ბროწეულის ზეთი

ანტიოქსიდატური, ნაოჭების საწინააღმდეგო, აქტიური აღმდგენი 40+

უჯრედების რეგენერაციის გამააქტიურებელი და კანის გამომაცოცხლებელი მოქმედებით

წამყვანი მცენარეები

ბროწეული

გარედან მშრალი ბროწეულის ნაყოფი სავსეა წითელრბილობიანი მარცვლებით, რომლებიც თავისი ფორმით იუველირულ მძივებს მოგვაგონებენ

იხილეთ მეტი

დახასიათება

დახასიათება

აღწერა

დაიცავით კანის ბუნებრივი სილამაზე  ორგანული და მდიდარი შემადგენლობის მქონე ზეთით. ბროწეულის კურკის ზეთი ანტიოქსიდატური და გამაწონასწორებელი თვისებით გამოირჩევა, ჟოჟობას, სეზამის და მაკადამის ზეთები - გამაახალგაზრდავებლად მოქმედებენ, ხოლო ფორთოხალი, დავანა და ვანილი მას ტკბილ სურნელს აძლევენ.

უპირატესობები

ააქტიურებს უჯრედების განახლებას, იცავს კანს თავისუფალი რადიკალებისაგან, გამოშრობისგან და ნაადრევი დაბერებისგან. ტკეცს კანს და ამკვრივებს მას. შესანიშნავად შეთავსებადია მგრძნობიარე კანთან.

სერთიფიცირებულია და თავისუფალია სინთეზური კონსერვანტების, არტომატიზატორებისა და საღებავებისაგან, არ შეიცავს ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.

+50%

უჯრედების განახლება გააქტიურდა*

*ტესტი 14 დღის მერე
+13%

კანი უფრო გამკვრივდა*

*ტესტი 28 დღის მერე

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.

ნიშანი Vegan

ნიშანი Vegan ვიზუალურად გამოარჩევს პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის არცერთ ინგრედიენტს. Weleda-ს ყველა კოსმეტიკური პროდუქტის და საკვები დანამატის მოხმარება დასაშვებია ვეგეტარიანელებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ხორცსა და თევზზე.

შემადგენლობა

შემადგენლობა

ბროწეულის თესლის ზეთი

Punica Granatum Seed Oil

ბროწეულის თესლის ყვითელი ან მოწითალო ფერის, შედარებით სქელი ზეთი ერთ-ერთი აქტიურად მოქმედი ზეთია, ის დიდი რაოდენობით შეიცავს იშვიათ პუნიცინის მჟავას (უჯერი ცხიმმჟავა). ამ ძვირფას მცენარეულ ზეთს აქვს ანტიოქსიდაციური თვისებები, აუმჯობესებს კანის რეგენერაციას და ამიტომ გამორჩეულ პროდუქტად ითვლება მშრალი და მოწიფული კანის მოსავლელად.

ჟოჟობას (უნაბის) თესლის ზეთი

Simmondsia Chinensis (Jojoba) Seed Oil

ჟოჟობას თესლის ზეთი თხევადი ზეთოვანი ცვილია, რომელსაც დიდი მსავსება აქვს ადამიანის კანის დამცავ შრესთან.  ის აძლიერებს კანის ბარიერის ფუნქციას, რითაც კანს ტენის დაკარგვისგან იცავს ისე, რომ მას არ აცხიმიანებს. ის ძალიან კარგად უთავსდება კანს, ადვილად შეიწოვება და ამიტომ გამოდგება ყველა ტიპის კანის მოსავლელად, განსაკუთრებით კი - მშრალი კანისთვის. აგრეთვე შეიძლება მისი ფუძე-ზეთად გამოყენება, ის არ მძაღდება.

თავისუფალია სინთეზური კონსერვანტების, არტომატიზატორებისა და საღებავებისაგან, არ შეიცავს ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.

გამოყენების წესი

გამოყენების წესი

ტანის ყოველდღიური მოვლისთვის მცირე რაოდენობის ზეთი ნაზად შეიზილეთ ნოტიო კანზე აბაზანის ან შხაპის მიღების შემდეგ. გამოიყენეთ წრიული მოძრაობები, რომლებიც ყოველთვის გულისკენ უნდა იყოს მიმართული. მომადუნებელი აბაზანისთვის ორი ხუფი ზეთი შეურიეთ ნახევარ ფინჯან რძეს.