%

ნაოჭების სიღრმე მცირდება*

*ტესტი 28 დღის მერე

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.

ნიშანი Vegan

ნიშანი Vegan ვიზუალურად გამოარჩევს პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის არცერთ ინგრედიენტს. Weleda-ს ყველა კოსმეტიკური პროდუქტის და საკვები დანამატის მოხმარება დასაშვებია ვეგეტარიანელებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ხორცსა და თევზზე.

შემადგენლობა

შემადგენლობა

ბროწეულის თესლის ზეთი

Punica Granatum Seed Oil

ბროწეულის თესლის ყვითელი ან მოწითალო ფერის, შედარებით სქელი ზეთი ერთ-ერთი აქტიურად მოქმედი ზეთია, ის დიდი რაოდენობით შეიცავს იშვიათ პუნიცინის მჟავას (უჯერი ცხიმმჟავა). ამ ძვირფას მცენარეულ ზეთს აქვს ანტიოქსიდაციური თვისებები, აუმჯობესებს კანის რეგენერაციას და ამიტომ გამორჩეულ პროდუქტად ითვლება მშრალი და მოწიფული კანის მოსავლელად.

სეზამის თესლის ზეთი

Sesamum Indicum (Sesame) Seed Oil

სეზამის თესლის ზეთი შესანიშნავი სამასაჟე ზეთია, მას უსიცოცხლო, მშრალი და მოწიფული კანის მოსავლელად იყენებენ, იყენებენ აგრეთვე თმის კონდიციონერის სახით. მას ძლიერი ანდიოქსიდაციური მოქმედება და კანისთვის სასარგებლო თვისებები აქვს და იდეალურია, როგორც ფუძე. სეზამის ზეთი შეიცავს უჯერ ცხიმმჟავებს, როგორიცაა ოლეინმჟავა და ლინოლმჟავა, ფიტოსტეროლები და E ვიტამინი (განსაკუთრებით, ტოკოფეროლი).

არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არტომატიზატორებსა და საღებავებს, არ შეიცავს ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.

გამოყენების წესი

გამოყენების წესი

ძილის წინ, გაწმენდის შმდეგ, დაიტანეთ სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე. კრემის რაოდენობა ისე შეარჩიეთ, რომ კანმა მთლიანად შეიწოვოს.