ხშირად დასმული კითხვები

კითხვა 1 - აქვს თუ არა ველედას ტუბებს დამცავი ალუმინის კილიტა?

პასუხი: არა

 

კითხვა 2 - შეიძლება თუ არა ჩვილის შამპუნი&გელი მის ჩასაბანად გამოვიყენოთ?

პასუხი: შეიძლება, თუ ჩასაბანად მხოლოდ წყალი არ არის საკმარისი

 

კითხვა 3 - გამოყენების რა ვადა აქვთ გახსნილ სახის კრემებს ?

პასუხი: 6 თვე. ტუბების კონსტრუქცია ხელს უშლის ჰაერის შეწოვას და პროდუქტი დაცული რჩება

 

კითხვა 4 - სპირტის შემცველობა სახის კრემებში რამდენად საყურადღებოა?

პასუხი: აქ  სპირტი კონსერვანტის როლს ასრულებს და უმნიშვნელო რაოდენობითაა. თან ის მცენარეული წარმოშობისაა და კანს არ აშრობს, თან კრემის სახეზე წასმიდან რამდენიმე წამში ქროლდება. ასე რომ უსაფრთხოა

 

კითხვა 5 - რამდენად ეფექტურია ვარდის სერია პირველი ნაოჭების გასასწორებლად და მათი გაჩენის პროფილაქტიკისთვის?

პასუხი: ვარდის სერია სპეციალურად შექმნილია პირველი მიმიკური ნაოჭების გაჩენის შესასუსტებლად. აქტიური ჩარევისთვის 30 წლიდან რეკომენდებულია ბროწეულის შრატის გამოყენება.

 

კითხვა 6 - საჭიროა თუ არა თმის მოსავლელი ზეთის ჩამობანა?

პასუხი: თუ ზეთი თმის მთელს სიგრძეზე წაისვით, 20 წუთიდან 60 წუთამდე შეიხვიეთ თბილი პირსახოცით და მერე აუცილებლად ჩამოიბანეთ, ხოლო თუ მხოლოდ მშრალი თმის ძირებზე წაისვით თითებზე განაწილებული1წვეთი, აღარ ჩამოიბანოთ

 

კითხვა 7 - ნორმალური თმის მოსავლელი შამპუნის ხმარების შემდეგ, თმის ძირები უფრო ცხიმიანი გახდა და ერთმანეთს ეწებებიან. შამპუნია შესაცვლელი თუ ასე მიმდინარეობს შეგუება?

პასუხი: თმის ასეთი რეაქცია დასაშვებია, რადგან ბუნებრივ შამპუნზე გადასასვლელად ის უნდა გადაეჩვიოს სილიკონებს და პარაბენებს. მიეცით თმას დრო და შანსი.

 

კითხვა 8 -ველედას რომელი პროდუქტის გამოყენება შეიძლება თვალის მაკიაჟის მოსაცილებლად ?

პასუხი: თვალის მაკიაჟის მოსაცილებლად ველედას ნუშის ზეთი დააწვეთეთ ბამბის დისკზე და დაიფინეთ რამდენიმე წთ თვალებზე. მერე შეასველეთ ეს დისკი და მოიცილეთ მაკიაჟი.

 

კითხვა 9 - აკნეს საწინააღმდეგოდ ვიხმარე კანის გამწმენდი 2 1-ი .კანი უფრო ცხიმიანი გახდა და ფორებიც დამიბინძურდა, ეს ნიშნავს , რომ არ მომიხდა ?

პასუხი: პირიქით, ეს მიუთითებს არჩევანის სისწორეზე. 

 

კითხვა 10 - ცელულიტის დროს მასაჟის გაკეთება ცელულიტის ზეთით ჯობია თუ რომელიმე სამასაჟე ზეთით?

პასუხი: მასაჟის გაკეთება ჯობია არნიკას სამასაჟე ზეთით, რადგან ის რამდენიმე პრობლემას ერთდროულად მოაგვარებს: გადატკეცს კანს, მოუვლის კუნთებსა და სახსრებს.

 

კითხვა 11 - რა არის კომპლემენტარული სამკურნალო საშუალება?

პასუხი:  კომპლემენტარული სამკურნალო საშუალება (ჰომეოპათიური, ანთროპოსოფიული, ჰომოტოქსიკოლოგიური) - ბუნებრივი (მინერალური, მცენარეული, ცხოველური) წერმოშობის ნივთიერებისგან ან ნივთერებათა ჯამისაგან დამზადებული საშუალებაა, რომლის მოქმედება და სტანდარტულობა არ არის დადასტურებული ობიექტური მტკიცებულებებით. (საქართველოს მოქმედი წამლის კანონი)