ლაშქრობა ხალისს გვმატებს

გამოეთიშეთ ყოველდღიურობას

განწყობის ასამაღლებლად აქტიური დასვენება პირველ ადგილზეა. სამედიცინო კვლევაც ადასტურებს, რომ დეპრესიაზე აქტივობა დადებითად აისახება და რომ ამ დროს ლაშქრობა განსაკუთრებით სასარგებლოა. ველურ ლანდშაფტში სიარულისას, ბუნების აღქმა ძლიერდება და სიცოცხლეს აქტიურად შევიგრძნობთ. აქ სოციალური ფაქტორებიც თამაშობენ თავის როლს. ყოველივე ეს კი პრობლემებისგან და უსიცოცხლო მანქანებით სავსე გარემოსგან გამოთიშვაში გვეხმარება.

შეასვენეთ თქვენი ტვინი

სათანადოდ შაფასეთ ის გამაჯანსაღებელი ეფექტი, რომელიც ყოველდღიურობიდან გამოთიშვას ახლავს თან. ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ სიარული პრობლემების გადაწყვეტაში ეხმარება. ეს ქვეცნობიერი პროცესია, რომლის დროსაც სხეული ტვინს ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს.

4 რჩევა რომ ლაშქრობა 100%-ით ეფექტური იყოს

1. შემოიერთეთ მეგობრები

გარდა იმისა, რომ მეგობრებთან ერთად დროის გატარება უფრო სასიანოვნოა, ეს გადაწყვეტილებების მიღებასა და საქმიანობების გადანაწილებაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, გვერდით გეყოლებათ ვიღაცა, ვინც გაჭირვებაში გვერდით დაგიდგებათ და წლების მერე შესაძლებლობა გექნებათ მასთან ერთად მოიგონოთ ეს მომენტები.

2. საიმედოდ დაგეგმეთ

დარწმუნდით რომ ყველა საჭირო ნივთით ხართ შეიარაღებული: პირველი დახმარების ჩანთით, ენერგიით სავსე პროდუქტით და წყალგაუმტარი ტანსაცმლით. ამას გარდა ახლობელს დაუბარეთ სად და რამდენი ხნით მიდიხართ, რომ საჭიროების შემთხვევაში განგაში დროზე ატყდეს.

 

წინასწარ დაადგინეთ ამინდის პროგნოზი და მზად იყავით, რომ საჭიროების შემთხვევაში გზა შეამოკლოთ. სალაშქროთ კი ადრიანად გადით, რომ შებინდებამ მალე არ მოგისწროთ.

3. გაუფრთხილდით ბუნებას

თუ მარკირებულ გზაზე დგეხართ, არ გადაუხვიოთ. ამით თავიდან აიცილებთ ლაშქრობის  ეროზიულ ეფექტს და დაიცავთ ბევრ მცენარეს, ჩიტის ბუდეს თუ მწერების და სხვა ცხოველების მიწისქვეშა საცხოვრებლებს განადგურებისაგან.

კოცონი სრულად ჩააქრეთ წყლით და მიწით. მშრალ პერიორში, კი საერთოდ მოერიდეთ მის დანთებას. ველური ხანძარი ბუნების ყველაზე დამანგრეველი სტიქიაა, რომელიც ხშირად უყურადღებო ტურისტის მიერაა გამოწვეული. და  რა თქმა უნდა არ დატოვოთ იქ საკვების ნარჩენები და ცარიელი ბოთლები. 

Arnika Sport-Duschgel

არნიკას საშხაპე გელი

დაბანისას ავსებს სხეულს ახალი ენერგიით

არნიკას სამასაჟე ზეთი

განკუთვნილია გამათბობელი და მატონიზირებელი მასაჟისთვის

4. თავი გაანებივრეთ

სეირნობა თავისთავად სასიამოვნოა, მაგრამ გრძელ გზაზე, პატარ-პატარა ჩაროზები- შოკოლადი, ყავა, ჭიქა ალკოჰოლი- ამ პროცესს კიდევ უფრო მეტ ეშხს აძლევენ. დღის ბოლოს კი მიიღეთ შხაპი არნიკას ჟელეთი და დატკბით დასვენებით.

მეტი სპორტული აქტივობა

ჩასუნთქვა, კონცენტრაცია, შედეგი!

შეიძლება ეს ყველაზე მარტივი სავარჯიშოა - გახვიდე გარეთ და ირბინო! მაშინ მიიღეთ 6 რჩევა ექსპერტებისგან, რომ მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ ამ ფიზიკური აქტივობით.

სირბილის მოყვარულთათვის

ორი ბორბალი ძრავის გარეშე

თუ გსურთ გულისა და ფილტვების გააქტიურება გადატვირთვის გარეშე, იარეთ ველოსიპედით

იარეთ ველოსიპედით

სპორტული აქტივობის დაწყებამდე მოთელეთ კუნთები

სპორტული მასაჟი მხოლოდ პროფესიონალი სპორტსმენებისთვის არ არის განკუთვნილი. აქ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ კუნთების კარგ კონდიციაში შესანარჩუნებლად

მოუფრთხილდით კუნთებს