UEBT- სერთიფიცირებიდან გამომდინარე ვალდებულებები

ველედა  ბიოეთიკური ვაჭრობის კავშირის წევრია 2011 წლიდან. ეს არაკომერციული ასოციაცია ხელს უწყობს ნედლეულის მოპოვებას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით.

ბიოეთიკური ვაჭრობის კავშირის ამბიციური სტანდარტი   ხელს უწყობს მდგრად ეკონომიკურ ზრდას, ადგილობრივ განვითარებას და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.

რათა ველედამ თავისი ხედვის შესაბამისად "შექმნას სამყარო, რომელშიც ადამიანისა და ბუნების ჯანმრთელობა და სილამაზე მუდმივად განახლდება" და განახორციელოს მისია:  "მდგრადად განავითაროს თავისი ბიზნესი ბუნებასა და ადამიანთან ჰარმონიაში", ამისთვის მან დანერგა UEBT სტანდარტი - ყველა  ბუნებრივი ნედლეულის მიწოდების  ჯაჭვის მდგრადი მართვის სისტემა და შესაბამისად მიიღო სერთიფიკატი.

2018 წლიდან სთავაზობს UEBT ბიზნესსექტორს ეთიკური ნედლეულის მიწოდების სერთიფიცირების პროგრამას. როგორც ამ ორგანიზაციის წევრი, ველედა იღებს ვალდებულებას დანერგოს ნედლეულის მოპოვების ისეთი ინოვაციური პრაქტიკები, რომლებიც ადამიანსა და ბიომრავალფეროვნებას მხოლოდ სიკეთეს მოუტანს. ამ და მდგრადი განვითარების სტრატეგიებიდან გამომდინარე, ველედამ მიიღო გადაწყვეტილება მისი ნატურალური და ორგანული კოსმეტიკის ყველა პროდუქტში შემავალი ბუნებრივი ნედლეულის მიწოდების ეთიკური სისტემის სერთიფიცირების შესახებ.

ეთიკური მიწოდების სისტემა საშუალებას აძლევს ველედას შეამოწმოს თუ რამდენად ასრულებენ მისი მომწოდებლები მდგრადი ეკონომიკური ზრდის, ადგილობრივი განვითარებისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების შესახებ მოთხოვნებს. შემდეგ კი გააკეთოს რისკების ანალიზი, რომელიც მდგრადი გაუმჯობესების  და შესაბამისი პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის  საჭიროებას გამოავლენს.

UEBT სერთიფიცირების პროგრამის ნაწილს წარმოადგენს ასევე შემდეგი ეტაპი: პრიორიტეტული მოწოდების ჯაჭვში მეტი აქტივობის განხორციელების ვალდებულება. ეს ხელს უწყობს  მეტი აქტორის და ფართობის ჩართვას მცენარეების მოსაშენებლად და ველური პოპულაციებიდან მათ შესაგროვებლად, ასევე ბიოვაჭრობის გაუმჯობესებას.

სერთიფიკატში აღნუსხული ციფრები:

  • დადებითად შეფასდა 657 მიწოდების ჯაჭვი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნედლეულის 100% იქნა გამოკვლეული.
  • 2017 წელს ველედამ შეიძინა 270 სახის ბუნებრივი ნედლეული 199 მომწოდებლისგან.
  • 2017 წელს მოწოდების მოცულობამ შეადგინა 4.625 ტ.
  • მოწოდების 62 ჯაჭვი პრიორიტეტულად იქნა ცნობილი შემდგომი ვერიფიცირებისთვის. ეს ნიშნავს, რომ მომწოდებლებისგან მიღებული ინფორმაცია შეფასდება საველე აუდიტების მიერ ან შემოწმდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, თუ ისინი ადასტურებენ ეთიკური ბიოვაჭრობის სტაანდარტებთან შესაბამისობას (მაგ. სამართლიანი ვაჭრობის და ბიო-სერთიფიკატები).

მიზანი:

  • 2019 წლის ივნისამდე დასრულდება  ყველა პრიორიტეტული მოწოდების ჯაჭვის შემოწმება, რომელიც შეადგენს ნატურალური და ორგანული კოსმეტიკისთვის 2017 წელს ნედლეულის მოწოდების 16%.
  • ყველა ჯაჭვის კლასიფიცირება მოხდება UEBT-ის 4 დონის შესაბამისად. თითოეული დონისთვის განისაზღვრება მიზნები და დამტკიცდება UEBT-ის მიერ.
  • ველედა აქტიურად გააგრძელებს კომუნიკაციას სერთიფიცირების და მასთან დაკავშირებული აქტივობების შესახებ. ამით გაზრდის მომხმარებლის ცნობიერ დამოკიდებულებას ბიომრავალფეროვნების მიმართ.

სერთიფიცირება 2018 წლის ივნისიდან მოქმედებს 1 წლის ვადით და აუდიტის ჩატარების შემდეგ განახლდება 2019 წელს.