სახის მოვლა სქინ ფუდის მკვებავი ხაზით

სქინ ფუდის სახის მოვლის ახალი ხაზი

იზრუნეთ კანზე ველედას სქინფუდის მკვებავი სახის ხაზით

სქინ ფუდის სახის ხაზი სპეციალურად შეიქმნა მშრალი სახის მოსავლელად - მყისიერად დატენიანებული, რბილი და სასიამოვნოდ კომფორტული კანის სტრუქტურის მისაღებად.
  • სქინ ფუდი მკვებავი დღის კრემი: +72% მყისიერად ატენიანებს *
  • სქინ ფუდი მკვებავი ღამის კრემი: +24% უჯრედების განახლებას ხელს უწყობს **
  • სქინ ფუდი გამწმენდი ბალზამი 100% წმენდს სახის კანს***
  • 100% ბუნებრივი წარმოშობის
  • დერმატოლოგიურად დადასტურებულია კანის ტოლერანტობა
* შემოწმდა ერთჯერადი გამოყენებიდან 15 წთ-ის შემდეგ** კვლევის შედეგი 4 კვირის შემდეგ დღეში 2-ჯერ გამოყენებისას*** 29 სუბიექტის კვლევის შედეგი 1 კვირის შემდეგ 2-ჯერ გამოყენებისას

ენერგიის მცენარეული წყარო თქვენი ყოველდღიურობისთვის. ​

სქინ ფუდი მკვებავი დღის კრემი

ეფექტურობის გასაზრდელად, სქინ ფუდის ტიპიურ ინგრედიენტებზე დამატებულია ორგანული ზეითუნის ხის ფოთლის ექსტრაქტი და სკვალანი. კრემი ღრმად კვებავს და ატენიანებს კანს, ხელს უწყობს მისი ბარიერის აღდგენას და ხდის მას აბრეშუმისებრ-რბილს.
Learn More

სქინ ფუდი მკვებავი ღამის კრემი

სქინ ფუდის მკვებავ ღამის კრემს, ტრადიციულ ინგრედიენტების გარდა, დამატებული აქვს სკვალანი, აზიური ცენტელას ექსტრაქტი და ინკების კაკლის ზეთი. ის ღრმად კვებავს და ატენიანებს სახის კანს, აღადგენს მას და აძლიერებს კანის ბარიერს - თქვენ იღვიძებთ ნათელი, აბრეშუმისებრი რბილი სახით.
Learn More

სქინ ფუდი დამატენიანებელი გამწმენდი ბალზამი

ძვირფასი ინგრედიენტებით სავსე, სქინ ფუდის ეს ნატურალური ბალზამი ნაზად ასუფთავებს კანს და უნარჩუნებს მას ტენიანობას. ის ეფექტურად აშორებს ჭუჭყს, მტვერს და წყალში ხსნად მაკიაჟს.
Learn More

იზრუნეთ თქვენს კანზე. იზრუნეთ ბუნებაზე.

სქინ ფუდის სახის კრემებით ველედა ზრუნავს არა მარტო თქვენს კანზე, არამედ ბუნებაზეც. მწვანე მინის ქილა დამზადებულია მეორადი მინისაგან და მისი გადამუშავება უსასრულოდ შეიძლება. ტუბი დამზადებულია 100% ალუმინისგან და შეიძლება მისი მეორადად გამოყენება. შესაფუთი კოლოფი დამზადებულია 80% მეორადი ბოჭკოებისგან და შეიძლება კვლავ გადამუშავდეს.