ბროწეულის ტანის კრემი

ყოველდღიური გამოყენებისთვის ნაადრევი დაბერების თავიდან ასაცილებლად

ბროწეულის გამამკვრივებელი ტანის კრემი თავისი უნიკალური ფორმულით ამკვრივებს და ტონუსს  მატებს მოწიფულ კანს. უბრუნებს მას სიგლუვეს და სხივს.

წამყვანი მცენარეები

ბროწეული

გარედან მშრალი ბროწეულის ნაყოფი სავსეა წითელრბილობიანი მარცვლებით, რომლებიც თავისი ფორმით იუველირულ მძივებს მოგვაგონებენ

იხილეთ მეტი

დახასიათება

დახასიათება

აღწერა

ბუნებრივი ინგრედიენტებით მდიდარი კრემი, ნაზავია ორგანული ბროწეულის კურკის ზეთის, გარგარის კურკის ჰაეროვანი ზეთის და მკვებავი შის ცხიმის. ველედას ეს სურნელოვანი კრემი  შექმნილია კანისთვის, რომელიც არ არის მზად მოწიფული ასაკისთვის. მისი ყოველდღიური გამოყენება ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას, ამკვრივებს მას და ხდის ხავერდოვან-გლუვს.

უპირატესობები

  • კანი ხდება შესამჩნევად მკვრივი, გლუვი
  • აუმჯობესებს კანის ელასტიურობას
  • კანი ხდება რბილი და სხივიანი
  • ადვილად შეიწოვება
  • კანთან თავსებადობა დერმატოლოგიურად დამტკიცებულია
+39%

უჯრედების რეგენერაცია გაიზარდა*

*შეფასება 4 კვირის შემდეგ დღეში 2ჯერ გამოყენებისას
+93%

წასმის მერე არ ტოვებს კანზე წებოვანებას*

*შეფასება 4 კვირის შემდეგ დღეში 2ჯერ გამოყენებისას
+86%

კანი ხავერდოვანი გახდა*

*21 მომხმარებლის შეფასება 4 კვირის შემდეგ დღეში 2ჯერ გამოყენებისას

საერთაშორისო ხარისხის ნიშანი: NaTrue

“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.

ნიშანი Vegan

ნიშანი Vegan ვიზუალურად გამოარჩევს პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის არცერთ ინგრედიენტს. Weleda-ს ყველა კოსმეტიკური პროდუქტის და საკვები დანამატის მოხმარება დასაშვებია ვეგეტარიანელებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ხორცსა და თევზზე.

Organic

ეს ეტიკეტი იძლევა გარანტიას, რომ ველედა იყენებს ბიო-მეურნეობიდან მოწეულ მაღალხარისხოვან, სერთიფიცირებულ  ნედლეულს.

UEBT

ველედას ვალდებულება ხალხისა და ბიომრავალფეროვნების წინაშე

შემადგენლობა

შემადგენლობა

ბროწეულის თესლის ზეთი

Punica Granatum Seed Oil

ბროწეულის თესლის ყვითელი ან მოწითალო ფერის, შედარებით სქელი ზეთი ერთ-ერთი აქტიურად მოქმედი ზეთია, ის დიდი რაოდენობით შეიცავს იშვიათ პუნიცინის მჟავას (უჯერი ცხიმმჟავა). ამ ძვირფას მცენარეულ ზეთს აქვს ანტიოქსიდაციური თვისებები, აუმჯობესებს კანის რეგენერაციას და ამიტომ გამორჩეულ პროდუქტად ითვლება მშრალი და მოწიფული კანის მოსავლელად.

სეზამის თესლის ზეთი

Sesamum Indicum (Sesame) Seed Oil

სეზამის თესლის ზეთი შესანიშნავი სამასაჟე ზეთია, მას უსიცოცხლო, მშრალი და მოწიფული კანის მოსავლელად იყენებენ, იყენებენ აგრეთვე თმის კონდიციონერის სახით. მას ძლიერი ანდიოქსიდაციური მოქმედება და კანისთვის სასარგებლო თვისებები აქვს და იდეალურია, როგორც ფუძე. სეზამის ზეთი შეიცავს უჯერ ცხიმმჟავებს, როგორიცაა ოლეინმჟავა და ლინოლმჟავა, ფიტოსტეროლები და E ვიტამინი (განსაკუთრებით, ტოკოფეროლი).

არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არომატიზატორებსა და საღებავებს, არ შეიცავს ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს.

გამოყენების წესი

გამოყენების წესი

Applying Pomegranate Body Lotion on arm - Weleda
Applying Pomegranate Body Lotion on arm - Weleda

წაისვით კანზე შხაპის მიღების ან დაბანის შემდეგ და ნაზად გაანაწილეთ.