კანი დილით შესამჩნევად გაახალგაზრდავებულია.
YOUTH POWER EXO BOOST - ბროწეულის ღამის აღმდგენი ელექსირი აღადგენს კანს უჯრედულ დონეზე ძილის დროს. პირველივე გამოყენების შემდეგ, დილას კანი განახლებულია, შემცირებულია ძილის ნაოჭები, მას ახალგაზრდული იერი და სხივი აქვს, ღრმად დატენიანებულია და უფრო გლუვი და მკვრივია.

აღმდგენი ელექსირის 5- მაგი ეფექტი
- აღმდგენი მოქმედება
- ძილის ნაოჭების შემცირება
- უფრო გლუვი კანი
- შევსებული კანი
- გაბრწყინებული იერი
80%
ახალგაზრდული ენერგიის ხაზის სრული ასორტიმენტი
ბუნების 3-ჯერადი ძალა. 3× ეფექტური. ერთი ფორმულა.
ახალგაზრდული ენერგია ბროწეულით, მაკას პეპტიდებით და ასტაქსანტინით
ბუნების სამი ძალის გამაერთიანებელი ფორმულა უზრუნველყოფს უჯრედების უაღრესად ეფექტურ დაცვას, ამცირებს ნაოჭებს და ზრდის კანის სიმკვრივეს.
ბროწეული — ხელს უწყობს რეგენერაციას და მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი.
მაკას პეპტიდები — ამცირებენ ნაოჭებს და კანს ბუნებრივ ბრწყინვალებას ანიჭებენ.
ასტაქსანტინი — სუპერანტიოქსიდანტი: უაღრესად ეფექტურად იცავს კანის უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან; ის 550-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე C ვიტამინი.**
ყველა ფორმულა და არომატი შემუშავებულია ველედას შვეიცარიულ კვლევისა და განვითარების ლაბორატორიებში — ბუნება და მეცნიერება თქვენი კანისთვის.



ეგზოსომები + პეპტიდები: ინოვაციური აქტიური ბუსტერი
ველედა რევოლუციას ახდენს ანტი ასაკობრივ მოვლაში
ბროწეული, მაკას პეპტიდები და ასტაქსანტინი მოვლის მთლიან სერიას ბუნებრივ ძალას ანიჭებენ.
ორი პროდუქტი — ღამის აღმდგენი ელექსირი „Exo Boost Night Repair Elixir“ და ნიღაბი „Exo Boost Glow Mask“ — კიდევ უფრო შორს მიდის და იყენებს ინოვაციურ ტექნოლოგიას — „ეგზოსომები + პეპტიდები“.
ველედა პირველად იყენებს ბუნებრივ კოსმეტიკაში ამ ტექნოლოგიას, რომელიც ეფუძნება აზიური ცენტელასგან (Centella Asiatica) სუფთა მცენარეული ეგზოსომების გამოცალკევებას. ეს უმცირესი აქტიური გადამტანები პეპტიდებს უშუალოდ კანის უჯრედებს აწვდიან — სწორედ იქ, სადაც კანი სიმკვრივეს, ტენიანობასა და ელასტიურობას კარგავს — და ამგვარად ებრძვიან კანის დაბერების ნიშნებს.
ეფექტური დაცვა, ასაკობრივი ნიშნების გაჩენამდე.
ჩვენი ცხოვრება სულ მოძრაობაშია - კანს კი სურს დროის შენელება. სტრესი და გარემო ფაქტორები ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ გამოწვევას უქმნის მას. სანამ ამის ხილული კვალი გამოჩნდება, კანს სჭირდება გაძლიერება და დაცვა. ეს არის დაბერების შენელების კონცეფცია.
სახის მოვლის სერია „ბროწეული — ახალგაზრდული ენერგია“ (Pomegranate Youth Power) სწორედ ამას ემსახურება: მისი სამმაგი მოქმედების ფორმულა აერთიანებს ბროწეულს, მაკას პეპტიდებსა და ბუნებრივ სუპერ-ანტიოქსიდანტ ასტაქსანტინს. ეს უკანასკნელი კანს ოქსიდაციური სტრესისგან 550-ჯერ უფრო ეფექტურად იცავს, ვიდრე ვიტამინი C**. შედეგია: უჯრედების შესამჩნევი დაცვა, კანის მეტი სიმკვრივე და ელასტიურობის ზრდა — დღითი დღე.+
3-მაგი დაცვის ეფექტი:
- უჯრედების დაცვა: იცავს თავისუფალი რადიკალებისგან და აძლიერებს კანის დამცავ ბარიერს
- სიმკვრივე: ააქტიურებს უჯრედების განახლებას და მატებს კანს სიმკვრივეს
- ნაოჭების საწინააღმდეგო: ასწორებს ნაოჭებს და ტკეცს კანს

თქვენი კანის მოვლის რუტინა ბროწეულის ხაზით
შრატიდან დღის კრემამდე — აღმოაჩინეთ Youth Power-ის ხაზის ყველა პროდუქტი და დაიწყეთ დაბერების პროცესის შენელების თქვენი პირადი რუტინა.









