ახალი ხაზი სახის კონტურის გამოსაკვეთად
ააქტიურებს კანში ბუნებრივი კოლაგენის წარმოებას
ბუნებრივი დახმარება მოწიფული კანისთვის
ეფექტური და ბუნებრივი
სახის მოვლის ახალი ხაზი „ლურჯი გენციანა & ედელვაისი“ - თავისი ინოვაციური ფორმულით, ეფექტურად გაამკვრივებს თქვენს კანს, დააბალანსებს პიგმენტაციას და სახის კონტურს უფრო გამოკვეთს.
- ზრდის კანში კოლაგენის შემცველობას 60%-ით 1
- 88% ამცირებს ღრმა ნაოჭებს 2
- 79% სახის კონტურები უფრო გამოკვეთილია 3
- 100% ინტენსიურად კვებავს, ატენიანებს და აღადგენს კანს 4
- 100% სერთიფიცირებული ბუნებრივი პროდუქცია
ზრდის კანში კოლაგენის შემცველობას
ლურჯი გენციანას ახალი ხაზი ამკვრივებს და ახალისებს მოდუნებულ კანს. კვებავს და ღრმად ატენიანებს. ამცირებს ნაოჭების სიღრმეს. in vitro ტესტით დადასტურებულია: ლურჯი გენციანას, ედელვაისის და აზიური ცენტელას ექსტრაქტების კომპოზიცია კოლაგენის შემცველობას 60%-ით ზრდის. ხელს უწყობს კანის დაბერების შენელებას. სახის კონტურები უფრო გამოკვეთილი და შეკრულია.
გამოკვეთეთ სახის კონტურები და გაიღიმეთ
ერთად ვიმოგზაუროთ შვეიცარიის ალპებში და ვნახოთ, თუ როგორ ზემოქმედებს სამკურნალო მცენარეთა კომპოზიცია თავისი აღმდგენი ძალებით ჩვენს კანზე.
დარჩით ბუნებრივი
დილის რუტინა მოწიფული კანისთვის
დაიწყეთ დღე თქვენი კანის ბუნებრივი აღმდგენი ძალების გაღვიძებით, რაშიც ველედას ლურჯი გენციანას შრატი და დღის კრემი დაგეხმარებათ.
ღამის რუტინა მოწიფული კანისთვის
აღადგინეთ თქვენი კანი ღამით ორგანული ლურჯი ნაღველასა და ორგანული ედელვეისის ძლიერი კომბინაციით.
დაიცავით ჩვენი პლანეტის ბუნებრივი სილამაზე
ველედას პროდუქციის გამოყენებით თქვენ ეფექტური წვლილი შეგაქვთ არა მარტო საკუთარი კანის მოვლაში, არამედ ბუნების დაცვაშიც. ველედა ხელს უწყობს მთელ მსოფლიოში ბიოდინამიური სოფლის მეურნეობის გავრცელებას, ჯანსაღი ნიადაგის შენარჩუნებას და სამართლიან ურთიერთობებს კულტივირებით დასაქმებულ თავის პარტნიორებთან. მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს არა მარტო ბიომრავალფეროვნებას, არამედ კლიმატის დაცვის სტრატეგიასაც. ერთად დავიცვათ ბუნება.
სილამაზეს ასაკი კი არა, ხასიათი განსაზღვრავს
სილამაზე არის კონცეფცია, რომელიც უხსოვარი დროიდან ხიბლავდა კაცობრიობას. ისტორიის მანძილზე წარმოიქმნა სილამაზის სხვადასხვა სტანდარტი, რომლებიც ხშირად დაკავშირებულია ფიზიკურ ატრიბუტებთან: ახალგაზრდობა, სიმეტრია, უნაკლო გარეგნობა. თუმცა, საზოგადოების განვითარებასთან ერთად, სულ უფრო აშკარა ხდება, რომ სილამაზე განისაზღვრება ხასიათით და არა ასაკით. მშვენიერი ხასიათის მქონე ადამიანისგან გამოსული სხივი არის გადამდები, მიმზიდველი და ქმნის პოზიტიურ აურას, რომელიც სცილდება ყოველგვარ ასაკობრივ შეზღუდვას.
















